სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“
"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“

გა­სულ წელს ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და მე­დია იდგა, რო­დე­საც ერთი მათ­გა­ნი და­უ­ღა­ლა­ვად შრო­მობ­და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, ხოლო მე­ო­რე ყო­ველ­თვის ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე იყო, რათა ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა.

"ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ ის კომ­პა­ნია აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­ა­ხალ­წლო მი­ლოც­ვა­ში სწო­რედ მე­დი­ის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ ფას­და­უ­დე­ბელ სა­მუ­შა­ოს გა­უს­ვა ხაზი. "მად­ლო­ბა ექი­მებს და მად­ლო­ბა მე­დი­ას, რო­მე­ლიც მთე­ლი წელი ექი­მე­ბის გუნდთან ერ­თად, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად აშუ­ქებ­და მოვ­ლე­ნებს და გვაც­ნობ­და ახა­ლი დრო­ის ნიღ­ბი­ან გმი­რებს“! - ასე იწყებს წლის მთა­ვარ მი­ლოც­ვას კომ­პა­ნია სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე. ჰოს­პი­ტა­ლუ­რი ქსე­ლის გზავ­ნილს თან და­ერ­თო სა­ინ­ტე­რე­სო და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რიც, რო­მელ­მაც პარტნი­ო­რებს ახა­ლი წელი სიმ­ბო­ლუ­რად ხელ­ნა­კე­თი ჯინ­ჯე­რის ორ­ცხო­ბი­ლის "ჯეოს ბედ­ნი­ე­რე­ბის აბე­ბით“ მი­უ­ლო­ცა.

"მი­ირ­თვით "ჯეოს “ბედ­ნი­ე­რე­ბის აბე­ბი”, რომ მთე­ლი წელი გქონ­დეთ ბედ­ნი­ე­რი ამ­ბე­ბი“ - ასე­თი სა­ხა­ლი­სო "რე­ცეპ­ტით“ მი­ი­ღეს ად­რე­სა­ტებ­მა მე­დი­კა­მენ­ტის ფორ­მის გემ­რი­ე­ლი ორ­ცხო­ბი­ლე­ბი, თუმ­ცა მთა­ვა­რი სა­ჩუ­ქა­რი ის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ტი­ვო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბა­დაც აქ­ცია კომ­პა­ნი­ამ თა­ვის პარტნი­ო­რე­ბი.

"ახა­ლი წელი სი­ახ­ლის, ახა­ლი სი­ცო­ცხლის, იმე­დე­ბის, მიზ­ნე­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­ლო­დინ­თან ასო­ცირ­დე­ბა და ჩვენც გვსურ­და, ის გაგ­ვე­ფე­რა­დე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი, რაც გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი პა­ტა­რა მე­გობ­რე­ბის - "ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვეყ­ნის“ გა­ხა­რე­ბა იყო, რი­თაც სხვებ­საც გა­ვა­ბედ­ნი­ე­რებ­დით. დღეს გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ა­მაც კი­დევ ერთხელ დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ერ­თად ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია, ამი­ტომ პარტნი­ო­რე­ბი სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბით ჩვენ­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცი­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გავ­ხა­დეთ! სი­კე­თე ხომ ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ჰოდა, ჩვენც ასე ვაქ­ცი­ეთ ყვე­ლა ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მის ნა­წი­ლად,“ - გან­გვი­მარ­ტეს "ჯეო ჰოს­პი­ტალსში“, კომ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

"მო­რი­გი მძი­მე, გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე წელი ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­რეთ! მად­ლო­ბა იმ პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნდს, ვინც ჩვე­ნი სი­ცო­ცხლის­თვის და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და და ამას ახ­ლაც აგ­რძე­ლებს, ჯერ გზა­ში ვართ, მაგ­რამ უფრო მეტი გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დით! ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ, რათა ყვე­ლას უკე­თე­სი და ბედ­ნი­ე­რი წელი გვქონ­დეს,“ - წერს კომ­პა­ნია "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე.

(NS)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“

"ჯეოს“ ბედნიერების აბები, მხიარული რეცეპტები და გაფერადებული "ციცინათელების ქვეყანა“

გასულ წელს ყველაზე დიდი საფრთხისა და გამოწვევების წინაშე სამედიცინო პერსონალი და მედია იდგა, როდესაც ერთი მათგანი დაუღალავად შრომობდა ჩვენი საყვარელი ადამიანების გადასარჩენად, ხოლო მეორე ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოეწოდებინა.

"ჯეო ჰოსპიტალსი“ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელმაც საახალწლო მილოცვაში სწორედ მედიის მიერ შესრულებულ ფასდაუდებელ სამუშაოს გაუსვა ხაზი. "მადლობა ექიმებს და მადლობა მედიას, რომელიც მთელი წელი ექიმების გუნდთან ერთად, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად აშუქებდა მოვლენებს და გვაცნობდა ახალი დროის ნიღბიან გმირებს“! - ასე იწყებს წლის მთავარ მილოცვას კომპანია საკუთარ ფეისბუქგვერდზე. ჰოსპიტალური ქსელის გზავნილს თან დაერთო საინტერესო და განსხვავებული საჩუქარიც, რომელმაც პარტნიორებს ახალი წელი სიმბოლურად ხელნაკეთი ჯინჯერის ორცხობილის "ჯეოს ბედნიერების აბებით“ მიულოცა.

"მიირთვით "ჯეოს “ბედნიერების აბები”, რომ მთელი წელი გქონდეთ ბედნიერი ამბები“ - ასეთი სახალისო "რეცეპტით“ მიიღეს ადრესატებმა მედიკამენტის ფორმის გემრიელი ორცხობილები, თუმცა მთავარი საჩუქარი ის საქველმოქმედო აქტივობა აღმოჩნდა, რომლის თანამონაწილეებადაც აქცია კომპანიამ თავის პარტნიორები.

"ახალი წელი სიახლის, ახალი სიცოცხლის, იმედების, მიზნების და ბედნიერების მოლოდინთან ასოცირდება და ჩვენც გვსურდა, ის გაგვეფერადებინა. პირველი, რაც გადავწყვიტეთ, ჩვენი პატარა მეგობრების - ,,ციცინათელების ქვეყნის“ გახარება იყო, რითაც სხვებსაც გავაბედნიერებდით. დღეს გლობალურმა პანდემიამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ერთად ბევრის გაკეთება შეგვიძლია, ამიტომ პარტნიორები სიმბოლური საჩუქრებით ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი აქციის თანამონაწილეები გავხადეთ! სიკეთე ხომ ცხოვრების მთავარი მიზანია, ჰოდა, ჩვენც ასე ვაქციეთ ყველა ჩვენი მეგობარი მის ნაწილად,“ - განგვიმარტეს "ჯეო ჰოსპიტალსში“, კომპანიაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად არის ჩართული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"მორიგი მძიმე, გამოწვევებით სავსე წელი ღირსეულად გავიარეთ! მადლობა იმ პროფესიონალთა გუნდს, ვინც ჩვენი სიცოცხლისთვის დაუღალავად იბრძოდა და ამას ახლაც აგრძელებს, ჯერ გზაში ვართ, მაგრამ უფრო მეტი გამარჯვების იმედით! ერთად ყველაფერს შევძლებთ, რათა ყველას უკეთესი და ბედნიერი წელი გვქონდეს,“ - წერს კომპანია "ფეისბუქ“ გვერდზე.

(NS)