სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდიდან შეძლებენ პაციენტები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების - "პაქსლოვიდის“, "მოლნუპირავირისა“ და "რემდესივირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში?
როდიდან შეძლებენ პაციენტები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების - "პაქსლოვიდის“, "მოლნუპირავირისა“  და "რემდესივირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში?

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი ორი მე­დი­კა­მენ­ტის - "პაქსლო­ვი­დი­სა“ და "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის“ მი­ღე­ბას ბი­ნა­ზე მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­შიც შეძ­ლე­ბენ.

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ასე­ვე გა­ნი­ხი­ლა­ვენ "რემ­დე­სი­ვი­რის" გა­მო­ყე­ნე­ბას ბი­ნა­ზე, თუმ­ცა, სა­კი­თხი ჯერ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლი არ არის.

"ორი ტაბ­ლე­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი - "პაქსლო­ვი­დი“ და "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი“, რო­მე­ლიც ჯერ არ გვაქვს, მაგ­რამ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მათ მი­ი­ღებს, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ბი­ნა­ზე, დი­აგ­ნო­ზის დას­მი­დან 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე გან­ვი­ხი­ლავთ მთა­ვა­რი, დამ­რტყმე­ლი მე­დი­კა­მენ­ტის - "რემ­დე­სი­ვი­რის" ბი­ნა­ზე გა­მო­ყე­ნე­ბა­საც, რო­მელ­საც ახლა მხო­ლოდ კლი­ნი­კა­ში ვი­ყე­ნებთ. ოღონდ ეს ძნე­ლი იქ­ნე­ბა ტაბ­ლე­ტო­რე­ბულ­თან შე­და­რე­ბით, რად­გან ინ­ტრა­ვე­ნუ­რი გა­დას­ხმაა. "რემ­დე­სი­ვი­რის“ გა­მო­ყე­ნე­ბაც გა­ნი­ხი­ლე­ბა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რო­გორც თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლი აღ­ნიშ­ნავს, ამ ეტაპ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ 40 ათა­სი ფლა­კო­ნი "რემ­დე­სი­ვი­რი" აქვს, რაც 7 ათა­სი პა­ცი­ენ­ტის­თვი­საა საკ­მა­რი­სი.

"ასე­ვე, უკვე მი­ი­ღო სა­მი­ნის­ტრომ "რემ­დე­სი­ვი­რის" და­მა­ტე­ბი­თი, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პარ­ტი­ის შე­მო­სა­ტა­ნად ზო­მე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლა ავად­მყო­ფის­თვის "ომიკ­რო­ნით" ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა.

"რემ­დე­სი­ვი­რი" სხვა მე­დი­კა­მენ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ია­ფია, 9 დო­ლა­რად ვყი­დუ­ლობთ ერთ კო­ლოფს. ერთ პა­ცი­ენტს კი 6 კო­ლო­ფი სჭირ­დე­ბა. "მერ­კის" წამ­ლის, "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის" ფასს, რო­მელ­საც ასე­ვე მი­ვი­ღებთ, ვერ გე­ტყვით“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თან, ცერ­ცვა­ძის თქმით, პაქსლო­ვიდს“ სა­ქარ­თვე­ლო 2-3 კვი­რის ვა­და­ში მი­ი­ღებს, ხოლო "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რის“ უახ­ლო­ეს კვი­რებ­ში.

"ორი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი მოქ­მე­დებს რო­გორც "დელ­ტა“ შტამ­ზე, "ასე­ვე "ომიკ­რონ­ზეც. ეს ყვე­ლა­ფე­რი გვაძ­ლევს იმის სა­ფუძ­ველს, რომ "ომიკ­რო­ნის“ მე-6 ტალ­ღის უმ­კაც­რეს გა­მოწ­ვე­ვას ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდე­ბით და შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­კარ­გე­ბით, ვიდ­რე ეს მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ტაბ­ლე­ტი­რე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს -"ფა­ი­ზე­რის“ ნა­წარმს, "პაქსლო­ვიდს“ და "მერ­კის“ ნა­წარმს - "მოლ­ნუ­პი­რა­ვირს“ პა­ცი­ენ­ტებს სა­ხელ­მწი­ფო მი­აწ­ვდის, რად­გან ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ გა­ყიდ­ვა­ში მსოფ­ლი­ო­ში არ­სად გა­მო­დის და ძა­ლი­ან დე­ფი­ცი­ტუ­რია.

"მათი გა­ნა­წი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე ხდე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო ამას ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად მი­ი­ღებს და თვი­თონ და­უ­ნა­წი­ლებს სა­მი­ნის­ტრო ყვე­ლა ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კას და ყვე­ლა ოჯა­ხი ექიმს. მათ­ზე წვდო­მა ყვე­ლა ავად­მყოფს ექ­ნე­ბა, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა საფრ­თხე­ებს "ომიკ­რო­ნის" შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ცერ­ცვა­ძე ამ­ბობს, ეს კლი­ნი­კუ­რი და ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სექ­ტო­რის გა­დატ­ვირ­თვაა.

"თუ ჩვენ "ომიკ­რო­ნით“ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 30 ათა­სი ავად­მყო­ფო გვე­ყო­ლე­ბა, გა­სა­გე­ბია, რომ ჰოს­პიტ­ლე­ბი მა­ინც გა­და­იტ­ვირ­თე­ბა, ვიდ­რე დღეს გვაქვს. ამი­ტომ არ­ნა­ხუ­ლი, უპ­რე­ცე­დენ­ტო ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ­კლი­ნი­კე­ბის, ოჯა­ხის ექი­მე­ბის და ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

დგ
1

მხოლოდ მდიდრები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როდიდან შეძლებენ პაციენტები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების - "პაქსლოვიდის“, "მოლნუპირავირისა“ და "რემდესივირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში?

როდიდან შეძლებენ პაციენტები კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების - "პაქსლოვიდის“, "მოლნუპირავირისა“  და "რემდესივირის" მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები ორი მედიკამენტის - "პაქსლოვიდისა“ და "მოლნუპირავირის“ მიღებას ბინაზე მკურნალობის შემთხვევაშიც შეძლებენ.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე განიხილავენ "რემდესივირის" გამოყენებას ბინაზე, თუმცა, საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

"ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი - "პაქსლოვიდი“ და "მოლნუპირავირი“, რომელიც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი პირველი იქნება საქართველო, რომელიც მათ მიიღებს, გამოყენებული იქნება მხოლოდ ბინაზე, დიაგნოზის დასმიდან 4 დღის განმავლობაში. ასევე განვიხილავთ მთავარი, დამრტყმელი მედიკამენტის - "რემდესივირის" ბინაზე გამოყენებასაც, რომელსაც ახლა მხოლოდ კლინიკაში ვიყენებთ. ოღონდ ეს ძნელი იქნება ტაბლეტორებულთან შედარებით, რადგან ინტრავენური გადასხმაა. "რემდესივირის“ გამოყენებაც განიხილება სამი დღის განმავლობაში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება მედიკამენტების რაოდენობას, როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქართველოს მხოლოდ 40 ათასი ფლაკონი "რემდესივირი" აქვს, რაც 7 ათასი პაციენტისთვისაა საკმარისი.

"ასევე, უკვე მიიღო სამინისტრომ "რემდესივირის" დამატებითი, ძალიან სერიოზული პარტიის შემოსატანად ზომები, რომელიც ყველა ავადმყოფისთვის "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაშიც საკმარისი იქნება.

"რემდესივირი" სხვა მედიკამენტებთან შედარებით იაფია, 9 დოლარად ვყიდულობთ ერთ კოლოფს. ერთ პაციენტს კი 6 კოლოფი სჭირდება. "მერკის" წამლის, "მოლნუპირავირის" ფასს, რომელსაც ასევე მივიღებთ, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთან, ცერცვაძის თქმით, პაქსლოვიდს“ საქართველო 2-3 კვირის ვადაში მიიღებს, ხოლო "მოლნუპირავირის“ უახლოეს კვირებში.

"ორივე მედიკამენტი მოქმედებს როგორც "დელტა“ შტამზე, "ასევე "ომიკრონზეც. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ "ომიკრონის“ მე-6 ტალღის უმკაცრეს გამოწვევას ღირსეულად შევხვდებით და შედარებით ნაკლები დანაკარგებით, ვიდრე ეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოხდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე განმარტებით, ტაბლეტირებულ მედიკამენტებს -"ფაიზერის“ ნაწარმს, "პაქსლოვიდს“ და "მერკის“ ნაწარმს - "მოლნუპირავირს“ პაციენტებს სახელმწიფო მიაწვდის, რადგან ისინი თავისუფალ გაყიდვაში მსოფლიოში არსად გამოდის და ძალიან დეფიციტურია.

"მათი განაწილების გადაწყვეტილება სამთავრობო დონეზე ხდება. საქართველო ამას ცენტრალიზებულად მიიღებს და თვითონ დაუნაწილებს სამინისტრო ყველა ონლაინკლინიკას და ყველა ოჯახი ექიმს. მათზე წვდომა ყველა ავადმყოფს ექნება, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება საფრთხეებს "ომიკრონის" შემთხვევაში, როგორც ცერცვაძე ამბობს, ეს კლინიკური და ამბულატორიული სექტორის გადატვირთვაა.

"თუ ჩვენ "ომიკრონით“ ინფიცირებული 30 ათასი ავადმყოფო გვეყოლება, გასაგებია, რომ ჰოსპიტლები მაინც გადაიტვირთება, ვიდრე დღეს გვაქვს. ამიტომ არნახული, უპრეცედენტო ზომებია მიღებული ონლაინკლინიკების, ოჯახის ექიმების და ჰოსპიტალური სექტორის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ცერცვაძემ.