რომის პაპი ფრანცისკე ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ამჯობინებენ, შვილები არ ჰყავდეთ და სანაცვლოდ, ცხოველებზე იზრუნონ, ეგოისტურად იქცევიან. ამის შესახებ მან ვატიკანში აუდიტორიის წინაშე, მშობლობაზე მსჯელობისას განაცხადა.
შესაძლოა, ამაზე ვინმეს ეღიმება, მაგრამ რეალობა ესაა. ეს არის დედობისა და მამობის უარყოფა და ჩვენს ადამიანურობას ჩრდილს აყენებს“, - აღნიშნა რომის პაპმა.
ასევე, პაპმა ფრანცისკემ მიმართა იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიოლოგიური მიზეზით არ შეუძლიათ შვილის გაჩენა და ურჩია მათ, რომ ბავშვები შვილად აიყვანონ და არ შეეშინდეთ, "გახდნენ მშობლები".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპი ბავშვებზე მეტად ცხოველებისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ადამიანებს აკრიტიკებს. მაგალითად, 2014 წელს მან თქვა, რომ შვილების ჩანაცვლება ძაღლებით, ან სხვა ცხოველებით კულტურული დეგრადაციის ნიშანია.
პაპი ფრანცისკე მიიჩნევს, რომ ცხოველებთან ადამიანებს ემოციური ურთიერთობა უფრო მეტად უადვილდებათ, ხოლო შვილებთან ურთიერთობა გაცილებით კომპლექსური საკითხია და ამიტომაც, ამჯობინებენ, რომ ცხოველები ჰყავდეთ.
ჩემს საყვარელ პაწაწუნა შვილთან მივსირნობდი ბარსელონის ქუჩებში,ახალი ფეხადგმული იყო და მობაჯბაჯებდა,წინ შემოგვხვდა ბებო და დაიწყო ხმამაღლა ემოციების გამოხატვა,ვაიმე რა საყვარელია და ასე შემდეგ,მეც მეგონა ჩემს ბიჭს ეხლა ჩაეხუტება ან თავზე ხელს გადაუსმევს და უცებ ჩაგვიარა,თურმე უკან პატარა ლეკვი მოყავდა თავის პატრონს და იმაზე გადაირია,პაწაწუნა ბავშვს კი ზედ არ შეხედა,მეც ვგიჟდები ცხოველებზე,მაგრამ მაშინ პირველად გავიგე ევროპელებს ცხოველები ბევრად უყვარდათ
სხვათაშორის, ძაღლი ქუჩის მას შემდეგ ხდება, რაც თქვენნაირი უგულო ადამიანები გაერთობიან და მერე მოისვრიან ქუჩაში. ქუჩაში ყოფნა არავის სიამოვნებს და თუ ადამიანს მშიერი ცხოველი ეცოდება, ეს კაცთმოძულეობას სულაც არ ნიშნავს. ეს არსებებიც ღმერთის შექმნილია და რატომღაც ეს გავიწყდებათ ,,მხურვალე ქრისტიანებს".