საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამაყობდა თქვენი რეკორდებით" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლი ოპერატორის დედა?
"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამაყობდა თქვენი რეკორდებით" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლი ოპერატორის დედა?

ნინო ლო­ლა­ძე, რომ­ლის შვი­ლი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მი­მარ­თვას აქ­ვეყ­ნებს.

ის პრე­მი­ერს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ასე­ვე მი­მარ­თავს ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს, რომ­ლებ­მაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პი­რა­დად ის სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი­სა­გან დიდ გვერ­დში დგო­მას გრძნობს.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლის "პირ­ვე­ლი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რის სან­დრო ბე­რა­ძის დედა ვარ - ნინო ლო­ლა­ძე. პირ­ვე­ლად გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ და­მე­წე­რა და გა­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა ჩემი გან­ცდე­ბი. პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს, ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც წა­რად­გი­ნა კა­ნო­ნი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამით ბევრ ოჯახს გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი ჩა­ე­სა­ხა. რამ­დე­ნი შვილმკვდა­რი დედა წლე­ბის მან­ძილ­ზე ელო­და, რომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს ვინ­მე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და ამ სა­ზა­რელ მკვლელ მან­ქა­ნას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან და არ­გუ­მენ­ტად ასა­ხე­ლე­ბენ კა­ზი­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მიერ სპორ­ტის და სპორ­ტსმე­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს და­ფი­ნან­სე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ჩვენ­მა ძლი­ერ­მა და გა­მორ­ჩე­ულ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა უმაღ­ლეს შე­დე­გებს მი­აღ­წი­ონ, თავი ისა­ხე­ლონ და ჩვენც გვა­სა­ხე­ლონ, მაგ­რამ ნუთუ ნორ­მა­ლუ­რია, რომ ქარ­თუ­ლი სპორ­ტი და სპორ­ტსმე­ნე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც სხვა მა­სობ­რი­ვად გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი კა­ზი­ნო­ე­ბის იმე­დად იყ­ვნენ? ათა­სო­ბით ამ ვი­თომ­და ბიზ­ნეს­მა ხომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ასი ათა­სო­ბით ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რა... იმ და­ღუ­პულ ადა­მი­ან­თა შო­რი­საც იქ­ნებ რამ­დე­ნი ტა­ლან­ტი და­ი­კარ­გა, იქ­ნებ რამ­დენს ჩა­უკ­ვდა ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნი? რომ არა ეს მკვლე­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, იქ­ნებ ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლენ­დნენ თა­ვის ნი­ჭ­სა და უნა­რებს?

აქვე მინ­და ბა­ტონ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს მივ­მარ­თო. იქ­ნებ გა­გახ­სენ­დეთ პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის უშუ­ა­ლო მოწ­მე და დიდი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მან გა­მო­ი­ჩი­ნა დიდი სურ­ვი­ლი და თა­ვად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვე­ნი ას­პა­რე­ზო­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში. თქვენ თუ არა, მე და მის მე­გობ­რებს კარ­გად გვახ­სოვს, რო­გორ ხა­რობ­და და ამა­ყობ­და თქვე­ნი რე­კორ­დე­ბით და იმით, რომ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო! სან­დროც მთე­ლი შე­მარ­თე­ბით იბ­რძო­და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მო­უ­რი­დებ­ლად, ღიად გა­მო­დი­ო­და და აკე­თებ­და გან­ცხა­დე­ბებს, რომ რო­გორ­მე თა­ვი­სი თა­ვიც გა­და­ერ­ჩი­ნა და სხვა მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნიც. სან­დროს ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი, პირ­ველ რიგ­ში რეკ­ლა­მე­ბის აკ­რძალ­ვას გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, მას არ დას­ცალ­და. ამ ომში სან­დრო და­მარ­ცხდა. მას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, ვერ მო­ე­რია ამ სა­ზა­რელ მან­ქა­ნას ვერც თა­ვი­სით და ვე­ღარც მკურ­ნა­ლო­ბით, რად­გან აზარტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბაა, სე­რი­ო­ზუ­ლი ადიქ­ცი­აა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მე სენს ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რძვი­ან. მათ არა­ვინ უდ­გას გვერ­დით, არც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არც ის, ვინც ვალ­დე­ბუ­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მთე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ფი­ნან­სე­ბის­კე­ნაა გა­დახ­რი­ლი. აქ ფული უპი­რის­პირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცო­ცხლეს და მო­მა­ვალს. სან­დროც მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა.

მან ეს სი­მარ­ტო­ვე და უძ­ლუ­რე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, და­მარ­ცხდა, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი თავი შეს­ძულ­და და სი­ცო­ცხლე სა­ბა­დუ­რის ტყე­ში და­ას­რუ­ლა. მან თა­ვი­სი ბოლო თხოვ­ნა, რო­მე­ლიც 112-ის ოპე­რა­ტორს უთხრა, მთელ ქვე­ყა­ნას დაგ­ვი­ტო­ვა. ჩვენ ხუთი დღის შემ­დეგ ვი­პოვ­ნეთ სან­დროს ცხე­და­რი და მას შემ­დეგ მე და მთე­ლი მისი სა­მე­გობ­რო ვიბ­რძვით. ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით. თქვენ კი შე­გიძ­ლი­ათ ამ ორ ფა­სე­უ­ლო­ბას შო­რის გა­ა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, თქვე­ნი ნე­ბაა... გთხოვთ ბა­ტო­ნო ლაშა ნუ იქ­ნე­ბით ია­რა­ღი ამ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი მან­ქა­ნის, ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებთ თქვე­ნით.

აკი ამ­ბობ­დით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბაო და და­ფიქ­რდით, რომ წახ­ვი­დეთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხარ­ჯზე ის ფასი ექ­ნე­ბა თქვენს გა­მარ­ჯვე­ბებს, რაც აქამ­დე ჰქონ­და? მე­ტად თავს აღარ შე­გა­წყენთ, წი­ნას­წარ გი­ლო­ცავთ ყვე­ლას დამ­დეგ ახალ წელს და მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ ბრძო­ლის და­წყე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უკვე სხვე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ჭირ­დე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა. პა­ტი­ვის­ცე­მით სან­დრო ბე­რა­ძის დედა ნინო ლო­ლა­ძე. P.S. 1 იან­ვა­რი სან­დროს და­ბა­დე­ბის დღეა ,ის 32 წლის გახ­დე­ბო­და" - წერს ნინო ლო­ლა­ძე.

29 წლის ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
MAGDA
3

როგორ მეამაყებოდა ეს ადამიანი და ატანა აღარ მაქვს :(((((((((((((((

გამვლელი
16

დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ საქართველოში ეს მიმართულება (ონლაინ კაზინოები) რომ აილაგმოს და გადაშენდეს ამით ჩვენ სახელოვან სპორცმენებს სპონსორები მოაკლდებათ და ვტქვათ სახელმწიფო მიაქცევს სათანადო ყურადღებას ხომ ? 

და სხვა ონლაინ კაზინოები არ არისებობს თუყ რა ? უამრავი პლატფორმაა (არა ქართული), სადაც ფსონებს დებს ხალხი და გამუდმებით თამაშობს, აი აქ რას ვშვებით ???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამაყობდა თქვენი რეკორდებით" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლი ოპერატორის დედა?

"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამაყობდა თქვენი რეკორდებით" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლი ოპერატორის დედა?

ნინო ლოლაძე, რომლის შვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორი სანდრო ბერაძე აზარტული თამაშების მსხვერპლი გახდა, მიმართვას აქვეყნებს.

ის პრემიერს აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციებისთვის მადლობას უხდის. ასევე მიმართავს ლაშა ტალახაძეს, რომლებმაც კანონპროექტის მიღებას სამწუხარო ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ პირადად ის სათამაშო ბიზნესისაგან დიდ გვერდში დგომას გრძნობს.

"გამარჯობა, მე აზარტული თამაშების მსხვერპლის "პირველი არხის" ოპერატორის სანდრო ბერაძის დედა ვარ - ნინო ლოლაძე. პირველად გადავწყვიტე საჯაროდ დამეწერა და გამემჟღავნებინა ჩემი განცდები. პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც წარადგინა კანონი აზარტული თამაშების რეგულაციის თაობაზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამით ბევრ ოჯახს გადარჩენის იმედი ჩაესახა. რამდენი შვილმკვდარი დედა წლების მანძილზე ელოდა, რომ ბოლოსდაბოლოს ვინმე დაუპირისპირდებოდა ამ საზარელ მკვლელ მანქანას. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენები ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან და არგუმენტად ასახელებენ კაზინოების მეპატრონეების მიერ სპორტის და სპორტსმენების დაფინანსებას.

გასაგებია, რომ ეს დაფინანსება მეტად მნიშვნელოვანია, რათა ჩვენმა ძლიერმა და გამორჩეულმა სპორტსმენებმა უმაღლეს შედეგებს მიაღწიონ, თავი ისახელონ და ჩვენც გვასახელონ, მაგრამ ნუთუ ნორმალურია, რომ ქართული სპორტი და სპორტსმენები მაინცდამაინც სხვა მასობრივად გამანადგურებელი კაზინოების იმედად იყვნენ? ათასობით ამ ვითომდა ბიზნესმა ხომ უამრავი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ასი ათასობით ოჯახი გაანადგურა... იმ დაღუპულ ადამიანთა შორისაც იქნებ რამდენი ტალანტი დაიკარგა, იქნებ რამდენს ჩაუკვდა ოცნება და მიზანი? რომ არა ეს მკვლელი აზარტული თამაშები, იქნებ ჩვენი შვილებიც გამოავლენდნენ თავის ნიჭსა და უნარებს?

აქვე მინდა ბატონ ლაშა ტალახაძეს მივმართო. იქნებ გაგახსენდეთ პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე, რომელიც თქვენი წარმატების უშუალო მოწმე და დიდი მხარდამჭერი იყო. მან გამოიჩინა დიდი სურვილი და თავად მიიღო მონაწილეობა თქვენი ასპარეზობის გაშუქებაში. თქვენ თუ არა, მე და მის მეგობრებს კარგად გვახსოვს, როგორ ხარობდა და ამაყობდა თქვენი რეკორდებით და იმით, რომ თქვენი თანამემამულე იყო! სანდროც მთელი შემართებით იბრძოდა აზარტული თამაშების წინააღმდეგ, მოურიდებლად, ღიად გამოდიოდა და აკეთებდა განცხადებებს, რომ როგორმე თავისი თავიც გადაერჩინა და სხვა მისნაირი ადამიანიც. სანდროს ძალიან ბევრი გეგმა ჰქონდა ცხოვრებაში.

ამ მიმართულებით კი, პირველ რიგში რეკლამების აკრძალვას განიხილავდა, მაგრამ ვერ მოასწრო, მას არ დასცალდა. ამ ომში სანდრო დამარცხდა. მას ნერვებმა უმტყუნა, ვერ მოერია ამ საზარელ მანქანას ვერც თავისით და ვეღარც მკურნალობით, რადგან აზარტდამოკიდებულება მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, სერიოზული ადიქციაა და ეს ადამიანები მძიმე სენს ცარიელი ხელებით ებრძვიან. მათ არავინ უდგას გვერდით, არც ცნობილი ადამიანები და არც ის, ვინც ვალდებულია. ეს ადამიანები მიტოვებულები არიან და მთელი პრიორიტეტები ფინანსებისკენაა გადახრილი. აქ ფული უპირისპირდება ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და მომავალს. სანდროც მათ შორის აღმოჩნდა.

მან ეს სიმარტოვე და უძლურება გააცნობიერა, დამარცხდა, რის გამოც საკუთარი თავი შესძულდა და სიცოცხლე საბადურის ტყეში დაასრულა. მან თავისი ბოლო თხოვნა, რომელიც 112-ის ოპერატორს უთხრა, მთელ ქვეყანას დაგვიტოვა. ჩვენ ხუთი დღის შემდეგ ვიპოვნეთ სანდროს ცხედარი და მას შემდეგ მე და მთელი მისი სამეგობრო ვიბრძვით. ჩვენ არ გავჩერდებით. თქვენ კი შეგიძლიათ ამ ორ ფასეულობას შორის გააკეთოთ არჩევანი, თქვენი ნებაა... გთხოვთ ბატონო ლაშა ნუ იქნებით იარაღი ამ ჯოჯოხეთური მანქანის, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით.

აკი ამბობდით ქართველი ხალხის სიყვარულს არაფერი შეედრებაო და დაფიქრდით, რომ წახვიდეთ სხვა ქვეყანაში ახალგაზრდა თაობის სიცოცხლის ხარჯზე ის ფასი ექნება თქვენს გამარჯვებებს, რაც აქამდე ჰქონდა? მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს და მადლობელი ვარ ამ ბრძოლის დაწყებისთვის, რომელიც უკვე სხვების გადარჩენას ჭირდება და ემსახურება. პატივისცემით სანდრო ბერაძის დედა ნინო ლოლაძე. P.S. 1 იანვარი სანდროს დაბადების დღეა ,ის 32 წლის გახდებოდა" - წერს ნინო ლოლაძე.

29 წლის ბერაძე, რომელიც აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული. 2019 წლის ოქტომბერში 4-დღიანი ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიას ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.