მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა
მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა

ექ­სტრა­სენსს უწო­დე­ბენ ზემგრძნო­ბი­ა­რე უნა­რე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბულ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია მო­მა­ვა­ლი გან­ჭვრი­ტოს. ამ მოვ­ლე­ნის მეც­ნი­ე­რუ­ლი ახ­სნა ჯერ არ არ­სე­ბობს. ერთ-ერთი, ვინც ამ უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭით იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, ვოლფ მე­სინ­გი გახ­ლდათ. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ექ­სტრა­სენ­სი და ჰიპ­ნო­ზი­ო­რი - ამ სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი კაცს, რო­მელ­მაც სტა­ლი­ნი­სა და ჰიტ­ლე­რის მო­მა­ვა­ლი წი­ნას­წარ იცო­და.

აუხ­სნე­ლი ნი­ჭის წყა­ლო­ბით მან პირ­ვე­ლი და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომე­ბის და­წყე­ბის და დამ­თავ­რე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღე­ბიც და­ა­სა­ხე­ლა. მე­სინ­გმა ჯერ კი­დევ 1943 წელს იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, რომ ომი 1945 წლის 9 მა­ისს დამ­თავ­რდე­ბო­და და რა­იხსტაგ­ზე წი­თე­ლი დრო­შა აფ­რი­ალ­დე­ბო­და. რა ვი­ცით მე-20 სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე იდუ­მა­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის შე­სა­ხებ? - ის, რომ მე­სინ­გის ფე­ნო­მე­ნი დღემ­დე ამო­უხ­სნე­ლია, ის, რომ ვოლფ მე­სინ­გის და­ჭე­რა­ზე ჰიტ­ლერს სო­ლი­დუ­რი ჯილ­დო ჰქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, ის, რომ ლე­გენ­დად იქცა... ცნო­ბი­ლია, რომ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი უნა­რის წყა­ლო­ბით ჯერ ჰიტ­ლე­რი გა­ა­ო­ცა, მერე კი სტა­ლი­ნის პი­რა­დი მრჩე­ვე­ლი გახ­და.

გა­სა­ო­ცა­რი ვოლფ მე­სინ­გი

1899 წლის 10 სექ­ტემ­ბერს ვარ­შა­ვის მახ­ლობ­ლად, პა­ტა­რა ებ­რა­ულ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და ბიჭი, რო­მელ­მაც ცოტა ხან­ში მსოფ­ლიო გა­აკ­ვირ­ვა. სა­ო­ცა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა. მო­ზარ­დი იყო, როცა ვარ­შა­ვა­ში გა­იქ­ცა და უჩ­ვე­უ­ლო ნი­ჭის წყა­ლო­ბით მალე მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა. პო­ლო­ნე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ მისი ბე­დის ჩარ­ხი უკუღ­მა დატ­რი­ალ­და: ოჯა­ხი ფა­შის­ტებ­მა ამო­უ­წყვი­ტეს, ხოლო თვი­თონ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თვის შე­ე­ფა­რე­ბი­ნა თავი, თუმ­ცა მა­ნამ­დე იყო 1937 წელი, როცა მან უჩ­ვე­უ­ლო რამ იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა: გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dr.herc
0

დღესაც არსებობენ მესინგები განსაკუთრებით 87 იანები

სიმართლე
2

მეორე მსოფლიო ომი 9 მაისს არ დამთავრებულა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა

მესინგის ფენომენი - კაცი, რომელმაც სტალინის მომავალი იწინასწარმეტყველა

ექსტრასენსს უწოდებენ ზემგრძნობიარე უნარებით დაჯილდოებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომავალი განჭვრიტოს. ამ მოვლენის მეცნიერული ახსნა ჯერ არ არსებობს. ერთ-ერთი, ვინც ამ უჩვეულო ნიჭით იყო დაჯილდოებული, ვოლფ მესინგი გახლდათ. წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი - ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ თანამედროვეები კაცს, რომელმაც სტალინისა და ჰიტლერის მომავალი წინასწარ იცოდა.

აუხსნელი ნიჭის წყალობით მან პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღებიც დაასახელა. მესინგმა ჯერ კიდევ 1943 წელს იწინასწარმეტყველა, რომ ომი 1945 წლის 9 მაისს დამთავრდებოდა და რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა. რა ვიცით მე-20 საუკუნის ყველაზე იდუმალი წინასწარმეტყველის შესახებ? - ის, რომ მესინგის ფენომენი დღემდე ამოუხსნელია, ის, რომ ვოლფ მესინგის დაჭერაზე ჰიტლერს სოლიდური ჯილდო ჰქონდა დაწესებული, ის, რომ ლეგენდად იქცა... ცნობილია, რომ განსაცვიფრებელი უნარის წყალობით ჯერ ჰიტლერი გააოცა, მერე კი სტალინის პირადი მრჩეველი გახდა.

გასაოცარი ვოლფ მესინგი

1899 წლის 10 სექტემბერს ვარშავის მახლობლად, პატარა ებრაულ სოფელში დაიბადა ბიჭი, რომელმაც ცოტა ხანში მსოფლიო გააკვირვა. საოცარი შესაძლებლობები ადრეულ ასაკშივე გამოავლინა. მოზარდი იყო, როცა ვარშავაში გაიქცა და უჩვეულო ნიჭის წყალობით მალე მიიქცია ყურადღება. პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ მისი ბედის ჩარხი უკუღმა დატრიალდა: ოჯახი ფაშისტებმა ამოუწყვიტეს, ხოლო თვითონ იძულებული გახდა საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა თავი, თუმცა მანამდე იყო 1937 წელი, როცა მან უჩვეულო რამ იწინასწარმეტყველა: განაგრძეთ კითხვა