საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
,,კარგი პედაგოგი  ასწავლის, თვითონაც მუდმივად სწავლობს და მუდმივ ძიებაშია“ - ინტერვიუ კახეთის რეგიონის დაწყებითი საფეხურის კითხვის საუკეთესო მასწავლებელთან
,,კარგი პედაგოგი  ასწავლის, თვითონაც მუდმივად სწავლობს და მუდმივ ძიებაშია“ - ინტერვიუ კახეთის რეგიონის დაწყებითი საფეხურის კითხვის საუკეთესო მასწავლებელთან

თა­ვად ამ­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბოს შემგრო­ვე­ბე­ლია. უკვე 30 წე­ლია ას­წავ­ლის სკო­ლა­ში და ყვე­ლა მისი გაკ­ვე­თი­ლი და­უ­ვი­წყა­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ფიქ­რობს, რომ ამ წლებ­მა ისე გა­ირ­ბი­ნა, ვერც იგ­რძნო. გზას, რო­მელ­საც სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე გა­დის, სახ­ლი­დან სახ­ლამ­დე მი­მა­ვალ გზას ადა­რებს - აქ მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლია. ყვე­ლა გაკ­ვე­თი­ლი­სათ­ვის დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა. სო­ფელ გომ­ბო­რის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში"მა­რე­ხი მასწ” ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­გო­ბა­რია. ამ ტი­ტულ­საც სი­ა­მა­ყი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ატა­რებს.

რო­გო­რია კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლის რჩე­ვა დამ­წყე­ბი პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის და რა არის მის­თვის პე­და­გო­გო­ბის მთა­ვა­რი სა­ზო­მი. პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ა­ზე მე­ტია - მა­რე­ხი დი­დე­ბაშ­ვი­ლის ის­ტო­რია.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ გამ­ხდა­რი­ყა­ვით მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი პე­და­გო­გი­უ­რი ბი­ოგ­რა­ფია?

დე­დი­სერ­თა ვარ და სულ მე­ნატ­რე­ბო­და ბავ­შვე­ბი. სკო­ლა­ში რომ მი­მიყ­ვა­ნეს, ისე მო­მე­წო­ნა, აღარ მოვ­ყვე­ბო­დი სახ­ლში. სკო­ლის და ბავ­შვე­ბის გა­რე­შე უკვე არ შე­მეძ­ლო. მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და მარ­ტო რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ბავ­შვე­ბი მომ­ყავ­და სახ­ლში. ერ­თად ვამ­ზა­დე­ბით გაკ­ვე­თი­ლებს, ვხა­ტავ­დით, ვთა­მა­შობ­დით... სკო­ლა და ბავ­შვე­ბი - ეს ის გა­რე­მო იყო, სა­დაც ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ­დი თავს და პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა არ გამ­ჭირ­ვე­ბია.

გა­იხ­სე­ნეთ თქვე­ნი პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი, რა იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი ემო­ცია?

პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის სირ­თუ­ლე ისევ ბავ­შვებ­მა და­მაძ­ლე­ვი­ნეს. მე­სა­მე კლას­ში მქონ­და პირ­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლი და ისე თბი­ლად შემ­ხვდნენ, დღე­საც მახ­სოვს მათი სიყ­ვა­რუ­ლით ან­თე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი.

თქვე­ნი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი წლე­ბი თქვენ­მა გაკ­ვე­თილ­მა გა­და­ა­ტა­ნი­ნა. ფე­ხით მო­დი­ოდ­ნენ სხვა სოფ­ლი­დან, რომ სკო­ლა არ გა­ეც­დი­ნათ. თქვენ რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით იმ პე­რი­ოდს?

- მარ­თლა მძი­მე პე­რი­ო­დი იყო 90-იანი წლე­ბი, ბავ­შვებს სკო­ლა­ში მო­სას­ვლე­ლად 3-4 კი­ლო­მეტ­რის ფე­ხით გა­მოვ­ლა უწევ­დათ. წვი­მი­სა და თოვ­ლის დროს ისე­თი სვე­ლე­ბი მო­დი­ოდ­ნენ, რომ ღუ­მე­ლის გარ­შე­მო ვა­ტა­რებ­დი გაკ­ვე­თილს, თან ტან­საც­მელს და ფეხ­საც­მელს ვაშ­რობ­დი. 8 მოს­წავ­ლე მყავ­და და დედა ყო­ველ­დღე მა­ტან­და საჭ­მელს მათ­თვის. სას­წავ­ლო ნივ­თებ­საც ხში­რად ვყი­დუ­ლობ­დი. პა­ტა­რე­ბი უფ­როს კლა­სე­ლებს ელო­დე­ბოდ­ნენ, რომ შორი გზა უკან ერ­თად გა­ევ­ლოთ. მეც მათ­თან ვრჩე­ბო­დი და კლას­გა­რე­შე წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ­დით. ვუმ­სუ­ბუ­ქებ­დით ერ­თმა­ნეთს მძი­მე წლებს.

რო­გო­რია თქვე­ნი და თქვე­ნი ყო­ფი­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის შეხ­ვედ­რა?

სა­ო­ცა­რი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბა ყო­ველ­თვის, იმ­დე­ნი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი იღ­ვრე­ბა მათი თვა­ლე­ბი­დან. მე მათი სიყ­ვა­რუ­ლი მაძ­ლი­ე­რებს და მაძ­ლევს სტი­მულს.

რას ნიშ­ნავს იყო კარ­გი პე­და­გო­გი?

- კარ­გი პე­და­გო­გი ას­წავ­ლის, თვი­თო­ნაც მუდ­მი­ვად სწავ­ლობს და მუდ­მივ ძი­ე­ბა­შია.

გვი­თხა­რით, რა არის მთა­ვა­რი კარ­გი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად?

- მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

მთა­ვა­რი სტი­მუ­ლი?

- ჩემი საქ­მის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლი.

თქვენ ბრძან­დე­ბით კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა?

-ჩვე­ნი სკო­ლა ჩარ­თუ­ლი იყო ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის მხარ­დამ­ჭერ პრო­ექ­ტში. მე ვი­ყა­ვი ლი­დე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თუ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქალ­ბა­ტო­ნი მი­მო­ზა ტყე­ბუ­ჩე­ვა (89-ე სკო­ლის დი­რექ­ტო­რი და ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის უნი­ვერ­სტე­ტის პრო­ფე­სო­რი) უძღვე­ბო­და ჩვენს ტრე­ნინ­გებს. მან ნახა ჩემი მუ­შა­ო­ბა და მომ­ცა სტი­მუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ კონ­კურ­სში, შე­დე­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­სი­ხა­რუ­ლო იყო.

პან­დე­მია და მას­წავ­ლე­ბე­ლი - რა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე და­გა­ყე­ნათ პან­დე­მი­ამ?

პან­დე­მი­ამ დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დაგ­ვა­ყე­ნა. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო შარ­შან­დე­ლი წელი, ყვე­ლას არ ჰქონ­და წვდო­მა ინ­ტერ­ნეტ­ზე, თიმ­სის პლატ­ფორ­მაც უცხო იყო მშობ­ლის­თვი­საც და ბავ­შვის­თვი­საც, თუმ­ცა თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და და გაგ­ვი­ად­ვილ­და მუ­შა­ო­ბა.

რას მი­იჩ­ნევთ თქვენს მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად და ასე­ვე ყვე­ლა­ზე დიდ მიღ­წე­ვად?

სწავ­ლი­სად­მი სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­ა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბე­ბით. წერა-კი­თხვის შეს­წავ­ლას­თან ერ­თად აუ­ცი­ლე­ბე­ლია აკა­დე­მი­ურ უნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ბა­ზისს, რა­ზეც და­შენ­დე­ბა სხვა, უფრო კომ­პლექ­სუ­რი უნა­რე­ბი. ჩვე­ნი სკო­ლის კონ­ტი­გენ­ტის 48% აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად გვაქვს ენობ­რი­ვი ბა­რი­ე­რი. ზღაპ­რე­ბით, მო­თხრო­ბე­ბით, ლექ­სე­ბი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბით ვცდი­ლობ გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნო მათი ლექ­სი­კო­ნი. ამ მიზ­ნით და­ვა­არ­სეთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ლო­ნი „ჩვენ“. აქ ვა­წყობთ წიგ­ნე­ბის ერ­თობ­ლივ კი­თხვას, ვმსჯე­ლობთ, ვდგამთ სას­კო­ლო სპექ­ტაკ­ლებს, ვა­კე­თებთ ჩა­ნა­ხა­ტებს.

რას ურ­ჩევ­დით დამ­წყებ პე­და­გო­გებს?

ისაგ­ზლონ ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ.

USAID-ის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ მას­წავ­ლე­ბელ­თა აღი­ა­რე­ბის რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­კურ­სი 2021 წელს პირ­ვე­ლად ჩა­ა­ტა­რა. გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფონდმა კონ­კურ­სი სამ რე­გი­ონ­ში და­ა­ფი­ნან­სა. ამ კონ­კურ­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი­თხვი­სა და მა­თე­მა­ტი­კის სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

,,კარგი პედაგოგი  ასწავლის, თვითონაც მუდმივად სწავლობს და მუდმივ ძიებაშია“ - ინტერვიუ კახეთის რეგიონის დაწყებითი საფეხურის კითხვის საუკეთესო მასწავლებელთან

,,კარგი პედაგოგი  ასწავლის, თვითონაც მუდმივად სწავლობს და მუდმივ ძიებაშია“ - ინტერვიუ კახეთის რეგიონის დაწყებითი საფეხურის კითხვის საუკეთესო მასწავლებელთან

თავად ამბობს, რომ ადამიანების სითბოს შემგროვებელია. უკვე 30 წელია ასწავლის სკოლაში და ყველა მისი გაკვეთილი დაუვიწყარი თავგადასავალია. ფიქრობს, რომ ამ წლებმა ისე გაირბინა, ვერც იგრძნო. გზას, რომელსაც სახლიდან სკოლამდე გადის, სახლიდან სახლამდე მიმავალ გზას ადარებს - აქ მისთვის ყველაფერი ნაცნობი და საყვარელია. ყველა გაკვეთილისათვის დღემდე განსაკუთრებულად ემზადება. სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში,,მარეხი მასწ” ყველასთვის საყვარელი მასწავლებელი და მეგობარია. ამ ტიტულსაც სიამაყითა და პასუხისმგებლობით ატარებს.

როგორია კახეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებლის რჩევა დამწყები პედაგოგებისათვის და რა არის მისთვის პედაგოგობის მთავარი საზომი. პროფესია, რომელიც პროფესიაზე მეტია - მარეხი დიდებაშვილის ისტორია.

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მასწავლებელი და როგორ დაიწყო თქვენი პედაგოგიური ბიოგრაფია?

დედისერთა ვარ და სულ მენატრებოდა ბავშვები. სკოლაში რომ მიმიყვანეს, ისე მომეწონა, აღარ მოვყვებოდი სახლში. სკოლის და ბავშვების გარეშე უკვე არ შემეძლო. მშობლები მუშაობდნენ და მარტო რომ არ ვყოფილიყავი, ბავშვები მომყავდა სახლში. ერთად ვამზადებით გაკვეთილებს, ვხატავდით, ვთამაშობდით... სკოლა და ბავშვები - ეს ის გარემო იყო, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობდი თავს და პროფესიის არჩევა არ გამჭირვებია.

გაიხსენეთ თქვენი პირველი გაკვეთილი, რა იყო თქვენი პირველი ემოცია?

პირველი გაკვეთილის სირთულე ისევ ბავშვებმა დამაძლევინეს. მესამე კლასში მქონდა პირველი გაკვეთილი და ისე თბილად შემხვდნენ, დღესაც მახსოვს მათი სიყვარულით ანთებული თვალები.

თქვენი ყოფილი მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაზე რთული წლები თქვენმა გაკვეთილმა გადაატანინა. ფეხით მოდიოდნენ სხვა სოფლიდან, რომ სკოლა არ გაეცდინათ. თქვენ როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს?

- მართლა მძიმე პერიოდი იყო 90-იანი წლები, ბავშვებს სკოლაში მოსასვლელად 3-4 კილომეტრის ფეხით გამოვლა უწევდათ. წვიმისა და თოვლის დროს ისეთი სველები მოდიოდნენ, რომ ღუმელის გარშემო ვატარებდი გაკვეთილს, თან ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ვაშრობდი. 8 მოსწავლე მყავდა და დედა ყოველდღე მატანდა საჭმელს მათთვის. სასწავლო ნივთებსაც ხშირად ვყიდულობდი. პატარები უფროს კლასელებს ელოდებოდნენ, რომ შორი გზა უკან ერთად გაევლოთ. მეც მათთან ვრჩებოდი და კლასგარეშე წიგნებს ვკითხულობდით. ვუმსუბუქებდით ერთმანეთს მძიმე წლებს.

როგორია თქვენი და თქვენი ყოფილი მოსწავლეების შეხვედრა?

საოცარი განცდა მეუფლება ყოველთვის, იმდენი სითბო და სიყვარული იღვრება მათი თვალებიდან. მე მათი სიყვარული მაძლიერებს და მაძლევს სტიმულს.

რას ნიშნავს იყო კარგი პედაგოგი?

- კარგი პედაგოგი ასწავლის, თვითონაც მუდმივად სწავლობს და მუდმივ ძიებაშია.

გვითხარით, რა არის მთავარი კარგი გაკვეთილის ჩასატარებლად?

- მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები.

მთავარი სტიმული?

- ჩემი საქმის უზომო სიყვარული.

თქვენ ბრძანდებით კახეთის რეგიონის დაწყებითი განათლების საუკეთესო მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება?

-ჩვენი სკოლა ჩართული იყო ახალი სკოლის მოდელის მხარდამჭერ პროექტში. მე ვიყავი ლიდერი მასწავლებელი ქართულის მიმართულებით. ქალბატონი მიმოზა ტყებუჩევა (89-ე სკოლის დირექტორი და ი. ჯავახიშვილის უნივერსტეტის პროფესორი) უძღვებოდა ჩვენს ტრენინგებს. მან ნახა ჩემი მუშაობა და მომცა სტიმული მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსში, შედეგი მოულოდნელი და სასიხარულო იყო.

პანდემია და მასწავლებელი - რა რეალობის წინაშე დაგაყენათ პანდემიამ?

პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით რთული იყო შარშანდელი წელი, ყველას არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, თიმსის პლატფორმაც უცხო იყო მშობლისთვისაც და ბავშვისთვისაც, თუმცა თანდათან ყველაფერი მოგვარდა და გაგვიადვილდა მუშაობა.

რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ გამოწვევად და ასევე ყველაზე დიდ მიღწევად?

სწავლისადმი სწორი დამოკიდებულებების ჩაამოყალიბება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სახალისო აქტივობებით. წერა-კითხვის შესწავლასთან ერთად აუცილებელია აკადემიურ უნარებზე მუშაობა, რომლებიც ქმნიან ბაზისს, რაზეც დაშენდება სხვა, უფრო კომპლექსური უნარები. ჩვენი სკოლის კონტიგენტის 48% აზერბაიჯანელია. შესაბამისად გვაქვს ენობრივი ბარიერი. ზღაპრებით, მოთხრობებით, ლექსებითა და შემოქმედებითი აზროვნებით ვცდილობ გავამრავალფეროვნო მათი ლექსიკონი. ამ მიზნით დავაარსეთ ლიტერატურული სალონი „ჩვენ“. აქ ვაწყობთ წიგნების ერთობლივ კითხვას, ვმსჯელობთ, ვდგამთ სასკოლო სპექტაკლებს, ვაკეთებთ ჩანახატებს.

რას ურჩევდით დამწყებ პედაგოგებს?

ისაგზლონ ბავშვების სიყვარული და ყველაფერი გამოუვათ.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამამ მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი 2021 წელს პირველად ჩაატარა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა კონკურსი სამ რეგიონში დააფინანსა. ამ კონკურსის მთავარი მიზანი კითხვისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლების გამოვლენა და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია იყო.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FUSAIDEDU%2Fvideos%2F922347715003799%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

NS