მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2021 წელს მშობლები გახდნენ
"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2021 წელს მშობლები გახდნენ

პან­დე­მი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, იქ­მნე­ბა ოჯა­ხე­ბი, იბა­დე­ბი­ან პა­ტა­რე­ბი. 2021 წელი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას რომ რე­კორ­დუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის­თვის, რად­გან სხვა წლებ­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რი მათ­გა­ნი პირ­ვე­ლად ეზი­ა­რა მშობ­ლის გრძნო­ბას... მო­დით გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი, რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ვარკსვლა­ვე­ბი გახ­დნენ მშობ­ლე­ბი 2021 წელს.

გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი

ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გას­ვი­ან­სა და მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვილს ერთი კვი­რის წინ პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. პა­ტა­რას გა­ლაქ­ტი­ო­ნი და­არ­ქვეს და ბედ­ნი­ერ მა­მას უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­უ­ლო­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის და­ბა­დე­ბა.

მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი

ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ეკა მიშ­ვე­ლა­ძის შვი­ლი, მაკო კვი­ტა­იშ­ვი­ლი თა­ვა­დაც ტე­ლე­სა­ხეა. 2021 წელს მაკო პირ­ვე­ლად გახ­და დედა და ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რას კიტა და­არ­ქვეს. ეკა მიშ­ვე­ლა­ძის­თვის კიტა პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლია.

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე

გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე მამა 2021 წლის იან­ვარ­ში გახ­და. მსა­ხი­ობს მე­ო­რე გო­გო­ნა, სა­ხე­ლად ნიკა, მა­რი­ამ ნა­დი­რა­ძეს­თან მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ე­ძი­ნა. გი­ორ­გი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს, სა­დაც ჩანს, რომ აქ­ტი­უ­რად არის პა­ტა­რას მოვ­ლა­ში ჩარ­თუ­ლი. გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ერთი გო­გო­ნა ჰყავს.

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი ალექ­სან­დრეს მამა 26 მა­ისს გახ­და. ახალ­ბე­და მამა ხში­რად ასე­ირ­ნებს პა­ტა­რას ბუ­ნე­ბა­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს და წელს ან­დრია შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად რეკ­ლა­მა­შიც კი გა­და­ი­ღეს.

არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ნუცა ქავ­თა­რა­ძე

არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი და ნუცა ქავ­თა­რა­ძე მშობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ გახ­დნენ. მსა­ხი­ობ­მა პირ­ველ შვილს სანი და­არ­ქვა. მა­მის ამ­პლუ­ა­ში არ­ჩი­ლი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია და ამას ხში­რად აღ­ნიშ­ნავს ეთერ­ში გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნი­სას.

თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე

მა­რი­ნა კა­ზა­კო­ვა­სა და ლე­ვან წუ­ლა­ძეს პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე „სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის“ ცნო­ბი­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა. თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი ბი­ჭის მშობ­ლე­ბი გახ­დნენ და პა­ტა­რას ან­დრია და­არ­ქვეს.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე

ცნო­ბილ ტე­ლე­სა­ხე­სა და მო­დელს სა­ერ­თო შვი­ლი ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას­თან შე­ე­ძი­ნა. გო­გო­ნას ვიქ­ტო­რია და­არ­ქვეს და მშო­ბი­ა­რო­ბას მამა და­ეს­წრო. ალექ­სან­დრა და და­ვით კო­დუა წელს ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი წყვი­ლი იყ­ვნენ. მათ­ზე მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად იწე­რე­ბო­და.

ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი

ოპე­რის მომ­ღე­რალ ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილ­სა და ოთო მა­ი­სუ­რა­ძეს წელს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ლი­ლე­ა­ნა და­არ­ქვეს. პა­ტა­რა 30 ნო­ემ­ბერს და­ი­ბა­და.

ნინო მა­ჩა­ი­ძე

ულა­მა­ზე­სი ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი ნინო მა­ჩა­ი­ძე გო­გო­ნას დედა 2021 წლის იან­ვარ­ში გახ­და. 37 წლის მომ­ღე­რალს მე­ო­რე შვი­ლი ელე­ნა შე­ე­ძი­ნა. ნინო მა­ჩა­ი­ძე იტა­ლი­ელ მომ­ღე­რალ­ზე გვი­დო ლო­კონ­სო­ლო­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. წყვი­ლი მი­ლან­ში ცხოვ­რობს. მათ ელე­ნას გარ­და, ერთი ვაჟი, ალე­სან­დრო ჰყავთ.

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი

2021 წელს ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებს ვაჟი შე­ე­ძი­ნათ. იო­ა­ნემ პირ­ველ შვილს, მა­მის ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ონ მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პრინ­ცის მამა 2017 წელს ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ანა დო­ლი­ძე

"მოძ­რა­ო­ბა ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი ანა დო­ლი­ძე 2021 წელს მე­ო­რე შვი­ლის დედა გახ­და. პო­ლი­ტი­კოსს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა და კრა­ვაი და­არ­ქვა. პო­ლი­ტი­კო­სი მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ არ სა­უბ­რობს. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძეს­თან სა­ერ­თო ვაჟი ჰყავს.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე

მსა­ხი­ობ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­სა და მის მე­უღ­ლეს ენი გა­სი­ე­ვას მე­ო­რე შვი­ლი - გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც ლუნა და­არ­ქვეს. გი­ორ­გის­თვის ლუნა მე­ო­თხე შვი­ლია, ის ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში ძა­ლი­ან ჩარ­თუ­ლი მა­მაა და რო­გორც ამ­ბობს, მიხ­ვდა, რომ თა­ვი­სი მი­სია ბავ­შვე­ბის აღ­ზრდაა.

ქეთა თო­ფუ­რია

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ქეთა თო­ფუ­რია მე­ო­რე შვი­ლის დედა 2021 წელს გახ­და. ახალ­შო­ბილს ადა­მი და­არ­ქვა. ის ქეთა თო­ფუ­რი­ა­სა და დიპ­ლო­მატ ლევ ძენ­გო­ვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თო შვი­ლია. ქე­თას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ლევ გე­იხ­მან­თან შვი­დი წლის ოლი­ვია ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
5

ბავშვები ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ რომ გაიზრდებიან სამშობლო ექნებათ?

უბრალო
5

ძალიან სასიხარულო ამბებს გვამცნობთ, მაგრამ ცოტას ხო არ აჭარბებთ???? "ვარსკვლავებთან" 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2021 წელს მშობლები გახდნენ

"ბეიბიბუმი" ცნობილებში - ქართველი ვარსკვლავები, რომლებიც 2021 წელს მშობლები გახდნენ

პანდემიის მიუხედავად, ცხოვრება გრძელდება, იქმნება ოჯახები, იბადებიან პატარები. 2021 წელი შეიძლება ითქვას რომ რეკორდული აღმოჩნდა ქართველი ვარსკვლავებისთვის, რადგან სხვა წლებთან შედარებით, ბევრი მათგანი პირველად ეზიარა მშობლის გრძნობას... მოდით გადავავლოთ თვალი, რომელი ქართველი ვარკსვლავები გახდნენ მშობლები 2021 წელს.

გიორგი გასვიანი

ტელეწამყვან გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს ერთი კვირის წინ პირველი შვილი, ვაჟი შეეძინათ. პატარას გალაქტიონი დაარქვეს და ბედნიერ მამას უამრავმა ადამიანმა მიულოცა სოციალურ ქსელში შვილის დაბადება.

მაკო კვიტაიშვილი

ცნობილი ტელეწამყვანის, ეკა მიშველაძის შვილი, მაკო კვიტაიშვილი თავადაც ტელესახეა. 2021 წელს მაკო პირველად გახდა დედა და ვაჟი შეეძინა. პატარას კიტა დაარქვეს. ეკა მიშველაძისთვის კიტა პირველი შვილიშვილია.

გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძე მამა 2021 წლის იანვარში გახდა. მსახიობს მეორე გოგონა, სახელად ნიკა, მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში შეეძინა. გიორგი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ აქტიურად არის პატარას მოვლაში ჩართული. გიორგის პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა ჰყავს.

ანდრია გველესიანი

ანდრია გველესიანი ალექსანდრეს მამა 26 მაისს გახდა. ახალბედა მამა ხშირად ასეირნებს პატარას ბუნებაში, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წელს ანდრია შვილთან და მეუღლესთან ერთად რეკლამაშიც კი გადაიღეს.

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე

არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე მშობლები რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ გახდნენ. მსახიობმა პირველ შვილს სანი დაარქვა. მამის ამპლუაში არჩილი ძალიან ბედნიერია და ამას ხშირად აღნიშნავს ეთერში გადაცემის წაყვანისას.

თინათინ წულაძე

მარინა კაზაკოვასა და ლევან წულაძეს პირველი შვილიშვილი შეეძინათ. თინათინ წულაძე „სუხიშვილების“ ცნობილი მოცეკვავეა. თინათინ წულაძე და მისი მეუღლე გიორგი კოტეტიშვილი ბიჭის მშობლები გახდნენ და პატარას ანდრია დაარქვეს.

ალექსანდრა პაიჭაძე

ცნობილ ტელესახესა და მოდელს საერთო შვილი ბიზნესმენ დავით კოდუასთან შეეძინა. გოგონას ვიქტორია დაარქვეს და მშობიარობას მამა დაესწრო. ალექსანდრა და დავით კოდუა წელს ყველაზე განხილვადი წყვილი იყვნენ. მათზე მედიაში მუდმივად იწერებოდა.

ანიტა რაჭველიშვილი

ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილსა და ოთო მაისურაძეს წელს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლილეანა დაარქვეს. პატარა 30 ნოემბერს დაიბადა.

ნინო მაჩაიძე

ულამაზესი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო მაჩაიძე გოგონას დედა 2021 წლის იანვარში გახდა. 37 წლის მომღერალს მეორე შვილი ელენა შეეძინა. ნინო მაჩაიძე იტალიელ მომღერალზე გვიდო ლოკონსოლოზეა დაქორწინებული. წყვილი მილანში ცხოვრობს. მათ ელენას გარდა, ერთი ვაჟი, ალესანდრო ჰყავთ.

ქრისტინე და იოანე ბაგრატიონები

2021 წელს ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ. იოანემ პირველ შვილს, მამის ბაგრატ ბაგრატიონ მუხრანელის სახელი დაარქვა. პრინცის მამა 2017 წელს ესპანეთში გარდაიცვალა.

ანა დოლიძე

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე 2021 წელს მეორე შვილის დედა გახდა. პოლიტიკოსს გოგონა შეეძინა და კრავაი დაარქვა. პოლიტიკოსი მეორე ქორწინების შესახებ არ საუბრობს. პირველი ქორწინებიდან ირაკლი კაკაბაძესთან საერთო ვაჟი ჰყავს.

გიორგი ყიფშიძე

მსახიობ გიორგი ყიფშიძესა და მის მეუღლეს ენი გასიევას მეორე შვილი - გოგონა შეეძინათ, რომელსაც ლუნა დაარქვეს. გიორგისთვის ლუნა მეოთხე შვილია, ის ბავშვების მოვლაში ძალიან ჩართული მამაა და როგორც ამბობს, მიხვდა, რომ თავისი მისია ბავშვების აღზრდაა.

ქეთა თოფურია

რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია მეორე შვილის დედა 2021 წელს გახდა. ახალშობილს ადამი დაარქვა. ის ქეთა თოფურიასა და დიპლომატ ლევ ძენგოვის პირველი საერთო შვილია. ქეთას პირველი ქორწინებიდან ლევ გეიხმანთან შვიდი წლის ოლივია ჰყავს.