სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?
"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?

ერთ-ერთ იგავ­ში ვკი­თხუ­ლობთ: "ღმერ­თმა თი­ხის­გან ადა­მი­ა­ნი გა­მო­ძერ­წა და გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი თი­ხის ნა­წი­ლი დარ­ჩა.

- კი­დევ რა გა­მო­გი­ძერ­წო? - ჰკი­თხა ადა­მი­ანს.

- ბედ­ნი­ე­რე­ბა, - იყო პა­სუ­ხი.

ღმერ­თს არა­ფე­რი უთ­ქვამს და ადა­მი­ანს გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი თი­ხის ნა­წი­ლი ხელ­ში ჩა­უ­დო"...

დიახ, ბედ­ნი­ე­რე­ბა ჩვენს ხელ­თაა, უნდა შევ­ძლოთ მისი თა­ვად და­ბა­დე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში ახა­ლი წელი დად­გე­ბა, ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ბედ­ნი­ე­რე­ბას გა­მორ­ჩე­უ­ლად და უხ­ვად უსურ­ვე­ბენ ხოლ­მე. მარ­თლაც რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა, რო­გორ მო­ვი­პო­ვოთ ის და ყვე­ლას შე­უძ­ლია თუ არა იყოს ბედ­ნი­ე­რი - ამა­ზე "ბედ­ნი­ე­რე­ბის ელჩი", პრო­ფე­სო­რი, გი­ნე­კო­ლოგ-რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

"ბედ­ნი­ე­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ის, სი­ხა­რუ­ლის ემო­ცი­ის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და ამ ემო­ცი­ის სა­კუ­თა­რი თა­ვი­სათ­ვის თუ სხვა­თათ­ვის გა­ბე­დუ­ლად გა­ზი­ა­რე­ბაა! სა­კუ­თარ მანტრებ­ში კი ეს ასე წარ­მო­ვა­ჩი­ნე: "ბედ­ნი­ე­რე­ბა სი­ხა­რუ­ლის ემო­ცი­ის გა­აზ­რე­ბით და გა­ზი­ა­რე­ბით იბა­დე­ბა! გა­ი­აზ­რე და გა­ა­ზი­ა­რე შენი ემო­ცია, შე­იგ­რძე­ნი შენი და სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა!“ მარ­ტი­ვად კი ასეა: "ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ზი­ა­რე­ბით იბა­დე­ბა!" - აღ­ნიშ­ნავს ბედ­ნი­ე­რე­ბის ელჩი (Dr. AG)

- ყვე­ლას შე­უძ­ლია იყოს ბედ­ნი­ე­რი?

- ყვე­ლას შე­უძ­ლია ცურ­ვის შეს­წავ­ლა? ალ­ბათ დიახ, თუმ­ცა ბევ­რმა ის არ იცის და არც აპი­რებს ის­წავ­ლოს! ჩემი აზ­რით, "შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია" და სა­კუ­თა­რი სი­ხა­რუ­ლის ემო­ცია სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბად რომ და­ბა­დოს ადა­მი­ან­მა, ვფიქ­რობ, მონ­დო­მე­ბი­სა და ემო­ცი­ა­თა უკეთ ფლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია! ვი­მე­ო­რებ, ბედ­ნი­ე­რე­ბა გა­ზი­ა­რე­ბით იბა­დე­ბა! ე.ი. თუ სი­ხა­რუ­ლი, თუნ­დაც სა­კუ­თარ თავს, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია გა­ვუ­ზი­ა­რო და ის მი­ნი­მუმ ხმა­მაღ­ლა "გა­მო­ვუმ­ზე­უ­რო" მხო­ლოდ სა­კუ­თარ მეს, უკვე ბედ­ნი­ე­რე­ბად და­ი­ბა­დე­ბა! გულ­წრფე­ლად ასე მგო­ნია! სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცია ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა-გა­ცე­მაა!

- რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ოს ამას ადა­მი­ან­მა - რა უნდა გა­ა­კე­თოს ამის­თვის?

- ამის მზა რე­ცეპ­ტი რომ მქონ­დეს, ალ­ბათ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის, მი­ნი­მუმ, ერ­თგზის ლა­უ­რე­ა­ტი ვიქ­ნე­ბო­დი! თუმ­ცა, გავ­ბე­დე, ვიყო ის, ვინც ვარ, არ მო­მე­რი­და და შევ­ძე­ლი, სი­ხა­რუ­ლის ემო­ცია ბედ­ნი­ე­რე­ბად და­მე­ბა­დე­ბი­ნა. ჩემი "ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კის" კონ­ცეფ­ცი­ა­საც გა­გი­ზი­ა­რებთ. როცა ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­პო­ვებს (ანუ სა­კუ­თა­რი თა­ვის წნე­ხის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მაგ.: "რას იტყვის ხალ­ხი!") როცა ის თა­ვის პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას შე­იქ­მნის, შემ­დეგ კი პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას პი­როვ­ნულ ღირ­სე­ბას მი­უ­მა­ტებს, მგო­ნია, უსა­თუ­ოდ იგ­რძნობს პი­როვ­ნულ ბედ­ნი­ე­რე­ბას! ესეც პი­როვ­ნუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის ჩემი ფორ­მუ­ლა - პი­როვ­ნულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას + პი­როვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა = პი­როვ­ნულ ბედ­ნი­ე­რე­ბას!

"სი­ხა­რუ­ლის ემო­ცია" ავ­ტო­რი: Dr. AG (არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე)

- ბედ­ნი­ე­რე­ბის მიღ­წე­ვა­ში რა უშ­ლის ხელს ადა­მი­ანს?

- "შვი­ლო, არ თქვა ბედ­ნი­ე­რი ვარ! ღმერ­თმა არ გი­წყი­ნოს ან ვინ­მემ არ გაგ­თვა­ლოს. ათა­სი ბო­რო­ტი და შუ­რი­ა­ნი და­დის ამ ქვე­ყა­ნა­ზე!" - ასე ას­წავ­ლიდ­ნენ დე­დე­ბი შვი­ლებს, რად­გა­ნაც ასე იყ­ვნენ თა­ვად "ნას­წავ­ლნი" და აღ­ზრდილ­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე ფიქ­რსაც კი გა­ურ­ბო­და არა თუ ხმა­მაღ­ლა იმის თქმას, რომ ბედ­ნი­ე­რია!

"ასეთ რთულ დრო­ში რა დროს ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ნახე, რა ხდე­ბა ირ­გვლივ, ეს პან­დე­მია, უამ­რა­ვი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვა"... - ასე­თი იყო და არის გან­სჯე­ბი! ჩემი აზ­რით, ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბას, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად ხელს ის უშ­ლის, რომ არა­სო­დეს არა­ვინ გვას­წავ­ლი­და მიზ­ნის და­სახ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბას! მიზ­ნის და­სახ­ვა კი ვფიქ­რობ, ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ბედ­ნი­ე­რე­ბის ემო­ცი­ის სა­კუ­თარ თავ­ში მო­სა­პო­ვებ­ლად! რო­გორ? აქ ჩემ­სა­ვე ერთ მანტრას მო­ვიშ­ვე­ლი­ებ: "სი­ცო­ცხლის არსი! მიზ­ნის და­სახ­ვა სი­ცო­ცხლის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი მთა­ვა­რი ძა­ლაა! მიზ­ნის­კენ სწრაფ­ვა, სვლა კი ადა­მი­ა­ნუ­რი ყო­ფის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ხაზი! სი­ცო­ცხლის არსი!" მიზ­ნის­კენ სვლა მუდ­მი­ვი მოქ­მე­დე­ბაა!

"შე­იძ­ლე­ბა ქმე­დე­ბებს ყო­ველ­თვის არ მო­აქვს ბედ­ნი­ე­რე­ბა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ბედ­ნი­ე­რე­ბა მოქ­მე­დე­ბის გა­რე­შე"-ო ამას ამ­ბობ­და ბენ­ჟა­მენ დიზ­რა­ე­ლი და ეს სრუ­ლად ასე­ვე მეს­მის. მიზ­ნის და­სახ­ვა და მიზ­ნის­კენ სვლა, ვფიქ­რობ, ბედ­ნი­ე­რე­ბის "პოვ­ნი­სა" და შეგ­რძნე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი "პი­რო­ბაა!"

"სიყ­ვა­რუ­ლის გა­ლაქ­ტი­კა" ავ­ტო­რი: Dr. AG (არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე)

- ბედ­ნი­ე­რე­ბის ელჩი რო­გორ აჯა­მებთ და აცი­ლებთ 2021 წელს?

- 2021 სა­ოც­რად ზეპ­რო­დუქ­ტი­უ­ლი, "უძა­ლი­ა­ნე­სად პო­ზი­ტი­უ­რად ემო­ცი­უ­რი" წელი იყო! ჩვე­ნი კლი­ნი­კის გუნ­დის და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით 700-ზე მეტი ახა­ლი სი­ცო­ცხლე შევ­ქმე­ნით! ეს 170-ით მე­ტია, ვიდ­რე 2020-ში! გა­მო­ვე­ცი ჩემი სა­კუ­თა­რი მანტრე­ბის კრე­ბუ­ლი. მანტრე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბის ელ­ჩის (Dr. AG) სა­გან:

• გიყ­ვარ­დეს - სიყ­ვა­რუ­ლი ზრუნ­ვაა!.. ზრუნ­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი კი, ბედ­ნი­ე­რე­ბაა!

• და­ა­ფა­სე გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბა (თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­თურთ) და იგ­რძნობ თა­ვი­სუფ­ლე­ბას!

• ნუ შე­გა­ში­ნებს ნურც სი­ცო­ცხლე (ხვა­ლინ­დე­ლი დღე პრობ­ლე­მე­ბი­თა და გა­მოწ­ვე­ვე­ბით) და ნურც სიკ­ვდი­ლი, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი! პა­ტი­ვი ეცი სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას ცხოვ­რე­ბი­სას და იგ­რძნობ მყი­სი­ე­რად სა­კუ­თარ ბედ­ნი­ე­რე­ბას!

• სი­ცო­ცხლის ძალა სიყ­ვა­რუ­ლია, ანუ სი­ცო­ცხლე სიყ­ვა­რუ­ლია! შევ­ქმე­ნი და სა­კუ­თარ მანტრებ­ზე ჩავ­წე­რე სა­კუ­თა­რი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა (მად­ლო­ბა მა­ესტრო გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძეს!)

დღეს ეს მუ­სი­კა "ვა­კის პარკში" ბა­ღის სკა­მებ­ზე ჩემი ნა­ხა­ტე­ბის რეპ­რინ­ტებ­ზე QR კო­დე­ბი­სა და მანტრე­ბის ტექ­სტე­ბის სა­ხი­თა ღია ცის ქვე­შაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. და­ვი­წყე სა­კუ­თა­რი სა­ავ­ტო­რო მე­ტა­ლის არ­ტის შექ­მნა (გა­მორ­ჩე­უ­ლი მად­ლო­ბა/მად­ლი­ე­რე­ბა ჩემს უახ­ლო­ეს თა­ნა­მო­აზ­რეს, ხე­ლო­ვანს, მხატ­ვარ დი­ზა­ი­ნერ ნინო მი­რი­ა­ნაშ­ვილს) და ჩემი პირ­ვე­ლი "ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კა" ნიუ-იორკში ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრში ჩემს 58-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე 02 აგ­ვის­ტოს გავ­ხსე­ნი! წლის ბო­ლო­სათ­ვის კი ის უკვე მსოფ­ლი­ოს 5 კონ­ტი­ნენტზე 12 სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი (ამე­რი­კა, ევ­რო­პა, აფ­რი­კა, აზია, ავ­სტრა­ლია).

"ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კა" ავ­ტო­რი: Dr. AG (არ­სენ გვე­ნე­ტა­ძე)

ამ­ბო­ბენ, 4 თვე­ში მთელ დე­და­მი­წა­ზე მისი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა გი­ნე­სის წიგნ­ში შე­სა­ტა­ნი მსოფ­ლიო რე­კორ­დი­აო. "დიდი დო­ზით გავ­ბე­დე", გავ­ბე­დე და გავ­ხდი ის, ვინც ვარ! სრუ­ლად გა­ვიხ­სე­ნი და "ავი­ფეთ­ქე" სიყ­ვა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი სი­ცო­ცხლი­სა! ბევ­რი მანტრა თუ ლექ­სი თა­ვი­სი მუ­სი­კით ვუ­ძღვე­ნი მას და სრუ­ლად გა­მო­ვამ­ზე­უ­რე. "სიყ­ვა­რუ­ლის გა­ლაქ­ტი­კა" ევ­რო­პის ერთ-ერთი პრე­ზი­დენ­ტის მუ­ზე­უმ­შიც კი "გავ­ტყორ­ცნე" "ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ლაქ­ტი­კას­თან" ერ­თად (იმე­დი მაქვს, 2022 იან­ვარ­ში, როცა ის პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში აღი­მარ­თე­ბა, სა­ჯა­როდ გა­გი­ზი­ა­რებთ, ჯერ კი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი არ ვარ, ქვე­ყა­ნა და­ვა­სა­ხე­ლო). აქვე უსა­ზღვრო, უკი­დე­გა­ნო მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ჩემი სიყ­ვა­რუ­ლის ემო­ცია გა­ი­ზი­ა­რა ჩემს რე­ა­ლურ თუ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში და სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ფეთ­ქე­ბე­ლი ინ­სპი­რა­ცი­ის, თუნ­დაც ერთი ნა­პერ­წკა­ლი მა­ინც გა­ი­ღო ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­საღ­ვი­ვებ­ლად!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

ბილოს გავფრინდებიᲗ Თუ გავაფრენᲗ? 

mg
20

როგორ ასხია..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?

"ჩემი "ბედნიერების გალაქტიკა" მსოფლიოს 5 კონტინენტზეა განთავსებული... გიზიარებთ მის კონცეფციას" - ვინ არის საქართველოში "ბედნიერების ელჩი" და რას გვირჩევს ის?

ერთ-ერთ იგავში ვკითხულობთ: "ღმერთმა თიხისგან ადამიანი გამოძერწა და გამოუყენებელი თიხის ნაწილი დარჩა.

- კიდევ რა გამოგიძერწო? - ჰკითხა ადამიანს.

- ბედნიერება, - იყო პასუხი.

ღმერთს არაფერი უთქვამს და ადამიანს გამოუყენებელი თიხის ნაწილი ხელში ჩაუდო"...

დიახ, ბედნიერება ჩვენს ხელთაა, უნდა შევძლოთ მისი თავად დაბადება.

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება, ამ დროს ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას გამორჩეულად და უხვად უსურვებენ ხოლმე. მართლაც რა არის ბედნიერება, როგორ მოვიპოვოთ ის და ყველას შეუძლია თუ არა იყოს ბედნიერი - ამაზე "ბედნიერების ელჩი", პროფესორი, გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი არსენ გვენეტაძე გვესაუბრება.

"ბედნიერება პოზიტიური ემოციის, სიხარულის ემოციის გაცნობიერება და ამ ემოციის საკუთარი თავისათვის თუ სხვათათვის გაბედულად გაზიარებაა! საკუთარ მანტრებში კი ეს ასე წარმოვაჩინე: "ბედნიერება სიხარულის ემოციის გააზრებით და გაზიარებით იბადება! გაიაზრე და გააზიარე შენი ემოცია, შეიგრძენი შენი და სხვისი ბედნიერება!“ მარტივად კი ასეა: "ბედნიერება გაზიარებით იბადება!" - აღნიშნავს ბედნიერების ელჩი (Dr. AG)

- ყველას შეუძლია იყოს ბედნიერი?

- ყველას შეუძლია ცურვის შესწავლა? ალბათ დიახ, თუმცა ბევრმა ის არ იცის და არც აპირებს ისწავლოს! ჩემი აზრით, "შეუძლებელი არაფერია" და საკუთარი სიხარულის ემოცია საკუთარ ბედნიერებად რომ დაბადოს ადამიანმა, ვფიქრობ, მონდომებისა და ემოციათა უკეთ ფლობის შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია! ვიმეორებ, ბედნიერება გაზიარებით იბადება! ე.ი. თუ სიხარული, თუნდაც საკუთარ თავს, გაცნობიერებულად შემიძლია გავუზიარო და ის მინიმუმ ხმამაღლა "გამოვუმზეურო" მხოლოდ საკუთარ მეს, უკვე ბედნიერებად დაიბადება! გულწრფელად ასე მგონია! საუკეთესო ინვესტიცია ბედნიერების ინვესტირება-გაცემაა!

- როგორ უნდა მიაღწიოს ამას ადამიანმა - რა უნდა გააკეთოს ამისთვის?

- ამის მზა რეცეპტი რომ მქონდეს, ალბათ ნობელის პრემიის, მინიმუმ, ერთგზის ლაურეატი ვიქნებოდი! თუმცა, გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ, არ მომერიდა და შევძელი, სიხარულის ემოცია ბედნიერებად დამებადებინა. ჩემი "ბედნიერების გალაქტიკის" კონცეფციასაც გაგიზიარებთ. როცა ადამიანი პიროვნულ თავისუფლებას მოიპოვებს (ანუ საკუთარი თავის წნეხისგან გათავისუფლდება, მაგ.: "რას იტყვის ხალხი!") როცა ის თავის პიროვნულ ღირსებას შეიქმნის, შემდეგ კი პიროვნულ თავისუფლებას პიროვნულ ღირსებას მიუმატებს, მგონია, უსათუოდ იგრძნობს პიროვნულ ბედნიერებას! ესეც პიროვნული ბედნიერების ჩემი ფორმულა - პიროვნულ თავისუფლებას + პიროვნული ღირსება = პიროვნულ ბედნიერებას!

"სიხარულის ემოცია" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

- ბედნიერების მიღწევაში რა უშლის ხელს ადამიანს?

- "შვილო, არ თქვა ბედნიერი ვარ! ღმერთმა არ გიწყინოს ან ვინმემ არ გაგთვალოს. ათასი ბოროტი და შურიანი დადის ამ ქვეყანაზე!" - ასე ასწავლიდნენ დედები შვილებს, რადგანაც ასე იყვნენ თავად "ნასწავლნი" და აღზრდილნი. შესაბამისად, ადამიანი ბედნიერებაზე ფიქრსაც კი გაურბოდა არა თუ ხმამაღლა იმის თქმას, რომ ბედნიერია!

"ასეთ რთულ დროში რა დროს ბედნიერებაა, ნახე, რა ხდება ირგვლივ, ეს პანდემია, უამრავი შეჭირვებული და სხვადასხვა"... - ასეთი იყო და არის განსჯები! ჩემი აზრით, ბედნიერების შეგრძნებას, მნიშვნელოვანწილად ხელს ის უშლის, რომ არასოდეს არავინ გვასწავლიდა მიზნის დასახვის ხელოვნებას! მიზნის დასახვა კი ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ბედნიერების ემოციის საკუთარ თავში მოსაპოვებლად! როგორ? აქ ჩემსავე ერთ მანტრას მოვიშველიებ: "სიცოცხლის არსი! მიზნის დასახვა სიცოცხლის მამოძრავებელი მთავარი ძალაა! მიზნისკენ სწრაფვა, სვლა კი ადამიანური ყოფის ყველაზე საინტერესო ხაზი! სიცოცხლის არსი!" მიზნისკენ სვლა მუდმივი მოქმედებაა!

"შეიძლება ქმედებებს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, მაგრამ არ არსებობს ბედნიერება მოქმედების გარეშე"-ო ამას ამბობდა ბენჟამენ დიზრაელი და ეს სრულად ასევე მესმის. მიზნის დასახვა და მიზნისკენ სვლა, ვფიქრობ, ბედნიერების "პოვნისა" და შეგრძნების ერთ-ერთი მთავარი "პირობაა!"

"სიყვარულის გალაქტიკა" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

- ბედნიერების ელჩი როგორ აჯამებთ და აცილებთ 2021 წელს?

- 2021 საოცრად ზეპროდუქტიული, "უძალიანესად პოზიტიურად ემოციური" წელი იყო! ჩვენი კლინიკის გუნდის დაუღალავი შრომით 700-ზე მეტი ახალი სიცოცხლე შევქმენით! ეს 170-ით მეტია, ვიდრე 2020-ში! გამოვეცი ჩემი საკუთარი მანტრების კრებული. მანტრები ბედნიერების ელჩის (Dr. AG) საგან:

• გიყვარდეს - სიყვარული ზრუნვაა!.. ზრუნვა და სიყვარული კი, ბედნიერებაა!

• დააფასე განვლილი ცხოვრება (თავისი წარმატება წარუმატებლობითურთ) და იგრძნობ თავისუფლებას!

• ნუ შეგაშინებს ნურც სიცოცხლე (ხვალინდელი დღე პრობლემებითა და გამოწვევებით) და ნურც სიკვდილი, ყველა ადამიანის ლოგიკური დასასრული! პატივი ეცი საკუთარ ისტორიას ცხოვრებისას და იგრძნობ მყისიერად საკუთარ ბედნიერებას!

• სიცოცხლის ძალა სიყვარულია, ანუ სიცოცხლე სიყვარულია! შევქმენი და საკუთარ მანტრებზე ჩავწერე საკუთარი ელექტრონული მუსიკა (მადლობა მაესტრო გიორგი კობერიძეს!)

დღეს ეს მუსიკა "ვაკის პარკში" ბაღის სკამებზე ჩემი ნახატების რეპრინტებზე QR კოდებისა და მანტრების ტექსტების სახითა ღია ცის ქვეშაა განთავსებული. დავიწყე საკუთარი საავტორო მეტალის არტის შექმნა (გამორჩეული მადლობა/მადლიერება ჩემს უახლოეს თანამოაზრეს, ხელოვანს, მხატვარ დიზაინერ ნინო მირიანაშვილს) და ჩემი პირველი "ბედნიერების გალაქტიკა" ნიუ-იორკში ქართული კულტურის ცენტრში ჩემს 58-ე დაბადების დღეზე 02 აგვისტოს გავხსენი! წლის ბოლოსათვის კი ის უკვე მსოფლიოს 5 კონტინენტზე 12 სხვადასხვა ლოკაციაზეა განთავსებული (ამერიკა, ევროპა, აფრიკა, აზია, ავსტრალია).

"ბედნიერების გალაქტიკა" ავტორი: Dr. AG (არსენ გვენეტაძე)

ამბობენ, 4 თვეში მთელ დედამიწაზე მისი სწრაფი გავრცელება გინესის წიგნში შესატანი მსოფლიო რეკორდიაო. "დიდი დოზით გავბედე", გავბედე და გავხდი ის, ვინც ვარ! სრულად გავიხსენი და "ავიფეთქე" სიყვარული, სიყვარული სიცოცხლისა! ბევრი მანტრა თუ ლექსი თავისი მუსიკით ვუძღვენი მას და სრულად გამოვამზეურე. "სიყვარულის გალაქტიკა" ევროპის ერთ-ერთი პრეზიდენტის მუზეუმშიც კი "გავტყორცნე" "ბედნიერების გალაქტიკასთან" ერთად (იმედი მაქვს, 2022 იანვარში, როცა ის პრეზიდენტის რეზიდენციაში აღიმართება, საჯაროდ გაგიზიარებთ, ჯერ კი უფლებამოსილი არ ვარ, ქვეყანა დავასახელო). აქვე უსაზღვრო, უკიდეგანო მადლობა ყველას, ვინც ჩემი სიყვარულის ემოცია გაიზიარა ჩემს რეალურ თუ სოციალურ სივრცეში და სიცოცხლის სიყვარულის ამფეთქებელი ინსპირაციის, თუნდაც ერთი ნაპერწკალი მაინც გაიღო ჩემთვის ბედნიერების გასაღვივებლად!