სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“ - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას
"ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“ - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას

"თი­თო­ე­ულ­მა სტრუქ­ტუ­რამ და სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს გამჭვირ­ვა­ლო­ბა და ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ჩვენ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კის­რე­ბის მო­მენ­ტი­დან გვაქვს", - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­საქ­მე­ბუ­ლებს ახა­ლი მი­ნის­ტრის­გან შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა ჰქონ­დეთ.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სამ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­ფა­სე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ თი­თო­ე­ულ­მა სტრუქ­ტუ­რამ და სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ უნდა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს გამჭვირ­ვა­ლო­ბა და ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც ჩვენ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კის­რე­ბის მო­მენ­ტი­დან გვაქვს. ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩავ­თვა­ლეთ, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გაგ­ვე­სა­ჯა­რო­ე­ბი­ნა იმ ქმე­დე­ბე­ბის და იმ შე­დე­გე­ბის ნა­წი­ლი, რაც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლივ­მა გუნ­დმა ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­დე­გად დადო.

ასე­ვე, ვთვლი, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა იმ თა­ნამ­შრომ­ლის­თვის, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას სა­მი­ნის­ტრო­ში, ვი­ნა­ი­დან ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ას­ტი­მუ­ლი­რებს მათ შემ­დგომ მიზ­ნებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ნის­ტრის­გან და შემ­დგომ ახა­ლი მი­ნის­ტრის­გა­ნაც მათ ჰქონ­დეთ შე­სა­ბა­მი­სი მხარ­და­ჭე­რა, ვი­ნა­ი­დან სა­მი­ნის­ტრო­ში არი­ან მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და ისი­ნი მზად არი­ან გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის”, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ სად აპი­რებს წას­ვლას ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ.

"არ მაქვს გეგ­მა­ში გა­ვა­სა­ჯა­რო­ვო, თუ სად ვიქ­ნე­ბი. იმ დროს, რო­დე­საც ეს სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მო­გახ­სე­ნებთ", - გან­მარ­ტა ტი­კა­რა­ძემ.

მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­მი­ერს ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბის არ­სე­ბო­ბა უარ­ყო.

"არც მი­ნის­ტრო­ბის და არც წინა პე­რი­ოდ­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თავი არ ამი­რი­დე­ბია. ეს გა­მოჩ­ნდე­ბა იან­ვარ­შიც, ვი­ნა­ი­დან ისევ აქ­ტი­უ­რად ვიქ­ნე­ბი ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი. ეს არის ჩემი პრო­ფე­სია და ჩემი მი­ზა­ნიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს გვქონ­დეს ეფექ­ტუ­რი, ხა­რის­ხი­ა­ნი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ჯან­დაც­ვა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ. ასე­ვე, მე არა­ერ­თხელ უარ­ვყა­ვი კონ­ფლიქ­ტის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ და დღეს ამას კი­დევ ერთხელ უარ­ვყოფ. ას­პა­რე­ზი და­ვუთ­მე მე­ტად ენერ­გი­ულ კან­დი­დატს“,- გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინ
0

ადამიანური რესურსების შერჩევის თანამედროვე მეთოდიდან სიტყვა ენერგიული ამოღებულია, რადგან დისკრიმინაციად ითვლება. 

ვეძებ ენერგიულ კანდიდატებს - დაუშვებელია მსგავსი ტერმინის გამოყენება. 

სამწუხაროა, რომ ეს ბევრს არ ესმის

საღი აზრი
2

მეტად ენერგიული სადღა შეიძლება...))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“ - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას

"ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“ - რა განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას

"თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულებს ახალი მინისტრისგან შესაბამისი მხარდაჭერა ჰქონდეთ.

"მნიშვნელოვანი იყო სამწლიანი მუშაობის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ თითოეულმა სტრუქტურამ და საჯარო მოხელემ უნდა შეინარჩუნოს გამჭვირვალობა და ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა მოქალაქეების მიმართ, რომელიც ჩვენ თანამდებობის დაკისრების მომენტიდან გვაქვს. ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაგვესაჯაროებინა იმ ქმედებების და იმ შედეგების ნაწილი, რაც ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივმა გუნდმა ამ პერიოდის განმავლობაში შედეგად დადო.

ასევე, ვთვლი, რომ ეს მნიშვნელოვანია ყველა იმ თანამშრომლისთვის, რომელიც აგრძელებს მუშაობას სამინისტროში, ვინაიდან ეს გარკვეულწილად ასტიმულირებს მათ შემდგომ მიზნებს. მნიშვნელოვანია, რომ მინისტრისგან და შემდგომ ახალი მინისტრისგანაც მათ ჰქონდეთ შესაბამისი მხარდაჭერა, ვინაიდან სამინისტროში არიან მაღალპროფესიონალი კადრები, რომლებიც არიან საჯარო მოხელეები და ისინი მზად არიან გააგრძელონ მუშაობა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის”, - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ არ დააკონკრეტა, თუ სად აპირებს წასვლას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობის ოფიციალურად დატოვების შემდეგ.

"არ მაქვს გეგმაში გავასაჯაროვო, თუ სად ვიქნები. იმ დროს, როდესაც ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ", - განმარტა ტიკარაძემ.

მან მადლობა გადაუხადა პრემიერს ჩართულობისთვის. ეკატერინე ტიკარაძემ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირების არსებობა უარყო.

"არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, პასუხისმგებლობისგან თავი არ ამირიდებია. ეს გამოჩნდება იანვარშიც, ვინაიდან ისევ აქტიურად ვიქნები ჯანდაცვის სფეროში ჩართული. ეს არის ჩემი პროფესია და ჩემი მიზანიც, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს გვქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს ამას კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად ენერგიულ კანდიდატს“,- განაცხადა ტიკარაძემ.