სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - ხაზარაძე-ჯაფარიძის კომენტარები განაჩენის გამოცხადებამდე
"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - ხაზარაძე-ჯაფარიძის კომენტარები განაჩენის გამოცხადებამდე

"რო­გორც არ უნდა დამ­თავ­რდეს დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი და რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც არ უნდა მი­ი­ღოს მო­სა­მარ­თლემ, მინ­და გი­თხრათ, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ბრძო­ლა ჩვენ­თან წა­ა­გო" - ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ივა­ნიშ­ვილ­მა "წა­ა­გო იმი­ტომ, რომ ვერ შეგ­ვა­ში­ნა, ვერ გაგვტე­ხა და ვერ შეგ­ვა­ჩე­რა“.

"უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მოგ­ვცა მე და ჩვენს თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ბად­რის. ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას, რად­გან ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა, ის პოსტსაბ­ჭო­უ­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტი დამ­თავ­რდეს ამ ქვე­ყა­ნა­ში, რათა ამ ქვე­ყა­ნამ მი­ი­ღოს სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა და სა­სა­მარ­თლო და არა ის პრო­კუ­რა­ტუ­რა და მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გად­მო­ი­ბა­რა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. თქვენ გახ­სოვთ, რომ 2012 წელს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლო­ზუნ­გი იყო "ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­ლაშ­ქრე­ბა“ და ღირ­სე­ბის აღ­დგე­ნა იყო მთა­ვა­რი თემა, რა­საც ყვე­ლა მხარს ვუ­ჭერ­დით. პირ­ვე­ლი, რაც მან გა­ა­კე­თა - სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი გად­მო­ი­ბა­რა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. სა­უ­ბა­რია პრო­კუ­რო­რებ­ზე, მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე და მთლი­ა­ნად სის­ტე­მა­ზე, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ღირ­სე­ბას ულა­ხავ­და. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ გრძელ­დე­ბა უკვე 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის მისი და მისი დამ­ქა­შე­ბის მიერ დად­გმუ­ლი შოუ, რათა გა­და­ი­ფა­როს ის მძი­მე ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში არის - ეს არის სი­ღა­ტა­კე, გა­ჭირ­ვე­ბა და ემიგ­რა­ცია. დროა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი გონს მო­ვე­გოთ და ვთქვათ, რომ ამ შო­უ­ე­ბით კი არ გა­ვალთ ფონს, არა­მედ ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ფორ­მე­ბი და გა­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნა ჩა­ვარ­და.

გუ­შინ­წინ ჩა­მო­ვე­დი, 3 დღით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი დუ­ბა­ი­ში და მინ­და გი­თხრათ, რომ ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც გა­აჩ­ნდა ქვი­შა და არ ჰქონ­და წყა­ლი, დღეს არის წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მი­კა მსოფ­ლი­ო­ში. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ჩვენ წყა­ლიც გვაქვს, ქვი­შაც, ყვე­ლა­ნა­ი­რი მიწა და ზონა აგ­რო­კულ­ტუ­რის­თვის, მთა, ბარი, ტბა, მდი­ნა­რე, ზღვა და ვართ უღა­რი­ბე­სი ქვე­ყა­ნა. ეს იმი­ტომ, რომ ასე­თი სის­ტე­მაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, ასე­თი სა­სა­მარ­თლო, პრო­კუ­რა­ტუ­რა და უსა­მარ­თლო­ბა არის ამ ქვე­ყა­ნა­ში. ბრძო­ლა გაგ­რძელ­დე­ბა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, მან ეს ბრძო­ლა მო­რა­ლუ­რად წა­ა­გო. და­ნარ­ჩენ შე­დეგს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გან აქ საქ­მე არ ეხე­ბა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ან ავთო წე­რე­თელს, საქ­მე ეხე­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც თქვენ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად და­ვა­ყე­ნებთ ფეხ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­მაც.

მისი თქმით, მას რა­ი­მე პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა მო­სა­მარ­თლის სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ სურს.

"არ მგო­ნია, რომ დღეს იყოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, და­ვე­ლო­დოთ. დღეს არის ბოლო სხდო­მა და და­ვე­ლო­დოთ მო­სა­მარ­თლე რას იტყვის, რად­გან ამის შემ­დეგ მას სჭირ­დე­ბა დრო სა­თათ­ბი­როდ. წი­ნას­წარ არ მსურს ჩემს სი­ტყვა­ზე ვი­სა­უბ­რო. მე შე­ვა­ფა­სებ ამ პრო­ცესს, რო­მე­ლიც არის სრუ­ლი­ად პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი დევ­ნის კლა­სი­კუ­რი მა­გა­ლი­თი და ეს გრძელ­დე­ბა უკვე 3 წე­ლი­წა­დია, მაგ­რამ ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ჩვენ ამ სამ­მა წელ­მა პი­რი­ქით, გაგ­ვაძ­ლი­ე­რა იმ რწმე­ნა­ში, რომ ეს რე­ა­ლო­ბა და მო­ცე­მუ­ლო­ბა უნდა შევ­ცვა­ლოთ და ამის­თვის არა­ფე­რი უნდა და­ვი­შუ­როთ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დას­კვნა და შე­დე­გი ამ 3-წლი­ა­ნი დევ­ნის, და­ნარ­ჩენს და­ვე­ლო­დოთ“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძი­სა და ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე დღეს, 11 იან­ვარს შე­საძ­ლოა, გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ცხად­დეს.

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით).

რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუკრი
0

კვაზიპრინციპული საკითხია, პრინციპში დანაშაული სახეზეა. შავი ფულის შოვნის მეთოდებ ბევრი არაა, ასე იყო დასაბამიდან და ვერ მოიგონებ ახალს, მაგრამ დამტკიცებას ნება ჭირდება. ვნახოთ.

მალხაზი
1

კომკავშირული სიტყვა მაინც სხვაა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - ხაზარაძე-ჯაფარიძის კომენტარები განაჩენის გამოცხადებამდე

"რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - ხაზარაძე-ჯაფარიძის კომენტარები განაჩენის გამოცხადებამდე

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ბრძოლა ჩვენთან წააგო" - ამის შესახებ "ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილმა "წააგო იმიტომ, რომ ვერ შეგვაშინა, ვერ გაგვტეხა და ვერ შეგვაჩერა“.

"უფრო მეტი მოტივაცია მოგვცა მე და ჩვენს თანაგუნდელებს, ბადრის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ის, რაც ქვეყანაში ხდება, ის პოსტსაბჭოური მენტალიტეტი დამთავრდეს ამ ქვეყანაში, რათა ამ ქვეყანამ მიიღოს სამართლიანი არჩევნები, მართლმსაჯულება და სასამართლო და არა ის პროკურატურა და მოსამართლეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლოზუნგი იყო "ღირსების შელახვის საწინააღმდეგოდ გალაშქრება“ და ღირსების აღდგენა იყო მთავარი თემა, რასაც ყველა მხარს ვუჭერდით. პირველი, რაც მან გააკეთა - სწორედ ის ადამიანები გადმოიბარა წინა ხელისუფლებიდან. საუბარია პროკურორებზე, მოსამართლეებზე და მთლიანად სისტემაზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ღირსებას ულახავდა. ყველაფერი, რაც ჩვენ წინააღმდეგ გრძელდება უკვე 3 წლის განმავლობაში არის მისი და მისი დამქაშების მიერ დადგმული შოუ, რათა გადაიფაროს ის მძიმე ვითარება, რომელიც ქვეყანაში არის - ეს არის სიღატაკე, გაჭირვება და ემიგრაცია. დროა, რომ თითოეული ჩვენგანი გონს მოვეგოთ და ვთქვათ, რომ ამ შოუებით კი არ გავალთ ფონს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება სერიოზული რეფორმები და გამოსავალი ძალიან მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ქვეყანა ჩავარდა.

გუშინწინ ჩამოვედი, 3 დღით ვიყავი წასული დუბაიში და მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნდა ქვიშა და არ ჰქონდა წყალი, დღეს არის წამყვანი ეკონომიკა მსოფლიოში. ღმერთის წყალობით, ჩვენ წყალიც გვაქვს, ქვიშაც, ყველანაირი მიწა და ზონა აგროკულტურისთვის, მთა, ბარი, ტბა, მდინარე, ზღვა და ვართ უღარიბესი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ ასეთი სისტემაა ამ ქვეყანაში, ასეთი სასამართლო, პროკურატურა და უსამართლობა არის ამ ქვეყანაში. ბრძოლა გაგრძელდება და მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა მორალურად წააგო. დანარჩენ შედეგს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აქ საქმე არ ეხება მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროცესის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბადრი ჯაფარიძემაც.

მისი თქმით, მას რაიმე პროგნოზის გაკეთება მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ სურს.

"არ მგონია, რომ დღეს იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, დაველოდოთ. დღეს არის ბოლო სხდომა და დაველოდოთ მოსამართლე რას იტყვის, რადგან ამის შემდეგ მას სჭირდება დრო სათათბიროდ. წინასწარ არ მსურს ჩემს სიტყვაზე ვისაუბრო. მე შევაფასებ ამ პროცესს, რომელიც არის სრულიად პოლიტიზებული დევნის კლასიკური მაგალითი და ეს გრძელდება უკვე 3 წელიწადია, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ამ სამმა წელმა პირიქით, გაგვაძლიერა იმ რწმენაში, რომ ეს რეალობა და მოცემულობა უნდა შევცვალოთ და ამისთვის არაფერი უნდა დავიშუროთ. ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნა და შედეგი ამ 3-წლიანი დევნის, დანარჩენს დაველოდოთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების - მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, 11 იანვარს შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.