მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალმა განაცხადა, რომ შვილის შენახვა არ შეეძლო - ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა
ქალმა განაცხადა, რომ შვილის შენახვა არ შეეძლო - ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქუ­თა­ი­სის ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში დე­დამ ახალ­შო­ბი­ლი და­ტო­ვა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი უსახ­სრო­ბა გახ­და. დე­დამ კლი­ნი­კა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მას შვი­ლის შე­ნახ­ვა არ შე­ეძ­ლო და იძუ­ლე­ბუ­ლი იყო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ცი­ა­ლურ სამ­სა­ხურს მი­მარ­თა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა.

სა­ხელ­მწი­ფო ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს ჩარ­თუ­ლო­ბით, ოჯა­ხის მხარ­დამ­ჭე­რი სერ­ვი­სე­ბის რე­სურ­სის ფარ­გლებ­ში შე­ე­თა­ვა­ზა ყვე­ლა სა­ჭი­რო პროგ­რა­მა დე­დი­სა და შვი­ლე­ბის ერ­თად ცხოვ­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ეტაპ­ზე არ არ­სე­ბობს შვი­ლის დე­დი­სა­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­დი­სა და შვი­ლის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მო შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბით დე­და­თა და შვილ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში.

კლი­ნი­კა­ში მომ­ხდარ­ზე არ სა­უბ­რო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნათია
1

აქ, უმრავლესობა,პოსტის წაკითხვას არ კადრულობს,პირდაპირ სათაურების მიხედვით მსჯელობენ და განსჯიან.

ერთმა ღმერთმა იცის რა მდგომარეობაში იყო ალბათ რომ დატოვებას ფიქრობდა...იქნებ არც სახლი ჰქონდა არც არავინ ვინც შეიფარებდა...არც გამკითხავი...აი სად უნდა წასულიყო ჩვილი ბავშვით?! მადლობა ღმერთს რომ გამოსავალი მოინახა და ერთად არიან...დახმარების ხელის გაწვდენა არავის უნდა, განკითხვა კი იცოცხლეე....😶

ლელა
1

ვიღაცამ მამა იკითხა და რაში გვაინტერესებს?!მთავარია, მიხვდა შეცდომას და პატარა არ მიატოვა,რამაც მეც ძალიან გამახარა! არ მიატოვებთ არც ღმერთი და არც ადამიანი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ქალმა განაცხადა, რომ შვილის შენახვა არ შეეძლო - ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქალმა განაცხადა, რომ შვილის შენახვა არ შეეძლო - ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა

ქუთაისის ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი უსახსრობა გახდა. დედამ კლინიკაში განაცხადა, რომ მას შვილის შენახვა არ შეეძლო და იძულებული იყო დაეტოვებინა. მოგვიანებით სოციალურ სამსახურს მიმართა და დახმარება ითხოვა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით, ოჯახის მხარდამჭერი სერვისების რესურსის ფარგლებში შეეთავაზა ყველა საჭირო პროგრამა დედისა და შვილების ერთად ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ არსებობს შვილის დედისაგან განცალკევების საჭიროება.

მათივე ინფორმაციით, დედისა და შვილისთვის უზრუნველყოფილია საცხოვრებელი გარემო შესაბამისი მომსახურებით დედათა და შვილთა თავშესაფარში.

კლინიკაში მომხდარზე არ საუბრობენ.