რუსეთი ყაზახეთის რესპუბლიკაში სამშვიდობო ძალების გადაყვანას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხედროები „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ საშუალებით შეზღუდული დროით გაიგზავნა ყაზახეთის რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის.
CSTO-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების ძირითადი ამოცანები იქნება მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვა, ყაზახეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების დახმარება სიტუაციის სტაბილიზაციასა და მის სამართლებრივ ჩარჩოებში დაბრუნებაში.
უკრაინა.
რომ არა ყაზახეთის პრეზიდენტის დროული მიმართვა ე.წ. „ოდკბ“ ქვეყნების ხელმძღვანელებთან დახმარების შესახებ და რომ არა ამ ქვეყნების შესაბამისი სამხედრო ქვედანაყოფების დროული გაგზავნა ყაზახეთში მსოფლიო მიიღებდა ახალ ცხელ წერტილს ცენტრალურ აზიაში.
ყაზახეთში მოხდებოდა სამხედრო გადატრიალება და აშშ-სა და დასავლეთ ევროპის სპეცსამსახურები ქვეყნის სათავეში მოიყვანდნენ მათდამი დაქვემდებარებულ მარიონეტულ ხელისუფლებას 58 წლის ყაზახი მუხტარ აბლიაზოვის სახით.
ალბათ იკითხავთ ამის მიზეზებს. პირველ რიგში ეს არის დასავლეთისათვის მიუღებელი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოშორება და მათ ნაცვლად მართული ხელისუფლების მოყვანა. არანაკლები მნიშვნელობისაა ის ფაქტორი, რომ ძირითადად ეს ე.წ. გადატრიალებების მოწყობის მცდელობები ხდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რუსეთის საზღვრებთან უშუალო შეხებაში.
მოკლედ დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ნატო“ დემოკრატიის დამყარების ძახილით ცდილობს მარწუხებში მოაქციოს რუსეთი, მასზე შემდგომი სამხედრო შეტევის განხორციელების მიზნით.
საინტერესოა დასავლეთის გამოძახილებები ამ მოვლენებთან დაკავშირებით. ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ გამართონ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ე.წ. მომიტინგეებთან, რომელთა უკან დგანან უცხოელი დაქირავებული ბოევიკები და ტერორისტები, მათ შორის ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები.
პ.ს. ნიშანდობლივია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეშფოთების გამოხატვა. თანაც თავის მიმართვაში ისე წერს, რომ ვერ გაიგებ რომელ მხარეს უჭერს მხარს! არსებულ ხელისუფლებას თუ შეიარაღებული ოპოზიციას. აშკარად ეტყობა, რომ ეს მანერა დასავლეთიდან აქვს გადმოტანილი.