სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპების საახალწლო წვეულება და ოჯახი გრანდიოზული ქორწილის მოლოდინში - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დაინიშნა
ტრამპების საახალწლო წვეულება და ოჯახი გრანდიოზული ქორწილის მოლოდინში - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დაინიშნა

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი და კიმ­ბერ­ლი გილ­ფო­ი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ნიშ­ნენ და ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. წყვი­ლი 2018 წლი­დან ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მათი მე­გობ­რო­ბა უკვე 15 წელს ით­ვლის.

კიმ­ბერ­ლი 52 წლი­საა. ის Fox News-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ამას­თან, დო­ნალდ ტრამ­პის მრჩე­ვე­ლიც იყო საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს.

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟ­თან მის ნიშ­ნო­ბა­ზე მას შემ­დეგ გაჩ­ნდა ეჭ­ვე­ბი, რაც გა­სულ ახალ წელს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ულა­მა­ზე­სი ბრი­ლი­ან­ტის ბეჭ­დით იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ფო­ტოს წარ­წე­რაც და­ურ­თო: "დღე­ვან­დე­ლი დღე ორ­მა­გად გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, რად­გან დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სის და­ბა­დე­ბის დღე აღ­ვნიშ­ნეთ“. წყვი­ლი ფო­ტო­ზე სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხის წინ დგას.

"დონ, შენ ხარ ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი, გამ­ბე­და­ვი, მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი და ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. მინ­და, დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ვა­ტა­როთ. მიყ­ვარ­ხარ“ - წერს პოსტზე გილ­ფო­ი­ლი.

კიმ­ბერ­ლი გილ­ფო­ილ­მა დო­ნალდ ტრამ­პთან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტოც ატ­ვირ­თა.

რო­გორც წყა­რო იტყო­ბი­ნე­ბა, წყვი­ლი 2020 წელს და­ი­ნიშ­ნა, მაგ­რამ ამ ამ­ბავს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ, რად­გან ნიუ-იორ­კი­დან ფლო­რი­და­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის შემ­დეგ, ჯერ ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

კიმ­ბერ­ლი გილ­ფო­ილ­მა 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში თქვა, რომ თავს ისე გრძნობ­და, თით­ქოს ის და ტრამ­პი უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ იქვე დას­ძი­ნა, რომ "მისი ცო­ლო­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რი იქ­ნე­ბო­და“.

დო­ნალდ ტრამპ უმ­ცრო­სი ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ვა­ნე­სა ტრამპს, 2018 წელს გას­ცილ­და და მათ 5 სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Coraline
0

"თელმიკოდან" მოსულ დიდი გადასახადს მხოლოდ ეს სიხარული თუ გადაფარავდა. 

ხანუმა
8

სიძე ჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ტრამპების საახალწლო წვეულება და ოჯახი გრანდიოზული ქორწილის მოლოდინში - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დაინიშნა

ტრამპების საახალწლო წვეულება და ოჯახი გრანდიოზული ქორწილის მოლოდინში - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი დაინიშნა

დონალდ ტრამპ უმცროსი და კიმბერლი გილფოილი ოფიციალურად დაინიშნენ და ქორწილისთვის ემზადებიან. წყვილი 2018 წლიდან ხვდება ერთმანეთს, მაგრამ მათი მეგობრობა უკვე 15 წელს ითვლის.

კიმბერლი 52 წლისაა. ის Fox News-ის ყოფილი თანამშრომელია, ამასთან, დონალდ ტრამპის მრჩეველიც იყო საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟთან მის ნიშნობაზე მას შემდეგ გაჩნდა ეჭვები, რაც გასულ ახალ წელს "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ულამაზესი ბრილიანტის ბეჭდით იყო აღბეჭდილი.

ფოტოს წარწერაც დაურთო: "დღევანდელი დღე ორმაგად გამორჩეული იყო, რადგან დონალდ ტრამპ უმცროსის დაბადების დღე აღვნიშნეთ“. წყვილი ფოტოზე საახალწლო ნაძვის ხის წინ დგას.

"დონ, შენ ხარ ძლიერი, ჭკვიანი, გამბედავი, მხიარული ადამიანი და ჩემი ცხოვრების სიყვარული. მინდა, დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ. მიყვარხარ“ - წერს პოსტზე გილფოილი.

კიმბერლი გილფოილმა დონალდ ტრამპთან ერთად გადაღებული ფოტოც ატვირთა.

როგორც წყარო იტყობინება, წყვილი 2020 წელს დაინიშნა, მაგრამ ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდნენ, რადგან ნიუ-იორკიდან ფლორიდაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ, ჯერ ახალ გარემოსთან შეგუებას ცდილობდნენ.

კიმბერლი გილფოილმა 2021 წლის თებერვალში თქვა, რომ თავს ისე გრძნობდა, თითქოს ის და ტრამპი უკვე დაქორწინებულები არიან, მაგრამ იქვე დასძინა, რომ "მისი ცოლობა ფანტასტიკური იქნებოდა“.

დონალდ ტრამპ უმცროსი ყოფილ მეუღლეს, ვანესა ტრამპს, 2018 წელს გასცილდა და მათ 5 საერთო შვილი ჰყავთ.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა