მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულმა ოცნებამ“დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია გადაწყვიტა" - ნათია მეზვრიშვილი
"ქართულმა ოცნებამ“დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია გადაწყვიტა" - ნათია მეზვრიშვილი

პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით, აგ­რძე­ლებს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას. მი­სი­ვე თქმით, დღეს, პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­რო­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც "ოც­ნე­ბის­თვის“ ჩვე­ულ სტილ­ში - "რე­ფორ­მის სა­ხე­ლით“ პარ­ტი­ულ ვერ­ტი­კალს უქ­ვემ­დე­ბა­რებს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, სის­ტე­მის ძა­ლა­დო­ბის­გან მო­ქა­ლა­ქე­თა დაც­ვის უკა­ნას­კნელ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­ქა­ნიზმს.

"ეს ნიშ­ნავს იმას, რომ თუ და­კა­ვე­ბი­სას ან პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას თქვენ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძა­ლა­დე­ბენ, ძა­ლა­დო­ბის ობი­ექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბის და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის იმე­დი აღარ უნდა გქონ­დეთ - სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ძა­ლა­დო­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბა აღარ იარ­სე­ბებს. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სი­რა­ძის მსგავს ტრა­გე­დი­ებს ობი­ექ­ტუ­რი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლიც არ ეყო­ლე­ბა (პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო ისე­დაც აღარ ჰყავს).

ამ ფონ­ზე, "ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბე­ბი სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე არის ფარ­სი“, - აცხა­დებს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, რე­ა­ლო­ბა არის შემ­დე­გი: ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი დღეს იმარ­თე­ბა პარ­ტი­ი­დან. მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - პარ­ტია მარ­თავს ძა­ლო­ვან უწყე­ბებს, პრო­კუ­რა­ტუ­რას, სა­სა­მარ­თლოს.

"ერ­თა­დერ­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი უწყე­ბა, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქე­ებს სის­ტე­მის და­ნა­შა­უ­ლის­გან იცავს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რია, რომ­ლის შექ­მნა 2012 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძა­ხი­ლი იყო.

ეს სამ­სა­ხუ­რი დღეს გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­შია - ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ქმე­დი­თი ბერ­კე­ტე­ბის მი­ნი­ჭე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო - პირ­ველ რიგ­ში კი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა.

ამის ნაც­ვლად, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით, დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე მო­რი­გი შტურ­მი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და არ­ჩე­ვი­თი ორ­გა­ნოს ლიკ­ვი­და­ცია გა­და­წყვი­ტა (ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის სახ­ლში გაშ­ვე­ბით). ლიკ­ვი­და­ცია უწყე­ბის, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი 6 წლის ვა­დით, პარ­ლა­მენ­ტის მიერ არის არ­ჩე­უ­ლი და იმუ­ნი­ტე­ტი იცავს. მი­ზა­ნი მარ­ტი­ვია: უწყე­ბის და­კომ­პლექ­ტე­ბა პარ­ტი­ი­სად­მი ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბი­ლი კად­რე­ბით.

შე­ტე­ვა "ოც­ნე­ბამ“ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ და­გეგ­მა, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ის­ვე­ნე­ბენ. კა­ნონპ­რო­ექ­ტი ფარ­თო გან­ხილ­ვის გა­რე­შე, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად და­წე­რა და დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით, რიგ­გა­რე­შე სხდო­მა­ზე იხი­ლავს“, - აცხა­დებს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი.

ის "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ნამ ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტზე და სამ­სა­ხუ­რის მოჩ­ვე­ნე­ბით გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ურ­ცხვად და­ი­წყებთ ლა­პა­რაკს: გა­ნი­ხი­ლონ სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­კუ­რო­რო ფუნ­ქცი­ე­ბის გა­მი­ჯვნის შე­სა­ხებ სექ­ტემ­ბერ­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი და თა­რო­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას და გა­მო­ძი­ე­ბის ხა­რის­ხის გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად;

"გა­ი­თხო­ვეთ თქვენს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო სის­ტე­მის რე­ფორ­მის იმი­ტა­ცი­აა და მისი თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის დაკ­ნი­ნე­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თუ ასე­თი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი მიზ­ნე­ბი გა­მოძ­რა­ვებ­დათ, მოჩ­ვე­ნე­ბი­თად ერთი მუხ­ლი მა­ინც მი­გე­ძღვნათ ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის (რამ შე­გი­შა­ლათ ხელი?);

აღ­მო­ფხვე­რით ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში - ჩა­მო­არ­თვით ამ უწყე­ბას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ფუნ­ქცია და გა­მო­ძი­ე­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და და­უ­ტო­ვეთ მხო­ლოდ სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო;

აღ­მო­ფხვე­რით ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში - გა­ი­ტა­ნეთ ცალ­კე ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი და შექ­მე­ნით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტო;

გა­ა­ტა­რეთ გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ე­ბის რე­ფორ­მა;

და­ნერ­გეთ ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის კონ­ცეფ­ცია, რომ­ლის პი­რო­ბებ­ში პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი;

და­შა­ლეთ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და აღ­მო­ფხვე­რით სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გავ­ლე­ნე­ბი;

სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურს მი­ე­ცით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, შეც­ვა­ლეთ კა­ნო­ნი და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან;

გა­ა­ტა­რეთ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კა;

კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა აქ­ცი­ეთ ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტად და ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ იქ­ნებ შე­ი­ძი­ნოთ მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა, რომ მაგ სი­გი­ჟე­ზე, რაც და­ა­ი­ნი­ცი­რეთ, მი­ნი­მუმ დის­კუ­სია გახ­სნათ.

მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, რომ ამ რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცია თქვენ აღარ გაქვთ. ამი­ტომ, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად, მოქ­მე­დებთ რო­გორც მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა - აუქ­მებთ ვა­დით არ­ჩე­ულ ინ­სტი­ტუ­ტებს; სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში ცხვირ­სა­ხო­ცე­ბი­ვით, ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ცვლით პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებს; მოს­ყიდ­ვით და და­ში­ნე­ბით ცვლით არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს.

ერთი მხრივ, პრო­და­სავ­ლუ­რო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია და მე­ო­რე მხრივ, ეს მე­თო­დე­ბი თვი­სობ­რი­ვად შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. და­სავ­ლეთ­ში თქვენ­ნა­ირ მმარ­თვე­ლო­ბებს ავ­ტო­რი­ტა­რულს ეძა­ხი­ან !- წერს ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში“.

პროდასავლური
0

პროდასავლური მაშინ არის კარგი, თუ ეროვნულს არ დაემუქრება. ვისურვებდი გახარიას პარტია ეროვნულის ხარჯზე არ გამოეკიდოს პროდასავლურობას და რომელიმე ანტიეროვნული არასამთავრობოს მსგავსი პათოსით სავსე პარტიად არ მოგვევლინოს.

ავტორი:

"ქართულმა ოცნებამ“დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია გადაწყვიტა" - ნათია მეზვრიშვილი

"ქართულმა ოცნებამ“დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაცია გადაწყვიტა" - ნათია მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება“, ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას. მისივე თქმით, დღეს, პარლამენტის ბიუროზე განიხილება კანონპროექტი, რომელიც "ოცნებისთვის“ ჩვეულ სტილში - "რეფორმის სახელით“ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სისტემის ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის უკანასკნელ დამოუკიდებელ მექანიზმს.

"ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაკავებისას ან პატიმრობაში ყოფნისას თქვენზე სამართალდამცავები იძალადებენ, ძალადობის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის იმედი აღარ უნდა გქონდეთ - სამართალდამცავთა ძალადობის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი უწყება აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სირაძის მსგავს ტრაგედიებს ობიექტური გამომძიებელიც არ ეყოლება (პროკურატურა და სასამართლო ისედაც აღარ ჰყავს).

ამ ფონზე, "ოცნების“ განცხადებები სამსახურის გაძლიერებაზე არის ფარსი“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

მისივე თქმით, რეალობა არის შემდეგი: ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს იმართება პარტიიდან. მართლმსაჯულების სისტემას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება - პარტია მართავს ძალოვან უწყებებს, პროკურატურას, სასამართლოს.

"ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მოქალაქეებს სისტემის დანაშაულისგან იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომლის შექმნა 2012 წლამდე ადამიანების მიმართ ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძახილი იყო.

ეს სამსახური დღეს განვითარების პროცესშია - ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მთავარი ამოცანა პრაქტიკული დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ბერკეტების მინიჭება უნდა ყოფილიყო - პირველ რიგში კი პროკურატურისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება.

ამის ნაცვლად, "ქართულმა ოცნებამ“, ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და არჩევითი ორგანოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა (ყველა თანამშრომლის სახლში გაშვებით). ლიკვიდაცია უწყების, რომლის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით, პარლამენტის მიერ არის არჩეული და იმუნიტეტი იცავს. მიზანი მარტივია: უწყების დაკომპლექტება პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით.

შეტევა "ოცნებამ“ წინასაახალწლოდ დაგეგმა, როცა საერთაშორისო პარტნიორები ისვენებენ. კანონპროექტი ფართო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დაწერა და დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე იხილავს“, - აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ის "ქართულ ოცნებას“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ სანამ ინტერესთა კონფლიქტზე და სამსახურის მოჩვენებით გაძლიერებაზე ურცხვად დაიწყებთ ლაპარაკს: განიხილონ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ სექტემბერში ინიცირებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო უწყებების გაძლიერებას და გამოძიების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად;

"გაითხოვეთ თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო სისტემის რეფორმის იმიტაციაა და მისი თითოეული პუნქტი პროკურატურისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და საგამოძიებო ორგანოების დაკნინების მიზანს ემსახურება. თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გამოძრავებდათ, მოჩვენებითად ერთი მუხლი მაინც მიგეძღვნათ ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის (რამ შეგიშალათ ხელი?);

აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურაში - ჩამოართვით ამ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია და გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის უფლება და დაუტოვეთ მხოლოდ საზედამხედველო;

აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - გაიტანეთ ცალკე ანტიკორუფციული სამსახური და შექმენით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;

გაატარეთ გენერალური ინსპექციების რეფორმა;

დანერგეთ ეროვნული პოლიციის კონცეფცია, რომლის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი;

დაშალეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღმოფხვერით სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები;

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცით საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლება, შეცვალეთ კანონი და გაათავისუფლეთ პროკურატურაზე დამოკიდებულებისაგან;

გაატარეთ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა;

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქციეთ ქვეყნის პრიორიტეტად და ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ შეიძინოთ მორალური უფლება, რომ მაგ სიგიჟეზე, რაც დააინიცირეთ, მინიმუმ დისკუსია გახსნათ.

მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ რეფორმების გატარების ლეგიტიმაცია თქვენ აღარ გაქვთ. ამიტომ, ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება - აუქმებთ ვადით არჩეულ ინსტიტუტებს; საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხვირსახოცებივით, ახსნა-განმარტების გარეშე ცვლით პარლამენტის თავმჯდომარეებს; მოსყიდვით და დაშინებით ცვლით არჩევნების შედეგებს.

ერთი მხრივ, პროდასავლურობაზე პრეტენზია და მეორე მხრივ, ეს მეთოდები თვისობრივად შეუთავსებელია. დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან !- წერს ნათია მეზვრიშვილი "ფეისბუქში“.