პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და "ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს" - ნიკა სიმონიშვილი
"პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და "ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს" - ნიკა სიმონიშვილი

"ვფიქ­რობ, პრე­ზი­დენ­ტი სა­ვა­რა­უ­დოდ, ფიქ­რობს ვე­ტო­ზე და ამ 2 -კვი­რი­ან ვა­დას, რო­მე­ლიც ხე­ლის მო­სა­წე­რად აქვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნებს" - ამის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა "ალიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „დღის ნი­უს­რუ­მი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

სი­მო­ნიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, შე­საძ­ლოა პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს სა­მარ­თლებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­დეს, რად­გან მმარ­თველ პარ­ტი­ას აქვს გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ზი­ცია ვე­ტოს დაძ­ლე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა, მისი თქმით, ამას აქვს ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმი­ჯის­თვის და ასე­ვე იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ პრე­ზი­დენ­ტი ამ ცუდ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ემიჯ­ნე­ბა.

"რე­ზი­დენტს კა­ნონ­ზე ხე­ლის მო­წე­რა რომ უნ­დო­დეს, დიდი ხნის წინ გა­ა­კე­თებ­და და დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს არ და­ე­ლო­დე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ფიქ­რობს ვე­ტო­ზე და ამ 2 -კვი­რი­ან ვა­დას, რო­მე­ლიც ხე­ლის მო­სა­წე­რად აქვს, სა­ვა­რა­უ­დოდ, იყე­ნებს მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. და­ვე­ლო­დოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა პრო­ცე­სე­ბი, თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბო­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს და ვეტო უნდა და­ა­დოს რო­გორც „სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის შე­სა­ხებ“, ასე­ვე „სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნებს. ამის­თვის ერთ-ერთი მი­ზე­ზი არის მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ უაღ­რე­სად პო­ლი­ტი­კუ­რად პო­ლა­რი­ზე­ბულ გა­რე­მო­ში ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ერთი პარ­ტი­ის მიერ არ უნდა მი­ი­ღე­ბო­დეს ასე­თი უმ­რავ­ლე­სო­ბით და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი პრო­ცე­სი, ოპო­ზი­ცი­ის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის. ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რაც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა, ლო­გი­კუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ის ვე­ტოს და­ა­დებს და გა­მო­ი­ყე­ნებს. ყვე­ლას­თვის ცხა­დია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თქვეს, რომ შე­ე­გე­ბე­ბოდ­ნენ ამ ვე­ტოს და, რა თქმა უნდა, გა­და­ლა­ხავ­დნენ, ეს, პრინ­ციპ­ში, არც გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა. თუმ­ცა ამ ვე­ტოს აქვს ძა­ლი­ან დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, სწო­რედ იმის გამო, რომ პრე­ზი­დენ­ტი ამ ძა­ლი­ან ცუდ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა გა­ე­მიჯ­ნოს თა­ვი­სი ვე­ტო­თი და მის­თვის იქ­ნე­ბა რე­პუ­ტა­ცი­უ­ლა­დაც და პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ტო­ვოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას მარ­ტო. ის რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი აქ­ტო­რი, ამ პრო­ცესს უნდა გა­მო­ე­თი­შოს სწო­რედ იმის გამო, რომ აქ წყდე­ბა ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ორ­გა­ნოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ბედი და, რა თქმა უნდა, პრე­ზი­დენ­ტმა, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­მა, ამას ხელი არ უნდა მო­ე­წე­როს და არ უნდა და­ე­თან­ხმოს“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა სი­მო­ნიშ­ვილ­მა.

ზურაბ
0

შენ ნეიტრალური საია ხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და "ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს" - ნიკა სიმონიშვილი

"პრეზიდენტმა ვეტო უნდა გამოიყენოს და "ქართული ოცნება“ მის გადაწყვეტილებებთან მარტო დატოვოს" - ნიკა სიმონიშვილი

"ვფიქრობ, პრეზიდენტი სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე და ამ 2 -კვირიან ვადას, რომელიც ხელის მოსაწერად აქვს, სავარაუდოდ, მოტივირებული შენიშვნების მოსამზადებლად იყენებს" - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა "ალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

სიმონიშვილის განმარტებით, შესაძლოა პრეზიდენტის ვეტოს სამართლებრივად მნიშვნელობა არ ჰქონდეს, რადგან მმართველ პარტიას აქვს გაცხადებული პოზიცია ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით, თუმცა, მისი თქმით, ამას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა პრეზიდენტის იმიჯისთვის და ასევე იმის საჩვენებლად, რომ პრეზიდენტი ამ ცუდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ემიჯნება.

"რეზიდენტს კანონზე ხელის მოწერა რომ უნდოდეს, დიდი ხნის წინ გააკეთებდა და დასვენების დღეებს არ დაელოდებოდა. სავარაუდოდ, ფიქრობს ვეტოზე და ამ 2 -კვირიან ვადას, რომელიც ხელის მოსაწერად აქვს, სავარაუდოდ, იყენებს მოტივირებული შენიშვნების მოსამზადებლად. დაველოდოთ, როგორ განვითარდება პროცესები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და ვეტო უნდა დაადოს როგორც „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“, ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებს. ამისთვის ერთ-ერთი მიზეზი არის მის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უაღრესად პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში ასეთი გადაწყვეტილებები ერთი პარტიის მიერ არ უნდა მიიღებოდეს ასეთი უმრავლესობით და მნიშვნელოვანია მონაწილეობითი პროცესი, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების. ამ განცხადების შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ლოგიკური და თანმიმდევრული იქნება თუ ის ვეტოს დაადებს და გამოიყენებს. ყველასთვის ცხადია და ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეეგებებოდნენ ამ ვეტოს და, რა თქმა უნდა, გადალახავდნენ, ეს, პრინციპში, არც გაგვიკვირდება. თუმცა ამ ვეტოს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, სწორედ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ამ ძალიან ცუდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უნდა გაემიჯნოს თავისი ვეტოთი და მისთვის იქნება რეპუტაციულადაც და პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლება დატოვოს ამ გადაწყვეტილების მიღებისას მარტო. ის როგორც სახელმწიფოს მეთაური და როგორც დამოუკიდებელი აქტორი, ამ პროცესს უნდა გამოეთიშოს სწორედ იმის გამო, რომ აქ წყდება ორი ძალიან მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი ორგანოს დამოუკიდებლობის ბედი და, რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ამას ხელი არ უნდა მოეწეროს და არ უნდა დაეთანხმოს“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.