მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა" - ნათია თურნავა
"მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა" - ნათია თურნავა

"თუ შე­ვა­და­რებთ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას 10 ან 20 წლის წი­ნან­დელ ნიშ­ნულს, პროგ­რე­სი სა­ხე­ზეა, ამა­ზე ციფ­რე­ბი და სხვა­დას­ხვა შე­ფა­სე­ბაც მე­ტყვე­ლებს" - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, ნა­თია თურ­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ პროგ­რეს­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო რუ­კა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რაც მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს.

"სი­ღა­რი­ბე არის გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლო დღეს არ დამ­დგა­რა. პან­დე­მი­ამ თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უარ­ყო­ფი­თი დაღი და­ას­ვა ამას, მაგ­რამ ეს არის მთელ პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი და გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მა. და­წყე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი არე­უ­ლო­ბით და ომე­ბით. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ის­ტო­რია გან­ვლო ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­ულ წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლომ და ამან თა­ვი­სი დაღი და­ას­ვა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ეს პრობ­ლე­მა ვერ და­იძ­ლე­ო­და ვერც 10 და ვერც 20 წე­ლი­წად­ში, მაგ­რამ მთა­ვა­რია ტენ­დენ­ცია და ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა სი­ღა­რი­ბის დაძ­ლე­ვის ამო­ცა­ნის გა­და­წყვე­ტის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

მან ასე­ვე გაზ­რდილ ფა­სებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს პრობ­ლე­მა გა­ჭირ­ვე­ბულ მო­სახ­ლე­ო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით აწუ­ხებს.

"მა­ღა­ლი ფა­სე­ბი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არის ერთჯე­რა­დი პრობ­ლე­მა. წინა წლებ­ში ფა­სე­ბი­სა და ინფლა­ცი­ის პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რად არ იყო ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა. კი, ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით, რომ სი­ღა­რი­ბის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, მაგ­რამ ინფლა­ცია არას­დროს იყო პრობ­ლე­მა. თუ გა­დავ­ხე­დავთ, ბოლო ათწლე­ულს სა­შუ­ა­ლო წლი­უ­რი ინფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3-4% იყო, რაც ევ­რო­პუ­ლი დო­ნეა. ეს პრობ­ლე­მა 2020 წელს გაჩ­ნდა და 2021 წელს გამ­ძაფ­რდა, რად­გან პან­დე­მი­ამ მო­ი­ტა­ნა, სხვა რა მოხ­და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ისე­თი, რაც წინა ათწლე­ულ­ში მოხ­და?“ - აღ­ნიშ­ნა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა.

რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, ინფლა­ცია კომ­პლექ­სუ­რი პრობ­ლე­მაა, ამი­ტომ ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბის გა­მოკ­ვე­თა არას­წო­რი იქ­ნე­ბა. მისი თქმით, მთე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი ატა­რებს ღო­ნის­ძი­ე­ბას, რათა ფა­სე­ბი მო­ი­თო­კოს.

"ჩვენ შეგ­ვწევს იმის უნა­რი, რომ მოვ­თო­კოთ ინფლა­ცია უკვე მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პროგ­ნო­ზით, მო­მა­ვა­ლი წლის ბო­ლოს ინფლა­ცია ისევ ნორ­მა­ლურ, 3-4%-იან ნიშ­ნულ­ზე იქ­ნე­ბა. რა­ი­მე სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი ჩვენს ეკო­ნო­მი­კა­ში ინფლა­ცი­ის­თვის არ არ­სე­ბობს. ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა კვლავ ჯან­სა­ღია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრობ­ლე­მა არის მარ­თლაც კონ­კრე­ტუ­ლი გა­მოწ­ვე­ვით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ამას­თან, ნა­თია თურ­ნა­ვამ ისა­უბ­რა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გაზ­რდილ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა, რომ მუ­შავ­დე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი.

"პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით ამას წინ უძღო­და ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, რო­მელ­მაც დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ბა­ზა­რი და ეს სექ­ტო­რი. პრობ­ლე­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვის ნიშ­ნე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თა და დე­ტა­ლუ­რი ანა­ლი­ზი გა­კეთ­და. ამის სა­ფუძ­ველ­ზე, მუ­შავ­დე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ფას­წარ­მოქ­მნა და­რე­გუ­ლირ­დე­ბა და არ იქ­ნე­ბა უც­ნა­უ­რი ფე­ნო­მე­ნი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში 3-4-ჯერ უფრო ძვი­რი ღირს წა­მა­ლი, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­ში იაფი ღირს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იქ­ნე­ბა აღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მა­გა­ლი­თი. ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ არა­ფე­რი და­წეს­დე­ბა, რაც ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მოქ­მე­დებს. ჩვენ­თვის ეს არის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც უნდა გა­და­იჭ­რას. ამის შე­დეგს მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მალე ნა­ხავს“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა" - ნათია თურნავა

"მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა" - ნათია თურნავა

"თუ შევადარებთ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მდგომარეობას 10 ან 20 წლის წინანდელ ნიშნულს, პროგრესი სახეზეა, ამაზე ციფრები და სხვადასხვა შეფასებაც მეტყველებს" - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ პროგრესზე ისიც მეტყველებს, რომ საერთაშორისო რუკაზე ძალიან ბევრი მიმართულება აღმოჩნდა, რაც მოსახლეობისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

"სიღარიბე არის გამოწვევა, რომლის წინაშეც საქართველო დღეს არ დამდგარა. პანდემიამ თავისი მნიშვნელოვანი უარყოფითი დაღი დაასვა ამას, მაგრამ ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა პერიოდში, უახლოესი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა გარემოების გამძაფრებული და გამოწვეული პრობლემა. დაწყებული სტრუქტურული პრობლემებით, დამთავრებული შიდა პოლიტიკური არეულობით და ომებით. საკმაოდ რთული ისტორია განვლო ბოლო რამდენიმე ათეულ წელიწადში საქართველომ და ამან თავისი დაღი დაასვა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას. ეს პრობლემა ვერ დაიძლეოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, მაგრამ მთავარია ტენდენცია და ჩვენი ერთგულება სიღარიბის დაძლევის ამოცანის გადაწყვეტის მიმართ“, - განაცხადა თურნავამ.

მან ასევე გაზრდილ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა გაჭირვებულ მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს.

"მაღალი ფასები ყველაზე მტკივნეულია გაჭირვებული მოსახლეობისთვის, მაგრამ ეს არის ერთჯერადი პრობლემა. წინა წლებში ფასებისა და ინფლაციის პრობლემა გლობალურად არ იყო ნომერ პირველი პრობლემა. კი, ყოველთვის ვამბობდით, რომ სიღარიბის პრობლემა არსებობს, მაგრამ ინფლაცია არასდროს იყო პრობლემა. თუ გადავხედავთ, ბოლო ათწლეულს საშუალო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3-4% იყო, რაც ევროპული დონეა. ეს პრობლემა 2020 წელს გაჩნდა და 2021 წელს გამძაფრდა, რადგან პანდემიამ მოიტანა, სხვა რა მოხდა განსხვავებული ისეთი, რაც წინა ათწლეულში მოხდა?“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მან განაცხადა, ინფლაცია კომპლექსური პრობლემაა, ამიტომ ერთი პასუხისმგებელი უწყების გამოკვეთა არასწორი იქნება. მისი თქმით, მთელი ეკონომიკური გუნდი ატარებს ღონისძიებას, რათა ფასები მოითოკოს.

"ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ ნორმალურ, 3-4%-იან ნიშნულზე იქნება. რაიმე სხვა სერიოზული, ფუნდამენტური საფუძველი ჩვენს ეკონომიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არის მართლაც კონკრეტული გამოწვევით განპირობებული", - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, ნათია თურნავამ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მუშავდება საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

"პრემიერ - მინისტრის დავალებით ამას წინ უძღოდა ანტიმონოპოლიური სამსახურის აქტიური მუშაობა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა მედიკამენტების ბაზარი და ეს სექტორი. პრობლემების გამოწვევის ნიშნებიც გამოიკვეთა და დეტალური ანალიზი გაკეთდა. ამის საფუძველზე, მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ფასწარმოქმნა დარეგულირდება და არ იქნება უცნაური ფენომენი, როდესაც საქართველოში 3-4-ჯერ უფრო ძვირი ღირს წამალი, რომელიც მეზობელ თურქეთში იაფი ღირს. ამასთან დაკავშირებით, იქნება აღებული სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის მაგალითი. ისეთი განსაკუთრებული აქ არაფერი დაწესდება, რაც ზოგიერთ ქვეყანაში არ მოქმედებს. ჩვენთვის ეს არის პრობლემა, რომელიც უნდა გადაიჭრას. ამის შედეგს მოსახლეობა ძალიან მალე ნახავს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.