სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე
"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი  სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ, სან­დრა რუ­ლოვსმა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბა­ში" დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რა იმ გან­ცდებ­ზე, რაც მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ერ­თობ­ლი­ვი ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ და­ე­უფ­ლა. სან­დრა რუ­ლოვ­სის თქმით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლი­სა და იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბა მის­თვის "სი­ურ­პი­რი­ზი" იყო და ამის შე­სა­ხებ უმ­ცრო­სი შვი­ლის­გან შე­ი­ტყო. რო­გორც სან­დრა რუ­ლოვ­სი ჰყვე­ბა, მას რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დე­ბის გავ­ლა მო­უ­წია იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს ურ­თი­ერ­თო­ბის ფაქ­ტის სა­ბო­ლო­ოდ მი­ღე­ბა შეძ­ლე­ბო­და.

"ზუს­ტად იმ დროს, როცა და­დას­ტურ­და, რომ მიშა აიყ­ვა­ნეს და ვნა­ხეთ მისი მომ­ღი­მა­რი ფო­ტო­ე­ბი რუს­თა­ვის ცი­ხი­დან, გავ­რცელ­და სხვა ვი­დე­ოც... ამის შე­სა­ხებ გა­ვი­გე ნი­კო­ლო­ზის­გან. მან ტე­ლე­ფონ­ში მაჩ­ვე­ნა და ერ­თად ვუ­ყუ­რეთ ამ ვი­დე­ოს. ეს იყო შოკი ნი­კო­ლო­ზი­სა და ჩემ­თვის! ზე­დი­ზედ სამ­ჯერ მო­ვის­მი­ნეთ და მა­ინც არ მჯე­რო­და. ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ამას უარ­ყო­ფის ფა­ზას უწო­დე­ბენ. ეს არის თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი, რო­დე­საც ვერ უყუ­რებ რე­ა­ლო­ბას თავ­ლებ­ში, რად­გან არის დარ­ტყმა.

პირ­ვე­ლი ფაზა იყო უარ­ყო­ფა - არა არ­სე­ბობს, ალ­ბათ ეს არ არის ნამ­დვი­ლი. მაგ­რამ შემ­დეგ დავ­რწმუნ­დი, რომ ეს მარ­თლა მიშა იყო, აშ­კა­რად ემ­შვი­დო­ბე­ბო­და წარ­სულს, მად­ლო­ბე­ბი მი­ხა­და... მივ­ხვდი, რომ მო­მი­წევ­და ამის აღი­ა­რე­ბა. ფორ­მა, მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. არც დრო­უ­ლი იყო, რად­გან ყვე­ლა მი­შას და­კა­ვე­ბა­ზე, გამ­ბე­და­ო­ბა­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი და უცებ პი­რად სფე­რო­ში ვი­დეო გა­მოჩ­ნდა. ძა­ლი­ან ბევ­რი რე­აქ­ცია და სა­უ­ბა­რი მოჰ­ყვა ამ ფაქტს. ერთი ასე­თი კო­მენ­ტა­რი იყო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში: "ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, ახლა შე­იძ­ლე­ბა და­ვი­ძი­ნო?!" , იმ­დე­ნად ბევ­რი ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და მი­შას შე­სა­ხებ.

მერე და­ი­წყო ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი... აღარ მინ­დო­და ახა­ლი ამ­ბე­ბის ყუ­რე­ბა, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი რე­აქ­ცია იყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ვი­დე­ო­ზე.

ეს იყო უკვე მე­ო­რე ფაზა - დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც გი­ბიძ­გებს, რე­ა­ლო­ბას არ შე­ხე­დო თვა­ლებ­ში. ეს არის იზო­ლა­ცია. მე კი ვი­გებ­დი რაც ხდე­ბო­და, ედუ­არ­დის სა­შუ­ლე­ბით, მაგ­რამ მხო­ლოდ მშრალ ფაქ­ტებს მაწ­ვდი­და. არ მინ­დო­და დე­ტა­ლუ­რად გა­მე­გო ამ­ბე­ბი, რად­გან მტკივ­ნე­უ­ლი იყო.

მე­სა­მე ფაზა ,დაც­ვი­თი მე­ქა­ნიზ­მი, იყო პრო­ექ­ცია - ეს მი­შას ბრა­ლი არ არის, ეს სხვი­სი ბრა­ლია, ვი­ღა­ცამ აი­ძუ­ლა. ვცდი­ლობ­დი, რომ აგ­რე­სი­ის ობი­ექ­ტი არ ყო­ფი­ლი­ყო მიშა.

მოკ­ლედ ეს სამი რე­აქ­ცია მქონ­და მოკ­ლე დრო­ში და სა­ერ­თოდ, ეს ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­აა, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დიდ­ხანს არ უნდა გაგ­რძელ­დეს" - თქვა სან­დრა რუ­ლოვსმა "ფორ­მუ­ლას" ეთ­რე­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
6

რას ნიშნავს ''დონე და წარმოშობა?'' ჩვეულებრივი ებრაელი ქალია.

გიგი
6

კარგი რა რეებს როშავ, მე ძალიან კარგად ვიცი შენ ვისთან გულაობდი და ის ვისთან კოტრიალობდა.

ავტორი:

"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

"შოკი იყო... ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა... მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი" - სანდრა რულოვსი  სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობაზე

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა, გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა "დროებაში" დეტალურად ისაუბრა იმ განცდებზე, რაც მას მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ერთობლივი ვიდეოს ნახვის შემდეგ დაეუფლა. სანდრა რულოვსის თქმით, ყოფილი მეუღლისა და იასკოს ურთიერთობა მისთვის "სიურპირიზი" იყო და ამის შესახებ უმცროსი შვილისგან შეიტყო. როგორც სანდრა რულოვსი ჰყვება, მას რთული ფსიქოლოგიური ეპიზოდების გავლა მოუწია იმისთვის, რომ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის ფაქტის საბოლოოდ მიღება შეძლებოდა.

"ზუსტად იმ დროს, როცა დადასტურდა, რომ მიშა აიყვანეს და ვნახეთ მისი მომღიმარი ფოტოები რუსთავის ციხიდან, გავრცელდა სხვა ვიდეოც... ამის შესახებ გავიგე ნიკოლოზისგან. მან ტელეფონში მაჩვენა და ერთად ვუყურეთ ამ ვიდეოს. ეს იყო შოკი ნიკოლოზისა და ჩემთვის! ზედიზედ სამჯერ მოვისმინეთ და მაინც არ მჯეროდა. ფსიქოლოგიაში ამას უარყოფის ფაზას უწოდებენ. ეს არის თავდაცვის მექანიზმი, როდესაც ვერ უყურებ რეალობას თავლებში, რადგან არის დარტყმა.

პირველი ფაზა იყო უარყოფა - არა არსებობს, ალბათ ეს არ არის ნამდვილი. მაგრამ შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს მართლა მიშა იყო, აშკარად ემშვიდობებოდა წარსულს, მადლობები მიხადა... მივხვდი, რომ მომიწევდა ამის აღიარება. ფორმა, მთელი ქვეყნის წინაშე, მიუღებელი იყო. არც დროული იყო, რადგან ყველა მიშას დაკავებაზე, გამბედაობაზე იყო გადართული და უცებ პირად სფეროში ვიდეო გამოჩნდა. ძალიან ბევრი რეაქცია და საუბარი მოჰყვა ამ ფაქტს. ერთი ასეთი კომენტარი იყო სოციალურ ქსელში: "ბატონო პრეზიდენტო, ახლა შეიძლება დავიძინო?!" , იმდენად ბევრი ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა მიშას შესახებ.

მერე დაიწყო ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი... აღარ მინდოდა ახალი ამბების ყურება, რადგან ძალიან ბევრი რეაქცია იყო პირადი ცხოვრების შესახებ ვიდეოზე.

ეს იყო უკვე მეორე ფაზა - დაცვითი მექანიზმი, რომელიც გიბიძგებს, რეალობას არ შეხედო თვალებში. ეს არის იზოლაცია. მე კი ვიგებდი რაც ხდებოდა, ედუარდის საშულებით, მაგრამ მხოლოდ მშრალ ფაქტებს მაწვდიდა. არ მინდოდა დეტალურად გამეგო ამბები, რადგან მტკივნეული იყო.

მესამე ფაზა ,დაცვითი მექანიზმი, იყო პროექცია - ეს მიშას ბრალი არ არის, ეს სხვისი ბრალია, ვიღაცამ აიძულა. ვცდილობდი, რომ აგრესიის ობიექტი არ ყოფილიყო მიშა.

მოკლედ ეს სამი რეაქცია მქონდა მოკლე დროში და საერთოდ, ეს ჯანსაღი ადამიანის ჩვეულებრივი, ბუნებრივი რეაქციაა, თუმცა ეს ძალიან დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს" - თქვა სანდრა რულოვსმა "ფორმულას" ეთრეში.