კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქართველი - "მკვლელმა თევდორაძეს საკონტროლო ტყვია 5 წლის შვილის თვალწინ ესროლა"
ვინ არის საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქართველი - "მკვლელმა თევდორაძეს საკონტროლო ტყვია 5 წლის შვილის თვალწინ ესროლა"

სა­ბერ­ძნეთ­ში, ახა­ლი წლის ღა­მეს, ცოლ-შვი­ლის თვალ­წინ, 41 წლის შოთა თევ­დო­რა­ძე ("„შო­თი­კო“) ჩა­ცხრი­ლეს. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოკ­ლუ­ლი მა­მა­კა­ცი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო. ბერ­ძნუ­ლი მე­დია მას რუ­სუ­ლი მა­ფი­ის წევ­რად მო­იხ­სე­ნი­ებს, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად კი "ქურ­დუ­ლი გავ­ლე­ნე­ბის" გა­ნა­წი­ლე­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს საბ­რძნე­თის პო­ლი­ცია მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ეძებს.

მოკ­ლუ­ლის ცხე­დარს მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში - ქუ­თა­ის­ში რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

სა­ა­გენ­ტო "პრა­იმ კრა­ი­მის" ცნო­ბით, მკვლე­ლო­ბა ათენ­ში, 2 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით მოხ­და. "2 იან­ვარს, ათენ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე, ქუ­თა­ი­სე­ლი ქურ­დუ­ლი დი­ას­პო­რის ერთ-ერთი ლი­დე­რი, 41 წლის შოთა თევ­დო­რა­ძე სა­კუ­თარ სახ­ლთან, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლეს. მკვლელ­მა თევ­დო­რა­ძეს სა­კონ­ტრო­ლო ტყვია 5 წლის შვი­ლის თვალ­წინ ეს­რო­ლა", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა 2 წლის წი­ნან­დელ ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბო­დეს, რო­დე­საც კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს ძვე­ლი და ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს გეგა მო­დე­ბა­ძის ქურ­დულ სტა­ტუს­თან და­კავ­ში­რე­ბით და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კერ­ძოდ, შოთა თევ­დო­რა­ძეს 63 წლის თბი­ლი­სე­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი ("ვაჟა თბი­ლისს­კი") და­უ­პი­რის­პირ­და.

ორ კრი­მი­ნალს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მა­შინ და­ი­წყო, როცა 2015 წელს, ქუ­თა­ი­სუ­რი კლა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, მათ შო­რის კი თევ­დო­რა­ძემ, ბი­გა­ნიშ­ვი­ლის ე.წ. ნათ­ლუ­ლი გეგა მო­დე­ბა­ძე "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" არ აღი­ა­რეს, მე­ტიც, სას­ტი­კად სცე­მეს, რა­შიც სწო­რედ თევ­დო­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, "კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის" დათო სე­ბის­კვე­რა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბულ "სხოდ­კა­ზე", სა­დაც ნა­ცე­მი გეგა მო­დე­ბა­ძის ამ­ბა­ვი წყდე­ბო­და, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვი­ლი არ და­ე­თან­ხმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და და­ტო­ვა შეკ­რე­ბა. ბი­გა­ნიშ­ვი­ლი და მისი მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ "შო­თი­კო" "არა­ქურ­დუ­ლად" მო­იქ­ცა და მას­თან შე­რი­გე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ამ კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, ვაჟა ბი­გა­ნიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც "ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში" საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ პი­რად მი­ი­ჩენ­ვა, რამ­დე­ნი­მე "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ღირ­სე­ბა ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა, მათ შო­რის იყ­ვნენ შოთა თევ­დო­რა­ძე, "კვა­ტია", "ნი­ჟა­რა­ძე", ზაზა ამ­ბრო­ლა­ძე და ლაშა ჯო­ლო­ღუა.

შოთა თევ­დო­რა­ძე 1980 წლის 27 ოქ­ტომ­ბერს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და, "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დად" 2000 წელს, 20 წლის ასაკ­ში აკურ­თხეს. თევ­დო­რა­ძე პირ­ვე­ლად 2003 წელს ხუ­ლიგ­ნო­ბის გამო და­ა­კა­ვეს, ქუ­თა­ი­სის სა­სა­მარ­თლომ 1, 6 წელი მი­უ­სა­ჯა, რო­მე­ლიც რუს­თა­ვის კო­ლო­ნი­ა­ში მო­ი­ხა­და. 2005 წელს, ცი­ხი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან რუ­სეთს შე­ა­ფა­რა თავი, სა­დაც სას­ჯე­ლი რამ­დენ­ჯერ­მე მო­ი­ხა­და.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

ქურდებსაც თავისი კანონები აქვთ და როგორც ხალხი გადაჯიშდა ისე გადაგვარდა მაგათი კანონებიც თორემ ცოლშვილის თვალწინ როგორ მოკლეს საწყალი.რადგან კანონიერი ქურდის სახელი ქონდა ეს იმას არ ნიშნავს რომ არაადამიანი იყო.

Zorro
3

ღირსება ჰქონდათ და ისიც დაკარგეს

ავტორი:

ვინ არის საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქართველი - "მკვლელმა თევდორაძეს საკონტროლო ტყვია 5 წლის შვილის თვალწინ ესროლა"

ვინ არის საბერძნეთში მოკლული 41 წლის ქართველი - "მკვლელმა თევდორაძეს საკონტროლო ტყვია 5 წლის შვილის თვალწინ ესროლა"

საბერძნეთში, ახალი წლის ღამეს, ცოლ-შვილის თვალწინ, 41 წლის შოთა თევდორაძე ("„შოთიკო“) ჩაცხრილეს. ცნობილი გახდა, რომ მოკლული მამაკაცი ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო. ბერძნული მედია მას რუსული მაფიის წევრად მოიხსენიებს, მკვლელობის მოტივად კი "ქურდული გავლენების" განაწილებას განიხილავს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილებს საბრძნეთის პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

მოკლულის ცხედარს მის მშობლიურ ქალაქში - ქუთაისში რამდენიმე დღეში გადაასვენებენ.

სააგენტო "პრაიმ კრაიმის" ცნობით, მკვლელობა ათენში, 2 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. "2 იანვარს, ათენში, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ქუთაისელი ქურდული დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი, 41 წლის შოთა თევდორაძე საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელმა თევდორაძეს საკონტროლო ტყვია 5 წლის შვილის თვალწინ ესროლა", - ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

არ გამორიცხავენ, რომ ეს ანგარიშსწორება 2 წლის წინანდელ ამბავს უკავშირდებოდეს, როდესაც კრიმინალური სამყაროს ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ერთმანეთს გეგა მოდებაძის ქურდულ სტატუსთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ. კერძოდ, შოთა თევდორაძეს 63 წლის თბილისელი "კანონიერი ქურდი" ვაჟა ბიგანიშვილი ("ვაჟა თბილისსკი") დაუპირისპირდა.

ორ კრიმინალს შორის დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა 2015 წელს, ქუთაისური კლანის წარმომადგენლებმა, მათ შორის კი თევდორაძემ, ბიგანიშვილის ე.წ. ნათლული გეგა მოდებაძე "კანონიერ ქურდად" არ აღიარეს, მეტიც, სასტიკად სცემეს, რაშიც სწორედ თევდორაძეს ადანაშაულებდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, "კრიმინალური ავტორიტეტის" დათო სებისკვერაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ "სხოდკაზე", სადაც ნაცემი გეგა მოდებაძის ამბავი წყდებოდა, ვაჟა ბიგანიშვილი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას და დატოვა შეკრება. ბიგანიშვილი და მისი მომხრეები მიიჩნევდნენ, რომ "შოთიკო" "არაქურდულად" მოიქცა და მასთან შერიგება შეუძლებელი იყო.

ამ კონფლიქტის შედეგად, ვაჟა ბიგანიშვილმა, რომელიც "ქურდულ სამყაროში" საკმაოდ გავლენიან და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიმღებ პირად მიიჩენვა, რამდენიმე "კანონიერი ქურდის" ღირსება ეჭვქვეშ დააყენა, მათ შორის იყვნენ შოთა თევდორაძე, "კვატია", "ნიჟარაძე", ზაზა ამბროლაძე და ლაშა ჯოლოღუა.

შოთა თევდორაძე 1980 წლის 27 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისში დაიბადა, "კანონიერ ქურდად" 2000 წელს, 20 წლის ასაკში აკურთხეს. თევდორაძე პირველად 2003 წელს ხულიგნობის გამო დააკავეს, ქუთაისის სასამართლომ 1, 6 წელი მიუსაჯა, რომელიც რუსთავის კოლონიაში მოიხადა. 2005 წელს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მან რუსეთს შეაფარა თავი, სადაც სასჯელი რამდენჯერმე მოიხადა.