სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს "ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა" - ანზორ მელია
"ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს "ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა" - ანზორ მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ნიკა მე­ლი­ას მამა, ექი­მი ან­ზორ მე­ლია მი­ვი­და. რო­გორც მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­შიმ­ში­ლე­ებს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი უკვე აქვთ.

"შიმ­ში­ლო­ბის მე­ო­თხე, მე­ხუ­თე, მე­ექ­ვსე დღეს ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა. არ მაქვს უფ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში მშვი­დად ვიჯ­დე, არ მო­ვი­დე და ამ ხალ­ხის ჯან­მრთე­ლო­ბით არ და­ვინ­ტე­რეს­დე. პრობ­ლე­მე­ბი უკვე არის, მაგ­რამ იმ­დე­ნად არი­ან თავ­გა­და­დე­ბუ­ლე­ბი, არ მი­ჯე­რე­ბენ. არ შე­იძ­ლე­ბა ასე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ანს შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ჰქონ­დეს, ან ღვიძ­ლის ფუნ­ქცია იყოს ასე­თი და შიმ­ში­ლობ­დეს",- გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის არ­ცერ­თი ბრი­გა­და არაა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი, ან­ზორ მე­ლია ამ­ბობს: "ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ ყო­ფი­ლი­ყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, დღეს აქ არა­თუ ერთი, არა­მედ რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­და იქ­ნე­ბო­და".

"მე­თა­უ­რი არ ჰყავთ და "ოც­ნე­ბა" რა­საც აკე­თებს, ჩემ­ზე უკეთ იცით. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" მთლი­ა­ნად თუ გა­წყდე­ბი­ან, ის გა­უ­ხარ­დე­ბათ",- გა­ნა­ცხა­და ან­ზორ მე­ლი­ამ.

ცნო­ბის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სის მიმ­დე­ბა­რედ პარ­ტი­ის წევ­რე­ბი­სა და მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მა­სობ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცია უკვე მე­ო­თხე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12 კა­რა­ვია გაშ­ლი­ლი და 200-მდე ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ilia
3

მხოლოდ მისი შვილების თავგანწირვით მოვიდა დღემდე საქართველო.

ბადრი
3

ამან ისიც არ იცის რომ თიკარაძეა ჯერ კიდევ მინისტრი. (ზუგდიდის მერობა კი უნდოდა). ჰიპოკრატეს ფიცი დადებული გაქვს? ჰოდა მიდი და იმორიგევე კარვებში, მოვალეობა შეასრულე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს "ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა" - ანზორ მელია

"ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დღეს "ნაცმოძრაობის“ ოფისთან არათუ ერთი, არამედ სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა" - ანზორ მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მოშიმშილეების მოსანახულებლად ნიკა მელიას მამა, ექიმი ანზორ მელია მივიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მოშიმშილეებს ჯანმრთელობის პრობლემები უკვე აქვთ.

"შიმშილობის მეოთხე, მეხუთე, მეექვსე დღეს ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები გამოჩნდება. არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და ამ ხალხის ჯანმრთელობით არ დავინტერესდე. პრობლემები უკვე არის, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები, არ მიჯერებენ. არ შეიძლება ასე. როგორ შეიძლება ადამიანს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს, ან ღვიძლის ფუნქცია იყოს ასეთი და შიმშილობდეს",- განაცხადა ანზორ მელიამ.

რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლების მხრიდან სასწრაფო დახმარების არცერთი ბრიგადა არაა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ტერიტორიაზე გამოყოფილი, ანზორ მელია ამბობს: "ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობაზე რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს აქ არათუ ერთი, არამედ რამდენიმე ბრიგადა იქნებოდა".

"მეთაური არ ჰყავთ და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით. "ნაციონალები" მთლიანად თუ გაწყდებიან, ის გაუხარდებათ",- განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარედ პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების მასობრივი შიმშილობის აქცია უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე 12 კარავია გაშლილი და 200-მდე ადამიანი შიმშილობს.