სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფრად ღირს" - შინეიდ ო'კონორის ტრაგედია: ცნობილი მომღერლის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს
"ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფრად ღირს" - შინეიდ ო'კონორის ტრაგედია: ცნობილი მომღერლის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს

ირ­ლან­დი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ში­ნე­იდ ო'კო­ნო­რის 17 წლის ვაჟი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შეინ ო'კო­ნო­რი 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო და მომ­ღე­რა­ლი შვილს გა­ნუ­წყვეტ­ლივ ეძებ­და.

ბიჭი ხუთ­შა­ბათს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის უკა­ნას­კნე­ლად დუბ­ლინ­ში, ტა­ლაჰტში ნა­ხეს. მას შემ­დეგ, მომ­ღე­რა­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მუდ­მე­ბით წერ­და, თა­ვის ვაჟს მი­მარ­თავ­და და შინ დაბ­რუ­ნე­ბას სთხოვ­და.

"ჩემი ცხოვ­რე­ბა შენს გა­რე­შე არაფ­რად ღირს. ჩემი გული ხარ. გულს ნუ მო­მიკ­ლავ. შენს თავს არ ავნო. კლი­ნი­კა­ში ერ­თად წა­ვი­დეთ", - წერ­და ში­ნე­იდ ო'კო­ნო­რი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბიჭი პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვა. ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი კი მომ­ღე­რალ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვად შე­ა­ტყო­ბი­ნა.

"ჩემ­მა ლა­მაზ­მა ბიჭ­მა, ჩემი ცხოვ­რე­ბის სი­ნათ­ლემ გა­და­წყვი­ტა, რომ მისი მი­წი­ე­რი ტან­ჯვა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და დღეს ის უკვე ღმერ­თთა­ნაა. დაე მშვი­დო­ბით გა­ნის­ვე­ნოს და არა­ვინ მიჰ­ყვეს მის მა­გა­ლითს. ჩემი პა­ტა­რა. ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ. გთხოვ, მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე" - და­წე­რა "ტვი­ტერ­ში" ო'კო­ნორ­მა.

მე­დი­ის ცნო­ბით, ბიჭი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ახლა მომ­ღე­რა­ლი კლი­ნი­კა­საც ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ მო­ზარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ექი­მე­ბი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ უთ­მობ­დნენ.

მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მარიტა
0

რა ლამაზი და მომხიბლავი ქალი იყო! და რა ტრაგიკული ბედი ჰქონია...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფრად ღირს" - შინეიდ ო'კონორის ტრაგედია: ცნობილი მომღერლის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს

"ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფრად ღირს" - შინეიდ ო'კონორის ტრაგედია: ცნობილი მომღერლის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს

ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟი გარდაცვლილი იპოვეს. შეინ ო'კონორი 2 დღის განმავლობაში გაუჩინარებული იყო და მომღერალი შვილს განუწყვეტლივ ეძებდა.

ბიჭი ხუთშაბათს გაუჩინარდა. ის უკანასკნელად დუბლინში, ტალაჰტში ნახეს. მას შემდეგ, მომღერალი სოციალურ ქსელში გამუდმებით წერდა, თავის ვაჟს მიმართავდა და შინ დაბრუნებას სთხოვდა.

"ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არაფრად ღირს. ჩემი გული ხარ. გულს ნუ მომიკლავ. შენს თავს არ ავნო. კლინიკაში ერთად წავიდეთ", - წერდა შინეიდ ო'კონორი.

მოგვიანებით, ბიჭი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა. ტრაგიკული ამბავი კი მომღერალმა საზოგადოებას თავად შეატყობინა.

"ჩემმა ლამაზმა ბიჭმა, ჩემი ცხოვრების სინათლემ გადაწყვიტა, რომ მისი მიწიერი ტანჯვა დაესრულებინა და დღეს ის უკვე ღმერთთანაა. დაე მშვიდობით განისვენოს და არავინ მიჰყვეს მის მაგალითს. ჩემი პატარა. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ, მშვიდად განისვენე" - დაწერა "ტვიტერში" ო'კონორმა.

მედიის ცნობით, ბიჭი ფსიქოლოგიური პრობლემების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლინიკაში მკურნალობდა. ახლა მომღერალი კლინიკასაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოზარდის ჯანმრთელობის პრობლემებს ექიმები სათანადო ყურადღებას არ უთმობდნენ.

მოზარდის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

მოამზადა ანა სიბოშვილმა