სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის, საწოლების 50% თითქმის თავისუფალია" - თამარ გაბუნია
"დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის, საწოლების 50% თითქმის თავისუფალია" - თამარ გაბუნია

"კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბა - სა­წო­ლე­ბის 50% თით­ქმის თა­ვი­სუ­ფა­ლია" - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ბუ­ნია გან­მარ­ტავს, დღე­ის­თვის კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის დატ­ვირ­თვა მა­ღა­ლი არ არის, ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ნერგვა­ზე.

"ომიკ­რო­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა კვლა­ვაც იცავს. გან­სა­კუთ­რე­ბით, "ბუს­ტე­რი“. ამ­დე­ნად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი რჩე­ბა. დღე­ის­თვის მა­ღა­ლი დატ­ვირ­თვა არ არის. სა­წო­ლე­ბის 50% თით­ქმის თა­ვი­სუ­ფა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ნა­კა­დის მარ­თვა, ბუ­ნებ­რი­ვია, ჰოს­პი­ტა­ლურ სექ­ტორს ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს. კლი­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ყო­ველ­დღე იმარ­თე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­სა და კლი­ნი­ცის­ტებს შო­რის იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ვნა­ხოთ და­მა­ტე­ბით, რა რე­სურ­სის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და­ნერგვა­ზე. იმ პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვა­ზე, რაც დღეს ჰოს­პი­ტალს სჭირ­დე­ბა, რომ დიდი ნა­კა­დე­ბი მარ­თონ“,- გან­მარ­ტავს გა­ბუ­ნია.

მი­სი­ვე თქმით, ინ­ფი­ცი­რე­ბის დღი­უ­რი სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2000 შემ­თხვე­ვას შე­ად­გენს, რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა.

"სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი იყო. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დაგ­როვ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­უვ­ლე­ნე­ლი დარ­ჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ბოლო 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2000 შემ­თხვე­ვა არის, რაც შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე წინა კვი­რებ­ში. რა თქმა უნდა, საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. ამას კი­დევ უფრო სა­ყუ­რა­დღე­ბოს ხდის ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა. დღე­ის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია 148 შემ­თხვე­ვა“,- აღ­ნიშ­ნავს გა­ბუ­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის, საწოლების 50% თითქმის თავისუფალია" - თამარ გაბუნია

"დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის, საწოლების 50% თითქმის თავისუფალია" - თამარ გაბუნია

"კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება - საწოლების 50% თითქმის თავისუფალია" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, დღეისთვის კლინიკური სექტორის დატვირთვა მაღალი არ არის, ამასთან, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე.

"ომიკრონის“ წინააღმდეგ ვაქცინა კვლავაც იცავს. განსაკუთრებით, "ბუსტერი“. ამდენად, ვაქცინაციის პროგრამაში ჩართულობა მნიშვნელოვანია. კლინიკური სექტორი მობილიზებული რჩება. დღეისთვის მაღალი დატვირთვა არ არის. საწოლების 50% თითქმის თავისუფალია. აქედან გამომდინარე, თუ საჭირო გახდება დამატებითი ნაკადის მართვა, ბუნებრივია, ჰოსპიტალურ სექტორს ამის შესაძლებლობა აქვს. კლინიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს. ყოველდღე იმართება შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობასა და კლინიცისტებს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ დამატებით, რა რესურსის მობილიზებაა საჭირო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალი მედიკამენტების დანერგვაზე. იმ პროცესების გამართვაზე, რაც დღეს ჰოსპიტალს სჭირდება, რომ დიდი ნაკადები მართონ“,- განმარტავს გაბუნია.

მისივე თქმით, ინფიცირების დღიური საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევას შეადგენს, რაც საყურადღებოა.

"საახალწლო დღეებთან დაკავშირებით ტესტების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე დაგროვდა შემთხვევები, რომელიც გამოუვლენელი დარჩა და დღეს 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 2000 შემთხვევა არის, რაც შედარებით ნაკლებია, ვიდრე წინა კვირებში. რა თქმა უნდა, საკმაოდ საყურადღებო მაჩვენებელია. ამას კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის გარემოება, რომ მოსალოდნელია "ომიკრონის“ შემთხვევების მატება. დღეისთვის დადასტურებულია 148 შემთხვევა“,- აღნიშნავს გაბუნია.