მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, მილიონობით ვაქცინა გვაქვს და ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავს" - იმნაძე
"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, მილიონობით ვაქცინა გვაქვს და ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავს" - იმნაძე

ცუდ სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი ამას, ახლა მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში და ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­რე­ბი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ სწი­რა­ვენ თა­ვის თავს, -ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მა სხვა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში­ცაა, რომ­ლებ­საც შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი­სად­მი აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა.

"არი­ან ულტრა­კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ან ნუ გვცრი­თო და არი­ან ულტრა­ლი­ბე­რა­ლე­ბი, არა­ვი­თა­რი შე­ზღუდ­ვა არ გვინ­დაო. ბევ­რი რამ კი შე­იძ­ლე­ბო­და, რა თქმა უნდა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად მე ცუდ სიზ­მარ­შიც ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი იმას, რომ ჩვენ სულ გვე­ში­ნო­და ზა­ფხუ­ლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რომ ვაქ­ცი­ნე­ბი გვექ­ნე­ბო­და თუ არა საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით, ახლა მი­ლი­ო­ნო­ბით ვაქ­ცი­ნა ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს და ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­რე­ბი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სიკ­ვდი­ლოდ სწი­რა­ვენ თა­ვის თავს.

მე სხვა­თა შო­რის ერთი-ორ­ჯერ ვცა­დე, კო­მენ­ტა­რებს არ ვშლი, რამ­დე­ნი­მეს­თან შე­ვე­დი პო­ლე­მი­კა­ში, მინ­დო­და, და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა ფაქ­ტე­ბით და არ­გუ­მენ­ტე­ბით, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია სა­სი­კე­თოა და ჩვენს სი­ცო­ცხლეს იცავს, სამ­წუ­ხა­როდ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ვი­თა­რი აზრი არ აქვს. ეს არის ბევ­რი ქვეყ­ნის პრობ­ლე­მა, მით უმე­ტეს ჩვენ­ნა­ი­რი ქვეყ­ნის, რო­მელ­საც აქვს მიდ­რე­კი­ლე­ბა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბი­სად­მი”, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

beso
2

თუ ეს არ აზროვნებს, ან კომპეტენციის დეფიციტშია, ჩვენ რას გვერჩით საქჟურნალისტო!? ყველაფერს შეიძლება შეეხოთ თქვენ და საქმღვდელმთავრობა, მაგრამ ენას, ქართულ ენას ვერ შეეხებით ვერასდროს, რადგან დაგწვავთ ის. გიხაროდეთ!>>>>>>>>>რისთვის შექმნა ადამიანმა ენა, თუ არა დისკურსისათვის, რომ დანახულზე გვემსჯელა და ორუელის ფრაზების ფენომენი შეგვექმნა იმ დროსაც, როცა ვსახიჩრდებით, ან ვნადგურდებით ტრაწიან ვირუსთან შეხებაში, რომელსაც იმნაძე თუ არ იცნობდა(დღესაც ვერ მოდის აზრზე)!? რა უნდა გეთქვას შენ და საქმღვდელმთავრობას ქრისტეს ავტოკეფალიაში, თუ არა ის რასაც ვამბობ, გააუქმეთ ეს უკანასკნელი, რადგან მან მოკლა ადამიანი სააქრთველოში, ბურდინუა-ჩურჩინუას საზოგადოებამ კვერთხით ხელში, რომლის ცხვარს უნარი არ მიეცემა და არც მსჯელობს ენაში, რომელიც წინაპარმა გაადრჩენისათვის შეუქმნა, რომ ემსჯელა ამ დროს. ყველა ენას ერთი დანიშნულება გააჩდა, დანახულის გადმოცემისა და მტკიცებულების, ასე რომ ვინც მას ქმნიდა არისტოტელე და პლატონი თავში ქონდა. გიხაროდეთ, რას ერჩით წინაპრებს, ისინი ისედაც გაბრაზებული არიან ჩვენზე, ეს რა თაობას ჩაუვარდა ქვეყანაო, მათსიზარმაცესა და ხურდელობაში არ გამოუტარებიათ ერი, ფულ;ი ბაბაში, არამედ შრომასა და აზროვნებაში. გიხაროდეთ, დიდება უფალს!

ავტორი:

"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, მილიონობით ვაქცინა გვაქვს და ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავს" - იმნაძე

"ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, მილიონობით ვაქცინა გვაქვს და ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავს" - იმნაძე

ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ამას, ახლა მილიონობით ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პრობლემა სხვა ბევრ ქვეყანაშიცაა, რომლებსაც შეთქმულების თეორიებისადმი აქვთ მიდრეკილება.

"არიან ულტრაკონსერვატორები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან ნუ გვცრითო და არიან ულტრალიბერალები, არავითარი შეზღუდვა არ გვინდაო. ბევრი რამ კი შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად მე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ჩვენ სულ გვეშინოდა ზაფხულიდან მოყოლებული, რომ ვაქცინები გვექნებოდა თუ არა საკმარისი რაოდენობით, ახლა მილიონობით ვაქცინა ქვეყანაში გვაქვს და ადამიანები არ იცრებიან, ადამიანები სასიკვდილოდ სწირავენ თავის თავს.

მე სხვათა შორის ერთი-ორჯერ ვცადე, კომენტარებს არ ვშლი, რამდენიმესთან შევედი პოლემიკაში, მინდოდა, დამემტკიცებინა ფაქტებით და არგუმენტებით, რომ ვაქცინაცია სასიკეთოა და ჩვენს სიცოცხლეს იცავს, სამწუხაროდ დავრწმუნდი, რომ არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის ბევრი ქვეყნის პრობლემა, მით უმეტეს ჩვენნაირი ქვეყნის, რომელსაც აქვს მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისადმი”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.