სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება" - ივანე ჩხაიძე
"მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება" - ივანე ჩხაიძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის 15 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი - გრი­პი 3 ბავ­შვთან არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ თსსუ-ს პრო­ფე­სორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე გან­მარ­ტავს, გრი­პის ვირუ­სის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ არის.

"გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის დე­ტა­ლუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში საყ­რდენ ბა­ზებ­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია აქვს, თუ რა ტი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს ქვე­ყა­ნა­ში, გრი­პის გარ­და, რა სა­ხის ვირუ­სე­ბი აღი­ნიშ­ნე­ბა.

ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც 2021-2022 წლის სე­ზონ­ზეა, მი­უ­თი­თებს, რომ გრი­პის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი წელს გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე გა­სულ წელს. გა­სულ წელს მხო­ლოდ 2 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, წელს კი 15 არის. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ეს ციფ­რი გა­სულ წელ­ზე მე­ტია, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, თუ რა ხდე­ბო­და პან­დე­მი­ამ­დე, რამ­დე­ნი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლოდ გრი­პი შემ­თხვე­ვა.

იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის საყ­რდენ ბა­ზას წარ­მო­ად­გენს, 2018-2019 წლის სე­ზონ­ზე, მარ­ტო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და 15-20 შემ­თხვე­ვა. ახლა, მთელ ქვე­ყა­ნა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია 15 შემ­თხვე­ვა. სა­უ­ბა­რი, რომ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში გრი­პის ეპი­დე­მი­აა და გრი­პის შემ­თხვე­ვებ­მა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა არას­წო­რია. გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით არის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, რაც ად­ვი­ლი ასახ­სნე­ლია - გა­სულ წელს ზამ­თრის სე­ზონ­ზე კა­რან­ტი­ნი, „ლო­ქ­და­უ­ნი“ და ნიღ­ბე­ბის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ეპიდ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი იყო, რაც გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

3 ბავ­შვთან არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გრი­პის შემ­თხვე­ვა. სა­მი­ვე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და, აქე­დან ერთი ახალ­შო­ბი­ლია. სა­მი­ვე ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი კი­დევ და­ფიქ­სირ­დე­ბა იან­ვარ­შიც, ვი­ნა­ი­დან სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, დე­კემ­ბერ-იან­ვარ­ში გრი­პის და მსგავ­სი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის მა­ტე­ბის პი­კია. გრი­პის სე­ზო­ნი მარ­ტის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. ჩვენ არ ვე­ლო­დე­ბით გრი­პის ვირუ­სე­ბის მკვეთრ მა­ტე­ბას. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ და­ფიქ­სირ­დეს გრი­პით და კო­რო­ნა­ვირუ­სით ერ­თდრო­უ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბაც, ამ მხრივ წლე­ვან­დე­ლი წელი შე­საძ­ლოა, გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, ვიდ­რე გა­სუ­ლი წელი“,- გან­მარ­ტავს ჩხა­ი­ძე.

beso
0

სანამ აპირებთ ამ კასტის მოსმენაში დარჩენას(ან ამათ მუდმივად დატრიალებას საინფორმაციო ველში!? შედეგი ამისა რას წარმოადგენს. ბნელა!? )!? ნუთუ ქართველობა დაიკარგა და მან აზროვნება დაკარგა!? წუხელ მოგეცათ რაიმეზე გარკვეულობა, თუ დღეს გეძლევა!? საქრთველო აზროვნების იმპოტენციაშია და იკარგება ბუდინუა-ჩურჩინუას ინტერესში. დიდება უფალს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება" - ივანე ჩხაიძე

"მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირება" - ივანე ჩხაიძე

საქართველოში გრიპის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული - გრიპი 3 ბავშვთან არის დადასტურებული, - ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, გრიპის ვირუსის რაოდენობის მკვეთრი მატება მოსალოდნელი არ არის.

"გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების დეტალური მონიტორინგი საქართველოში საყრდენ ბაზებზე ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გრიპის გარდა, რა სახის ვირუსები აღინიშნება.

ის მონაცემები, რომელიც 2021-2022 წლის სეზონზეა, მიუთითებს, რომ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15 არის. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ციფრი გასულ წელზე მეტია, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდებოდა პანდემიამდე, რამდენი იყო საქართველოში საშუალოდ გრიპი შემთხვევა.

იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა. ახლა, მთელ ქვეყანაში დაფიქსირებულია 15 შემთხვევა. საუბარი, რომ წელს საქართველოში გრიპის ეპიდემიაა და გრიპის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა არასწორია. გასულ წელთან შედარებით არის შემთხვევების მატება, რაც ადვილი ასახსნელია - გასულ წელს ზამთრის სეზონზე კარანტინი, „ლოქდაუნი“ და ნიღბების ტარების ვალდებულება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო, რაც გრიპის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა.

3 ბავშვთან არის დადასტურებული გრიპის შემთხვევა. სამივე იაშვილის კლინიკაში მკურნალობდა, აქედან ერთი ახალშობილია. სამივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გრიპის შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება იანვარშიც, ვინაიდან სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერ-იანვარში გრიპის და მსგავსი ვირუსული ინფექციების მატების პიკია. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. ჩვენ არ ველოდებით გრიპის ვირუსების მკვეთრ მატებას. მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირებაც, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი“,- განმარტავს ჩხაიძე.