პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას" - ლონდა თოლორაია
"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას" - ლონდა თოლორაია

"რა­ტომ­ღაც ჩა­ით­ვა­ლა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის ბავ­შვით მე ვერ შევ­ძლებ­დი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის და მისი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის დაც­ვას" - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტორ­მა ლონ­და თო­ლო­რა­ი­ამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის გა­ა­კე­თებს ყვე­ლა­ფერს იმის­თვის, რომ უწყე­ბის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი იყოს და­ცუ­ლი.

"ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა თუ სა­ხელ­მწო­ფო ინ­სექ­ტო­რი­სათ­ვის ძა­ლის­ხმე­ვის გა­წე­ვის შემ­დეგ, სამ­სა­ხუ­რის წარ­მა­ტე­ბუ­ლი 2 წლის თავ­ზე, მო­მი­წევ­და დღეს თქვენ წი­ნა­შე დგო­მა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სექ­ტო­რის გა­უქ­მე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი, თუმ­ცა ფაქ­ტია, ჩვენ ამ რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დავ­დე­ქით. 2021 წლის 25 დე­კემ­ბერს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის­თვის და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის­თვის მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხელ­წი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გა­უქ­მე­ბას და მის ბა­ზა­ზე ორი ახა­ლი უწყე­ბის შექ­მნას. კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი იყო სრუ­ლი­ად კონ­სპი­რა­ცი­უ­ლი, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია არც სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არ­ცერ­თი დარ­გის ექ­სპერტს.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის და­ი­ნი­ცი­რე­ბის დრო რა­ტომ­ღაც და­ემ­თხვა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდს, რო­დე­საც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა არ იმ­ყო­ფე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ემ­თხვა ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის დეკ­რეტ­ში ყოფ­ნის დროს. რა­ტომ­ღაც ჩა­ით­ვა­ლა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის ბავ­შვით მე ვერ შევ­ძლებ­დი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის და მისი თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის დაც­ვას, თუმ­ცა, დღეს აქ ვარ და გა­ვა­კე­თებ მაქ­სი­მუმს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად“, - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი არის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი გუნ­დი, რო­მელ­მაც ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვის სა­პა­სუ­ხოდ, გა­ა­კე­თა მაქ­სი­მუ­მი და ერთი მხრივ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი, ხოლო მე­ო­რე მხრივ, შექ­მნა მო­ხე­ლე­თა მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის პრაქ­ტი­კა და უპა­სუ­ხა იმ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვას, რის­თვი­საც ეს სამ­სა­ხუ­რი შე­იქ­მნა - შეძ­ლო აე­მაღ­ლე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა ამ კა­ტე­გო­რი­ის და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის მი­მართ.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წინ შეგ­ვხვდა არა­ერ­თი დაბ­რკო­ლე­ბა - გვქონ­და და გვაქვს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არა­საკ­მა­რი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­რან­ტი­ე­ბი და საქ­მი­ა­ნო­ბის არაქ­მე­დი­თი ბერ­კე­ტე­ბი, არა­საკ­მა­რი­სი ფი­ნან­სუ­რი და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბი, გვქონ­და და გვაქვს უწყე­ბე­ბის მხრი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრობ­ლე­მა, სამ­სა­ხუ­რის გუნ­დმა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მუ­შა­ო­ბით, შეძ­ლო და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა. სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­ო­ბას, მისი ამოქ­მე­დე­ბი­დან ორი წლის თავ­ზე, და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ასე­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი“ - გა­ნა­ცხა­და თო­ლო­რა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nana
4

ნეტავი რას გვაშინებთ ამ დიპლომატიური კორპუსითა და საერთაშორისო ორგანიზაციებით?-გეყოფა თოლორაია-იქნებ გაიხსონო საიდან და როგორ მოხვედი მაგ თანამდებობაძე ჰა? 

ედიკა
4

თუ, ამ სამსახურის გამართული მუშაობა, ამ ერთი ქლის სამსახურში ყოფნა, არყოფნაზეა დამოკიდებული, როგორც ამ ქალის ლო(ღ)გიკით მივხვდი; მართლაც გასაუქმებელი ყოფილა.

ავტორი:

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას" - ლონდა თოლორაია

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას" - ლონდა თოლორაია

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას" - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უწყების თითოეული თანამშრომლის უფლებები იყოს დაცული.

"ნამდვილად არ მეგონა თუ სახელმწოფო ინსექტორისათვის ძალისხმევის გაწევის შემდეგ, სამსახურის წარმატებული 2 წლის თავზე, მომიწევდა დღეს თქვენ წინაშე დგომა და სახელმწიფო ინსექტორის გაუქმებაზე საუბარი, თუმცა ფაქტია, ჩვენ ამ რეალობის წინაშე დავდექით. 2021 წლის 25 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორისთვის და სახელმწიფო ინსპექტორის თითოეული თანამშრომლისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პარლამენტში დაინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნას. კანონპროექტის შემუშავების პროცესი იყო სრულიად კონსპირაციული, მასში მონაწილეობა არ მიუღია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მასში მონაწილეობა არ მიუღია არც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და არცერთი დარგის ექსპერტს.

კანონპროექტის დაინიცირების დრო რატომღაც დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და დაემთხვა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის დროს. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას, თუმცა, დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინტერესებისა და თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა თოლორაიამ.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ, შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა - შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ.

"მიუხედავად იმისა, რომ წინ შეგვხვდა არაერთი დაბრკოლება - გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და საქმიანობის არაქმედითი ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა, კეთილსინდისიერი მუშაობით, შეძლო დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება. სამსახურის მუშაობას, მისი ამოქმედებიდან ორი წლის თავზე, დადებითად აფასებენ როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ორგანიზაციები“ - განაცხადა თოლორაიამ.