პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი - რა შემთხვევაში იმოქმედებს უკვე არსებული მეტრომანები?
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი - რა შემთხვევაში იმოქმედებს უკვე არსებული მეტრომანები?

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მგზავ­რო­ბის აბო­ნი­მენ­ტის შე­ძე­ნა დღე­ი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, უკვე არ­სე­ბუ­ლი მეტ­რო­მა­ნე­ბი კი ტრან­სპორ­ტში ერთჯე­რა­დად გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლა­ში რჩე­ბა.

რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­როს­მა ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, აბო­ნი­მენ­ტე­ბის შე­ძე­ნა დღე­ი­დან მეტ­როს სა­ლა­რო­ებ­ში შე­იძ­ლე­ბა, ხვა­ლი­დან კი "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ექ­სპერს ფი­ლი­ა­ლებ­შიც.

რაც შე­ე­ხე­ბა კრი­ტი­კას იმის შე­სა­ხებ, რომ გა­დახ­დის ახა­ლი სის­ტე­მის მი­ხედ­ვით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტის ფასი გა­ი­ზარ­და, წი­ლო­სა­ნი ამ­ბობს, რომ ეს მცდა­რია.

"ყვე­ლა­ზე პე­სი­მის­ტუ­რი გათ­ვლე­ბი­თაც კი, ყვე­ლა დარ­წმუნ­და, რომ მათ­თვის, ვინც ძი­რი­თა­დი მომ­ხმა­რე­ბე­ლია, ანუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის 90%, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი არ ძვირ­დე­ბა, ან რჩე­ბა უფა­სო მათ­თვის, ვინც შე­ღა­ვა­თით სარ­გებ­ლობს. და­ნარ­ჩენ 10%-ში მო­ი­აზ­რე­ბი­ან ტუ­რის­ტე­ბი და სხვა ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტს იშ­ვი­ა­თად იყე­ნე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, მო­საზ­რე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი ძვირ­დე­ბა, მცდა­რია. ამის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად შეგ­ვიძ­ლია მო­ვიყ­ვა­ნო ისიც, რომ თუ ტა­რი­ფი გა­იზ­რდე­ბო­და, ამ შემ­თხვე­ვა­ში სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი უნდა გაზ­რდი­ლი­ყო, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე სატ­რან­სპორ­ტო და­ნა­ხარჯს არ ვზრდით“,- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა.

კი­თხვა­ზე, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში არ­სე­ბულ ყვი­თელ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ახა­ლი ბა­რა­თით გა­დახ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა, ვიქ­ტორ წი­ლო­სა­ნის ამ­ბობს, რომ ახა­ლი სამ­გზავ­რო ბა­რა­თე­ბის ამოქ­მე­დე­ბის მო­მენ­ტის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში არ­ცერ­თი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი აღარ იმოძ­რა­ვებს.

"რო­დე­საც ბა­რა­თე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა, ანუ 1-ელი თე­ბერ­ვლი­დან, დე­და­ქა­ლაქ­ში არ­ცერ­თი ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი არ იმოძ­რა­ვებს. დღე­ის­თვის ათა­სი­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ჩა­მო­სუ­ლია, 450 უკვე ქსელ­შია, და­ნარ­ჩე­ნი 550-ის მომ­ზა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ქსელ­ში გა­სას­ვლე­ლად - უნდა და­მონ­ტაჟ­დეს გა­დახ­დის აპა­რა­ტე­ბი, მთვლე­ლე­ბი. 1-ელ თე­ბერ­ვლამ­დე ყვე­ლა მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ქსელ­ში იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა.

ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე, რომ ბან­კებ­მა მომ­ხმა­რებ­ლებს აბო­ნი­მენ­ტის გა­და­სა­ხა­დი გა­და­უ­ნა­წი­ლონ, ვიქ­ტორ წი­ლო­სა­ნის თქმით, ეს სა­კი­თხი ბან­კე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია.

"ბან­კე­ბის­თვის მე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვა გაჟ­ღერ­და რო­გორც პრო­დუქ­ტი და შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბან­კე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხში ჩარ­თუ­ლი არ არის“,- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ წი­ლო­სან­მა.

მან ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას, ხომ არ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ აბო­ნი­მენ­ტე­ბი სა­ბან­კო ბა­რა­თებს მი­ე­ბას და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მოქალაქე
0

წილოსანი მათემატიკაში ჭედავს წასვლა-წამოსვლა თუ 1ლარი მიჯდებოდა ეხლა2 ლარი დაგვიჯდება

ვ.ჩ.პ.
0

აშენდნენ პენსიონერები,ამხელა პენსიას ხომ უნდოდა დახარჯვა...წამლებს კიდევ არ გააძვირებენ? კომუნალურებიც გაძვირებულა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი - რა შემთხვევაში იმოქმედებს უკვე არსებული მეტრომანები?

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი - რა შემთხვევაში იმოქმედებს უკვე არსებული მეტრომანები?

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონიმენტის შეძენა დღეიდანაა შესაძლებელი, უკვე არსებული მეტრომანები კი ტრანსპორტში ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში ძალაში რჩება.

როგორც მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, აბონიმენტების შეძენა დღეიდან მეტროს სალაროებში შეიძლება, ხვალიდან კი "საქართველოს ბანკის“ ექსპერს ფილიალებშიც.

რაც შეეხება კრიტიკას იმის შესახებ, რომ გადახდის ახალი სისტემის მიხედვით მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი გაიზარდა, წილოსანი ამბობს, რომ ეს მცდარია.

"ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, ყველა დარწმუნდა, რომ მათთვის, ვინც ძირითადი მომხმარებელია, ანუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ან რჩება უფასო მათთვის, ვინც შეღავათით სარგებლობს. დანარჩენ 10%-ში მოიაზრებიან ტურისტები და სხვა ის მოქალაქეები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. შესაბამისად, მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, მცდარია. ამის დამადასტურებლად შეგვიძლია მოვიყვანო ისიც, რომ თუ ტარიფი გაიზრდებოდა, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიების შემოსავლები უნდა გაზრდილიყო, თუმცა მოსახლეობაზე სატრანსპორტო დანახარჯს არ ვზრდით“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

კითხვაზე, რომ დედაქალაქში არსებულ ყვითელ მიკროავტობუსებში ახალი ბარათით გადახდის შესაძლებლობა არ იქნება, ვიქტორ წილოსანის ამბობს, რომ ახალი სამგზავრო ბარათების ამოქმედების მომენტისთვის დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი აღარ იმოძრავებს.

"როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ 1-ელი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. 1-ელ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

ამასთან, დედაქალაქის მერის მიერ გაჟღერებული ინიციატივაზე, რომ ბანკებმა მომხმარებლებს აბონიმენტის გადასახადი გადაუნაწილონ, ვიქტორ წილოსანის თქმით, ეს საკითხი ბანკების გადასაწყვეტია.

"ბანკებისთვის მერის ინიციატივა გაჟღერდა როგორც პროდუქტი და შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ბანკების გადასაწყვეტია. მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხში ჩართული არ არის“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება შესაძლებელი, რომ აბონიმენტები საბანკო ბარათებს მიებას და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს