პოლიტიკა
მსოფლიო

9

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 12:56-ზე, მთვარე კირჩხიბშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე 89 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..."
ილია მეორე 89 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..."

დღეს, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის და­ბა­დე­ბის დღეა. მას 89 წელი შე­უს­რულ­და.

"ყო­ველ სა­ღა­მოს, ძი­ლის წინ, მა­მა­ჩე­მი და-ძმებს ხა­ტე­ბის წინ დაგ­ვა­ყე­ნებ­და და ლოც­ვებს წაგ­ვი­კი­თხავ­და, ზოგ ლოც­ვას ჩვენც გვა­კი­თხებ­და, მა­გა­ლი­თად, 90-ე ფსალ­მუნს აუ­ცი­ლებ­ლად რო­მე­ლი­მე ჩვენ­განს გვათ­ქმე­ვი­ნებ­და, შემ­დეგ ნა­კურთხ წყალს გვას­ხუ­რებ­და და და­სა­ძი­ნებ­ლად გაგ­ვიშ­ვებ­და, თვი­თონ კი ლოც­ვას აგ­რძე­ლებ­და და იმით ამ­თავ­რებ­და, რომ ყო­ველ­თა წმი­და­თა ქარ­თველ­თა ხა­ტის წინ მუხლს იმ­დენ­ჯერ მო­იყ­რი­და, რამ­დე­ნი წმინ­და­ნი­ცაა გა­მო­ხა­ტუ­ლი ამ ხატ­ზე და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის­გან ლოც­ვა-კურ­თხე­ვას ითხოვ­და", - ასე იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ქა­და­გე­ბა­ში პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე თა­ვის ბავ­შვო­ბას...

ილია (ერის­კა­ცო­ბა­ში ირაკ­ლი) ღუ­დუ­შა­ურ-ში­ო­ლაშ­ვი­ლი 1933 წლის 4 იან­ვარს ვლა­დი­კავ­კაზ­ში, გი­ორ­გი სი­მო­ნის ძე ღუ­დუ­შა­უ­რი-ში­ო­ლაშ­ვი­ლი­სა და ნა­ტა­ლია იო­სე­ბის ასულ კო­ბა­ი­ძის კე­თილ­მორ­წმუ­ნე ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ის 1957 წელს ბე­რად აღიკ­ვე­ცა და ილია ეწო­და; 1957 წლის 18 აპ­რილს სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ხელ­დას­ხმულ იქნა იე­რო­დი­აკ­ვნად; 1959 წლის 10 მა­ისს წმი­და სერ­გის მო­ნას­ტრის ლავ­რა­ში მღვდელ­მო­ნაზვნად; 1960 წლის 19 დე­კემ­ბერს აღყ­ვა­ნილ იქნა იღუ­მე­ნის, ხოლო 1961 წლის 16 სექ­ტემ­ბერს არ­ქი­მან­დრი­ტის ხა­რისხში; 1963 წლის 26 აგ­ვის­ტოს და­ი­ნიშ­ნა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სად; 1963-1972 წლებ­ში იყო მცხე­თის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რი; 1967 წელს გა­დაყ­ვა­ნილ იქნა აფხა­ზე­თის ეპარ­ქი­ა­ში; 1969 წელს აღყ­ვა­ნილ იქნა მიტ­რო­პო­ლი­ტის ხა­რისხში; 1977 წლის 23 დე­კემ­ბერს არ­ჩე­ულ იქნა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქად.

გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი შვი­ლებს თა­ვი­დან­ვე ეკ­ლე­სი­ურ გა­რე­მო­ში ზრდი­და. ოჯა­ხი წმი­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ო­და. უკვე ბე­რად შემ­დგარ შვილს მამა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და მო­წი­წე­ბით სავ­სე წე­რილს უგ­ზავ­ნის:

"სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა და ძი­სა­თა და წმინ­დი­სა სუ­ლი­სა­თა. მო­კი­თხვა და გა­მარ­ჯვე­ბა მამა ილი­ას, აწ ჩემ შვილს ირაკ­ლი­სა. ყოვ­ლად­შემ­ძლე­სა ღმერ­თსა ვს­თხოვთ შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს, რომ შენი გული იყოს მუ­დამ გა­ხა­რე­ბუ­ლი. ამა­ღამ წმინ­და ნი­ნო­ო­ბაა, შე­გე­წი­ოს და და­გეხ­მა­როს. ირაკ­ლი, ჩვე­ნი დარ­დი ნუ გექ­ნე­ბა, ჩვენ სუყ­ვე­ლა­ნი კარ­გად ვართ. გი­მე­ო­რებ, ჩვენ არა­ფე­რი გვი­ჭირს რა, შენ გადი იო­ლა­სა, იყა­ვი კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენ­თან მუ­დამ. ჩვენს წუ­თი­სო­ფელ­ში ცხოვ­რე­ბა სიზ­მა­რია. გწერს გა­გაი, კი­დავ და კი­დავ, ღმერ­თი იყოს შენ­თა­ნა. მამა" - ას­რუ­ლებს შვი­ლი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ემო­ცი­ურ წე­რილს გი­ორ­გი ში­ო­ლაშ­ვი­ლი.

ნი­ნო­ო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ილია მე­ო­რი­სად­მი მი­წე­რილ წე­რილ­ში დედა წერს: "მო­კი­თხვა ჩემ საყ­ვა­რელ და ძვირ­ფას შვილს ირაკ­ლის, შევ­ნატ­რი ჩვენს გამ­ჩენ ღმერ­თს შენს სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლად ყოფ­ნას, რომ იყოს შენი სი­ცო­ცხლე გა­ხა­რე­ბუ­ლი შენი ჯან­მრთე­ლო­ბით და ვხა­რობ­დეთ ჩვენ­ცა შენგნით. ირაკ­ლი, მი­ვი­ღე შენი გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ფული, წე­რი­ლი და რა თქმა უნდა გა­ვი­ხა­რეთ. ჩვენ იო­ლას გავ­დი­ვართ, იქ­ნებ გჭირ­დე­ბო­და და და­ი­კალ და ჩვენ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნე... გე­ნაც­ვა­ლას დედა... ნი­ნო­ო­ბას გწერ ამ წე­რილს, იყავ კარ­გა, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი, ღვთის­მშო­ბე­ლი, ნინო სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი გეხ­მა­რე­ბო­დეს და გფა­რავ­დეს შვი­ლო ჩემო. მო­კი­თხვა ყვე­ლა შენს კე­თი­ლებ­სა და ეკ­ლე­სი­ის­თვის პა­ტი­ო­სან მორ­წმუ­ნეთ. დედა".

კი­დევ ერთ წე­რილ­ში ნა­ტა­ლია კო­ბა­ი­ძე რუ­სეთ­ში გამ­გზავ­რე­ბულ შვილს სამ­შობ­ლო­დან მო­კი­თხვას უგ­ზავ­ნის: "მო­კი­თხვა ჩემს საყ­ვა­რელ შვილს, ძვირ­ფას, ოქ­როს, ბრი­ლი­ანტს. შევ­ნატ­რი ღმერ­თს, შენს ჯან­მრთე­ლად სი­ცო­ცხლეს ჩემო გულო. ეხლა მი­ვი­ღეთ შენი დე­პე­შა, რო­მელ­შიც იწე­რე­ბი რო­გორ ჩახ­ვე­დი­თო, ჩვენ კარ­გად ჩა­ვე­დით, ორი დღე მცხე­თას გავ­ჩერ­დით, მერე სუყ­ვე­ლა­ნი ერ­თად წა­მო­ვე­დით. მო­კი­თხვა ყვე­ლას, შენს კე­თი­ლებს, შენს ერ­თგულ ქარ­თვე­ლებ­სა და რუ­სებ­საც. კარ­გად იყავ ჩემო სი­ცო­ცხლევ, ღმერ­თი იყოს შენი მფარ­ვე­ლი ყვე­ლა საქ­მე­ში და ყვე­ლა ბიჯ­ზე, ვეხ­ვე­წე­ბი ღვთის­მშო­ბელს, რომ გი­ფა­რავ­დეს და გიხ­სნი­დეს ბო­რო­ტის­გან. გწერს შენი დე­დაი, შენი გზის მყუ­რე­ბე­ლი"...

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
1

და რა მოიგო საქართველომ როგორც ქვეყანამ ამ ბოლო 40 წელიწადში ??? დაკარგული მიწები. ხიზანი ქართველები.საზღვარგარეთ გაქცეული ქართველები. განათლება ქართველი ერის 0 (ნულზე) დასული. განადგურებული ეკონომიკა. შუღლი ერთმანეთის ქართველების. კაცთ კვლა ყოველ დღე საქართველოში და მრავალი რამ...... საამაყო და სასიხარულო არაფერი...... გარდა ტალახაძისა და მგონი შტანგის აწევაა ერთი კაცის 100 განათლებული ქართველი მირჩევნია.....

ჩვენი ძვირფასო პატრიარქო
0

ღმერთმა გვიმყოფოს თქვენი თავი მხნედ და დიდახანს,ჩვენს ქვეყანაზე მლოცველო და მზრუნველო,ჩვენო თბილო და ტკბილო მამავ.სასიამოვნო იყო ამ წერილების წაკითხვა...🙏❣️

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დაიწყო თუ არა ინტერპოლმა წითელი ცირკულარით გიორგი ბაჩიაშვილის ძებნა და რა ხდება მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე
ავტორი:

ილია მეორე 89 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..."

ილია მეორე 89 წლის გახდა - რას წერდნენ მომავალ პატრიარქს მშობლები: "გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი..."

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 89 წელი შეუსრულდა.

"ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა", - ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...

ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის კეთილმორწმუნე ოჯახში დაიბადა. ის 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 23 დეკემბერს არჩეულ იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამა სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილს უგზავნის:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემ შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა" - ასრულებს შვილისადმი გაგზავნილ ემოციურ წერილს გიორგი შიოლაშვილი.

ნინოობის დღესასწაულზე ილია მეორისადმი მიწერილ წერილში დედა წერს: "მოკითხვა ჩემ საყვარელ და ძვირფას შვილს ირაკლის, შევნატრი ჩვენს გამჩენ ღმერთს შენს სიცოცხლეს და ჯანმრთელად ყოფნას, რომ იყოს შენი სიცოცხლე გახარებული შენი ჯანმრთელობით და ვხარობდეთ ჩვენცა შენგნით. ირაკლი, მივიღე შენი გამოგზავნილი ფული, წერილი და რა თქმა უნდა გავიხარეთ. ჩვენ იოლას გავდივართ, იქნებ გჭირდებოდა და დაიკალ და ჩვენ გამოგვიგზავნე... გენაცვალას დედა... ნინოობას გწერ ამ წერილს, იყავ კარგა, ღმერთი იყოს შენი მფარველი, ღვთისმშობელი, ნინო საქართველოს განმანათლებელი გეხმარებოდეს და გფარავდეს შვილო ჩემო. მოკითხვა ყველა შენს კეთილებსა და ეკლესიისთვის პატიოსან მორწმუნეთ. დედა".

კიდევ ერთ წერილში ნატალია კობაიძე რუსეთში გამგზავრებულ შვილს სამშობლოდან მოკითხვას უგზავნის: "მოკითხვა ჩემს საყვარელ შვილს, ძვირფას, ოქროს, ბრილიანტს. შევნატრი ღმერთს, შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს ჩემო გულო. ეხლა მივიღეთ შენი დეპეშა, რომელშიც იწერები როგორ ჩახვედითო, ჩვენ კარგად ჩავედით, ორი დღე მცხეთას გავჩერდით, მერე სუყველანი ერთად წამოვედით. მოკითხვა ყველას, შენს კეთილებს, შენს ერთგულ ქართველებსა და რუსებსაც. კარგად იყავ ჩემო სიცოცხლევ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ყველა საქმეში და ყველა ბიჯზე, ვეხვეწები ღვთისმშობელს, რომ გიფარავდეს და გიხსნიდეს ბოროტისგან. გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი"...