ექიმ ენდოკრინოლოგის ელენე გიორგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იმუშაოს ფსიქიატრისა და ნევროლოგის კონსილიუმმა.
როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილი კონსილიუმის წევრი აღნიშნავს, როგორც კი აღნიშნული პრობლემა მოიხსნება, სხვა ყველა მოგვარდება.
ამასთან, ნევროლოგის შეფასებით, სააკაშვილი სუსტადაა.
"ვთქვი, რომ შეუძლია მიიღოს ყველანაირი საჭმელი. ეს იცით რა ნიშნავს? - ამის უფლება უკვე აქვს და შეუძლია, რომ მიიღოს საჭმელი, მაგრამ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, უბრალოდ, არ იღებს იმ რაოდენობით, რაც უნდა მიიღოს“, - აცხადებს ელენე გიორგაძე.
მისი თქმით, ანალზის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია.
"ყველას უკვირს ანალიზი საიდან არის ნორმალური. ანალიზი ნორმალური იქიდან არის, რომ იმ ცოტა პორციის, რომელსაც იღებს, ათვისება ხდება. გამოსწორდა ის ანალიზი, რაც ადრე იყო დარღვეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგად არის. ცუდად არის იმიტომ, რომ სუსტადაა, არ დგება. სხვათა შორის რამდენიმე ხნის წინ დავაფიქსირე, რომ აუცილებლად უნდა იყოს ფსიქიატრების და ნევროლოგების კონსილიუმი. ამ დარგის ექიმები, როგორც კი ამ პრობლემებს მოხსნიან ყველა დანარჩენი პრობლემა მოგვარდება“, - აცხადებს გიორგაძე.
სწორად და დროულად დასმული დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის საწინდარია, ვგონებ ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს. დღეს მედიცინა ვიწრო სპეციალისტებმა წალეკეს - ყველა თავის ვიწრო სპეციალობის სამრეკლოდან იყურება, დაიკარგა იმ ფუნდამენტური სამედიცინო განათლების ფასი, რომლის მიღება ჩემმა თაობამ ჯერ კიდევ მოასწრო. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ პროფესიონალიზმი არა მარტო თეორიული ცოდნა და მანუალური უნარ-ჩვევების ფლობაა, არამედ კეთილსინდისიერება - თუ რამე არ იცი, მცოდნეს ჰკითხე, თუ რამე არ გეხერხება, იმას დაუძახე, ვისაც ეხეხრხება, თუ პაციენტი ურჩობს, მოთმინება გამოიჩინე, თუ არ დაგჰყვა, მაშინ თავი დაანებე, ხელში ნურავის უყურებ - მთავარია პაციენტი კარგად იყოს! თუ რამე შეგეშალა, სხვას ნუ დააბრალებ, გეყოს ტ-ი და პასუხი თავად აგე. სამწუხაროდ ეს ყველაფერი დაიკარგა ისე, რომ ნუ გიკვირთ, რაც Saakoff-ის გარშემო ხდება: უვიცები და ნამუსგარეცხილები რაღაცის გამორჩენას, ქულების ჩაწერას ცდილობენ. სამწუხაროდ დღევანდელი მედიცინა ამნაირების ხელშია და შედეგიც სახეზეა - ოღონდ Saakoff-ის დიაგნოზი არ გათქვან, გნებავთ შენიღბონ, ყველაფერს კადრულობენ. ასე თუ გაგრძელდა, Saakoff-ის საქმე ცუდად ყოფილა. თუ საქმე ცუდად წავიდა, ამასაც ქოც-ს დააბრალებენ, ვაი-ექიმებს არაფერი მოეკითხებათ!
რამდენი ფულზე გაყიდული და უსაქმური ვაი-ექიმი ყოფილა დღევანდელ ქართულ მედიცინაში ,ღმერთმანი, ნამდვილად არ ვიცოდი! ყოველი მათგანი მზადაა მიშა სააკიანის სხეულის ინტიმური ორგანოების მასაჟისტად და მექისედ იმუშაოს!