საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ?
"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ?

საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი ადას­ტუ­რებ­და, რომ გი­ორ­გი მე­ნაბ­დეს ეჭი­რა და­ნის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც აყე­ნებ­და ჭრი­ლო­ბებს და­ვით სა­რა­ლი­ძეს. ამას­თან, მე­ნაბ­დის ტან­საც­მე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად იყო და­ვით სა­რა­ლი­ძის სის­ხლით დას­ვრი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა სა­სა­მარ­თლოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლოს მიერ გი­ორ­გი მე­ნაბ­დი­სათ­ვის გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მის გან­ხილ­ვა 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო ათო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გი­ორ­გი მე­ნაბ­დის ბრალ­დე­ბის საქ­მე­ზე დას­რულ­და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა. დღეს სა­სა­მარ­თლომ შე­ა­ჯა­მა გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და მე­ნაბ­დის მი­მართ გა­მო­ი­ტა­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. გი­ორ­გი მე­ნაბ­დე ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ და­ვით სა­რა­ლი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, არას­რულ­წლოვ­ნის ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბის­თვის, რის გა­მოც სას­ჯე­ლად გა­ნე­სა­ზღვრა 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, თუმ­ცა არას­რულ­წლო­ვან­თა კო­დექ­სის თა­ნახ­მად 1/4-ით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 10 წელი და 6 თვე შე­ე­ფარ­და.

საქ­მის გან­ხილ­ვა თით­ქმის 9 თვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გა­მოკ­ვლე­უ­ლი იყო ათო­ბით მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მათ შო­რის მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და სხვა. ვფიქ­რობ არ იქ­ნე­ბა სწო­რი აპე­ლი­რე­ბა დაც­ვის მხრი­დან, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არა­საკ­მა­რი­სი ან არა­სან­დოა. შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფა მათ შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მოწ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­დნენ სად იდგა გი­ორ­გი მე­ნაბ­დე და­პი­რის­პი­რე­ბი­სას, ასე­ვე ჩვე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებ­და, რომ მე­ნაბ­დეს ეჭი­რა და­ნის მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­ის სა­გა­ნი, რომ­ლი­თაც აყე­ნებ­და ჭრი­ლო­ბებს და­ვით სა­რა­ლი­ძეს. მე­ნაბ­დის ტან­საც­მე­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად იყო და­ვით სა­რა­ლი­ძის სის­ხლით დას­ვრი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ო­ბა­ში საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა სა­სა­მარ­თლოს­თვის”, - აღ­ნიშ­ნა მი­რი­ან მეგ­რე­ლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რად მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მე­ნაბ­დე სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლე ვა­ლე­რი­ან ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მე­ნაბ­დეს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, თუმ­ცა, არას­რულ­წო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, ის ერთი მე­ო­თხე­დით შემ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ სას­ჯე­ლის ზო­მად 10 წელი და 6 თვე გა­ნე­სა­ზღვრა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გი­ორ­გი მე­ნაბ­დე 15 აპ­რილს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბულ­მა გი­ორ­გი მე­ნაბ­დემ გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ას­თან და მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან ერ­თად, ჯგუ­ფუ­რად, თან ნა­ქო­ნი ბას­რი საგ­ნით, მოკ­ვლის გან­ზრახ­ვით, არას­რულ­წლო­ვან და­ვით სა­რა­ლი­ძეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
0

მენაბდის მამა სოფელ დიღმის მღვდელია! ვინ მფარველობდათ?

ლევანი
3

ეს ახალი გარემოებაა? მენაბდეზე აქამდე არაფერი გვსმენია.

ავტორი:

"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ?

"გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს" - რა თქვა პროკურორმა განაჩენის შემდეგ?

საქმეში არსებული ჩვენებები ადასტურებდა, რომ გიორგი მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი კონსტრუქციის საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს. ამასთან, მენაბდის ტანსაცმელი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იყო დავით სარალიძის სისხლით დასვრილი, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსთვის, - ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობის საქმის პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა სასამართლოს მიერ გიორგი მენაბდისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, საქმის განხილვა 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამოკვლეული იყო ათობით მტკიცებულება.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი მენაბდის ბრალდების საქმეზე დასრულდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღეს სასამართლომ შეაჯამა გამოკვლეული მტკიცებულებები და მენაბდის მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. გიორგი მენაბდე ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, არასრულწლოვნის ჯგუფურად მკვლელობისთვის, რის გამოც სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად 1/4-ით შემცირდა და საბოლოოდ 10 წელი და 6 თვე შეეფარდა.

საქმის განხილვა თითქმის 9 თვე მიმდინარეობდა, გამოკვლეული იყო ათობით მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ვიდეოჩანაწერები და სხვა. ვფიქრობ არ იქნება სწორი აპელირება დაცვის მხრიდან, რომ მტკიცებულებები არასაკმარისი ან არასანდოა. შეიძლება გარკვეული მტკიცებულებების გამოყოფა მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მოწმეები, რომლებიც ადასტურებდნენ სად იდგა გიორგი მენაბდე დაპირისპირებისას, ასევე ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მენაბდეს ეჭირა დანის მსგავსი კონსტრუქციის საგანი, რომლითაც აყენებდა ჭრილობებს დავით სარალიძეს. მენაბდის ტანსაცმელი გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იყო დავით სარალიძის სისხლით დასვრილი, შესაბამისად, ეს მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისი აღმოჩნდა სასამართლოსთვის”, - აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მენაბდეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა, არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, ის ერთი მეოთხედით შემცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად 10 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.