საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?
"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"ახა­ლი წელი - ძვე­ლი და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი" - ასე აფა­სებს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა დამ­დეგს. ყვე­ლა­ზე ძნე­ლად იმის შე­გუ­ე­ბა უჭირთ, რომ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე, ან არას­ტა­ბი­ლუ­რი გრა­ფი­კით შეხ­ვდე­ბი­ან...

მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს ემა­ტე­ბა კო­ვიდ-პან­დე­მია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, კო­ვიდს რე­გი­ონ­ში 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცა­ვენ.

აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბით, მათ თა­ვი­ან­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ატყუ­ებს და რაც მთა­ვა­რია, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­ყო­ფას აჩ­ვევს.

"ეს ბოლო წლებ­ში, ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გიზ­მია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ში ჩა­ძი­რუ­ლებს, სხვა რა­მე­ზე ფიქ­რის­თვის არ სცა­ლი­ათ" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, Апсадгьыл-инфо -მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუს ოლი­გარ­ქს ბიჭ­ვინ­თა­ში, 45 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი აქვს ნა­ყი­დი, სა­დაც სას­ტუმ­რო­სა და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი აპარ­ტა­მენ­ტის Москва Резорт-ის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს. ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ბეს­ლან კუპ­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა, რად­გან "ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მი­წის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის მი­ყიდ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ხელ­მწი­ფო და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პან­სი­ო­ნის კომ­პლექ­სის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. 2006 წელს, პარ­ლა­მენ­ტმა სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პან­სი­ო­ნა­ტი მოს­კო­ვის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­და­ე­ცა სა­კუთ­რე­ბა­ში. მა­შინ მოს­კო­ვის მერი იური ლუჟ­კო­ვი იყო, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე ეჭი­რა თვა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ამას ლუჟ­კო­ვის აფხა­ზე­თის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ხსნი­და, ზოგი კი, მის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებ­და.

"ამ­ჟა­მად პან­სი­ო­ნის შე­ნო­ბა ჩა­მონ­გრე­უ­ლია... პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ იქ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ვერ აშენ­და და ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტი აშენ­და. ახლა იქა­უ­რო­ბა ნან­გრე­ვე­ბით არის სავ­სე" - ამ­ბობს კუბ­რა­ვა.

"მო­რი­გი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა და ად­გილ­ზე ტკეპ­ნის წელი... სა­მა­გი­ე­როდ, აფხა­ზი მა­მა­კა­ცე­ბი ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის და მო­დე­ლის ია­რაღს გა­მო­ი­ტა­ნენ და აფხა­ზე­თის ცას კი­დევ ერთხელ გა­და­ა­წით­ლე­ბენ" - წერს ელია ჩან­გე­ლია.

"ვი­ღა­ცე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ, ისევ და ისევ მდიდ­რდე­ბი­ან მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნე­სით, ჩვენ ვის ვა­დარ­დებთ, უშუ­ქოდ და უწყლოდ ვართ, ასე იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღა­მე­საც, 2022 წელ­საც არ ვე­ლო­დე­ბით რა­ი­მე ცვლი­ლე­ბებს" - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივს ნელი ბგან­ბას.

"წლის ბო­ლოს ერთი აჯან­ყე­ბაც და­ი­გეგ­მა, ექ­სპრომ­ტად, მაგ­რამ უშე­დე­გოდ... პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი კი­დე­ვაც რომ მოჰ­ყო­ლო­და, ჩვენ­თვის მა­ინც არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და" - წერს და­ვით ქორ­თუა.

"ქა­ლაქ­ში გა­მოს­ვლა აღარ მინ­და, ყველ­გან და­ჩე­ხი­ლი ფიჭ­ვის ხე­ე­ბი ყრია, ხალ­ხს ნაძ­ვე­ბად ასა­ღე­ბენ... რომ გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, ლა­მის ჩამ­ქო­ლეს - ხალ­ხს, სა­ა­ხალ­წლოდ ძლივს ორი კა­პი­კის შოვ­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, ნუ გა­მოხ­ვე­დით ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლე­ბიო. ვის უხა­რია ახა­ლი წელი? რა­ხა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მინ­და" - წერს ანა ტურ­ნან­ბა.

"ჩა­ვარ­დნი­ლი რე­ფორ­მე­ბის წელი" - ამ სი­ტყვე­ბით ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილ­მა ბი­ბი­ლო­ვის გუნ­დის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფა­სა.

მა­თი­ვე თქმით, გუნ­დის მთა­ვა­რი საქ­მე ნაძ­ვის ხის ან­თე­ბა იყო ცხინ­ვალ­სა და ახალ­გორ­ში. ახალ­გო­რე­ლე­ბის მო­საზ­რე­ბით, ბი­ბი­ლოვ­მა ის შეძ­ლო, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა კო­ვიდ-პან­დე­მი­ის დროს ჩა­კე­ტა და ქარ­თუ­ლი მხა­რის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს, რა­საც უკვე შე­ე­წი­რა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე.

"სურ­სა­თი გაძ­ვირ­და, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი კი­დევ უფრო, კო­ვი­დი მძვინ­ვა­რებს, მაგ­რამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მხო­ლოდ უბ­რა­ლოდ ხალ­ხს ეხე­ბა, ჩვენ რა­ტომ უნდა გვი­ხა­რო­დეს ახა­ლი წელი, იმი­ტომ, რომ ნაძ­ვის ხე მორ­თეს?. არც ერთი რე­ფორ­მა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. რუ­სე­თი­დან დახ­მა­რე­ბა იზ­რდე­ბაო, გვიმ­ტკი­ცე­ბენ, ჩვენ არა­ფე­რი გვე­ტყო­ბა და იმათ - კი" - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ანა დი­ა­კო­ნო­ვი.

მკითხველის კომენტარები / 39 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Georgia
0

ვის დააყარა რუსმა ხეირი?! ჯერ სად ხართ?!

ა. შერვაშიძე-ჩაჩბა
2

გოგას, რომელიც ეკითხება აფხაზს 'შეირგეთ საქართველოს მიწა"-ო? ასე არ შეიძლება მეგობრებო! შერიგება ნიშნავს კომპრომისს, კომპრომისი კი მხოლოდ ორმხრივი ძალისხმევაა. ორივე მხარემ უნდა მოინდომოს და სადაც საჭიროა, ბოდიშიც მოიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეგ ტერიტორია დარჩებათ სომხებს, ჩრდილო კავკასიელებს და სულ დაიკარგება. თურქეთმა როგორ შეირგო ჩვენი მიწა? ან აზერბაიჯანმა? ისე შეირგებენ ისინიც, ვინც იქ დასახლდება!!! იმედი მაქვს ქართველი და აფხაზი ხალხის გონიერების!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"ახალი წელი - ძველი და უფრო მრავალფეროვანი პრობლემები" - ასე აფასებს ოკუპირებულ აფხაზეთის მოსახლეობა დამდეგს. ყველაზე ძნელად იმის შეგუება უჭირთ, რომ ახალი წლის დღესასწაულებს ელექტროენერგიის გარეშე, ან არასტაბილური გრაფიკით შეხვდებიან...

მძიმე სოციალურ პირობებს ემატება კოვიდ-პანდემია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, კოვიდს რეგიონში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ამის მიუხედავად, ადგილობრივები რეგულაციებს არ იცავენ.

აფხაზი საზოგადოების მოსაზრებით, მათ თავიანთი ხელმძღვანელობა ყოველ ნაბიჯზე ატყუებს და რაც მთავარია, სუვერენიტეტის გაყოფას აჩვევს.

"ეს ბოლო წლებში, ყველაზე დიდი ტრაგიზმია, მაგრამ სოციალურ პრობლემებში ჩაძირულებს, სხვა რამეზე ფიქრისთვის არ სცალიათ" - ამბობენ ადგილობრივები.

რამდენიმე დღის წინ, Апсадгьыл-инфо -მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუს ოლიგარქს ბიჭვინთაში, 45 ჰა მიწის ნაკვეთი აქვს ნაყიდი, სადაც სასტუმროსა და მოსასვენებელი აპარტამენტის Москва Резорт-ის მშენებლობას გეგმავს. ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენლის ბესლან კუპრავას განცხადებით, მსგავსი პროექტის განხორციელება არ იგეგმება, რადგან "ადგილობრივი კანონმდებლობით, მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მიყიდვა არ შეიძლება".

მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დროს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის კომპლექსის საკუთრებას წარმოადგენდა. 2006 წელს, პარლამენტმა სპეციალური კანონი მიიღო, რომლის ფარგლებშიც, დაუმთავრებელი პანსიონატი მოსკოვის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციას გადაეცა საკუთრებაში. მაშინ მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი იყო, რომელსაც აფხაზეთის გამორჩეულ ადგილებზე ეჭირა თვალი. ადგილობრივების ნაწილი ამას ლუჟკოვის აფხაზეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ხსნიდა, ზოგი კი, მის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებდა.

"ამჟამად პანსიონის შენობა ჩამონგრეულია... პროცესები ისე განვითარდა, რომ იქ მრავალსართულიანი შენობა ვერ აშენდა და ვერც ეკონომიკური პროექტი აშენდა. ახლა იქაურობა ნანგრევებით არის სავსე" - ამბობს კუბრავა.

"მორიგი იმედგაცრუებისა და ადგილზე ტკეპნის წელი... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის და მოდელის იარაღს გამოიტანენ და აფხაზეთის ცას კიდევ ერთხელ გადააწითლებენ" - წერს ელია ჩანგელია.

"ვიღაცები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ისევ და ისევ მდიდრდებიან მაინინგის ბიზნესით, ჩვენ ვის ვადარდებთ, უშუქოდ და უწყლოდ ვართ, ასე იქნება ახალი წლის ღამესაც, 2022 წელსაც არ ველოდებით რაიმე ცვლილებებს" - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს ნელი ბგანბას.

"წლის ბოლოს ერთი აჯანყებაც დაიგეგმა, ექსპრომტად, მაგრამ უშედეგოდ... პოლიტიკური ცვლილებები კიდევაც რომ მოჰყოლოდა, ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლებოდა" - წერს დავით ქორთუა.

"ქალაქში გამოსვლა აღარ მინდა, ყველგან დაჩეხილი ფიჭვის ხეები ყრია, ხალხს ნაძვებად ასაღებენ... რომ გავაპროტესტეთ, ლამის ჩამქოლეს - ხალხს, საახალწლოდ ძლივს ორი კაპიკის შოვნის შესაძლებლობა აქვს, ნუ გამოხვედით ბუნების დამცველებიო. ვის უხარია ახალი წელი? რახანია ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ მინდა" - წერს ანა ტურნანბა.

"ჩავარდნილი რეფორმების წელი" - ამ სიტყვებით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ნაწილმა ბიბილოვის გუნდის მუშაობა შეაფასა.

მათივე თქმით, გუნდის მთავარი საქმე ნაძვის ხის ანთება იყო ცხინვალსა და ახალგორში. ახალგორელების მოსაზრებით, ბიბილოვმა ის შეძლო, რომ მოსახლეობა კოვიდ-პანდემიის დროს ჩაკეტა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლებას არ აძლევს, რასაც უკვე შეეწირა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე.

"სურსათი გაძვირდა, მედიკამენტები კიდევ უფრო, კოვიდი მძვინვარებს, მაგრამ რეგულაციები მხოლოდ უბრალოდ ხალხს ეხება, ჩვენ რატომ უნდა გვიხაროდეს ახალი წელი, იმიტომ, რომ ნაძვის ხე მორთეს?. არც ერთი რეფორმა არ განხორციელებულა. რუსეთიდან დახმარება იზრდებაო, გვიმტკიცებენ, ჩვენ არაფერი გვეტყობა და იმათ - კი" - წერს სოციალურ ქსელში ანა დიაკონოვი.