პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ბიძინას შევეცოდებით" - ნიკა მელია
"არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ბიძინას შევეცოდებით" - ნიკა მელია

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ნიკა მე­ლია შიმ­ში­ლო­ბის პრო­ტეს­ტის არსს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ არა­ვის მო­წყა­ლე­ბა­ზე არაა მი­მარ­თუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა და მისი მი­ზა­ნია, გა­მო­ა­ფხიზ­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა და ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი ძი­ლი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნოს.

ნიკა მე­ლი­ას მიერ „ფე­ის­ბუქ­ზე“ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ვინც კი­დევ ვერ გა­ი­გო ამ ბრძო­ლის არსი:

1.სა­ა­კაშ­ვი­ლი დღეს პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოგ­წონთ თუ არ მოგ­წონთ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა

2.თუ რე­ჟი­მი ბე­დავს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ტყვე­ო­ბა­ში აყ­ვა­ნას - გა­ბე­დავს ყვე­ლა­ფერს, და­ი­ჭერს სხვა პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს, მე­დი­ის მფლო­ბე­ლებს, ნე­ბის­მი­ერ ოპო­ნენტს რომ ვი­ცო­დეთ, რომ სა­სა­მარ­თლო მა­ინც არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სი­ტყვას და­ვე­ლო­დე­ბო­დით -, ამ ქვე­ყა­ნა­ში ვინ­მეს ობი­ექ­ტუ­რი პრო­ცე­სის მო­ლო­დი­ნი რომ ჰქონ­დეს, რა­დი­კა­ლურ პრო­ტესტს არა­ვინ მი­მარ­თავ­და

3.მუ­რუ­სი­ძის სა­სა­მარ­თლო რე­ჟი­მის მათ­რა­ხია და არა სა­სა­მარ­თლო

4.პრო­ტეს­ტი არა­ძა­ლა­დობ­რი­ვი უნდა იყოს, სხვა შემ­თხვე­ვა­ში 90 წლე­ბის კა­ტას­ტრო­ფას და­ვუბ­რუნ­დე­ბით

5.არა­ვის მო­წყა­ლე­ბა­ზე არაა მი­მარ­თუ­ლი შიმ­ში­ლო­ბა, არა­ვის აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ "ბი­ძი­ნას შე­ვე­ცო­დე­ბით" - შიმ­ში­ლო­ბის მი­ზა­ნი ზო­გა­და­დაც და ახ­ლაც არის - გა­მო­ა­ფხიზ­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბაც და ინ­დე­ფე­რენ­ტუ­ლი ძი­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც

6.რა თქმა უნდა შიმ­ში­ლო­ბა სა­ბო­ლოო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად არაა საკ­მა­რი­სი. ეს მხო­ლოდ თვალ­სა­ჩი­ნო უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­წყვე­ტად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა!

7.განა სხვა გზე­ბი არ არ­სე­ბობს? კი არ­სე­ბობს და არა­ვის­თვის აგ­ვიკ­რძა­ლია სხვა გზე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს - ყვე­ლამ თა­ვის ბრძო­ლის გზა აირ­ჩი­ოს, მხო­ლოდ მხარს და­ვუ­ჭერ

8.მხარს ვერ და­ვუ­ჭერ სა­ა­ხალ­წლო "სტრა­ტე­გი­ულ არაფ­რის­კე­თე­ბას" და მენ­ტო­რულ და­წუ­ნე­ბას ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი­სა - პერ­სო­ნა­ლურ პრო­ტესტს და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს დიდი მო­რა­ლუ­რი ძალა!

9.არ­ჩევ­ნებს უარ­ვყოფთ? არა - პი­რი­ქით მივ­დი­ვართ იქეთ, რომ არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა და­ვიბ­რუ­ნოთ

10.შიმ­ში­ლო­ბით რა­ტომ ისუს­ტებთ თავს? იმი­ტომ რომ ქვე­ყა­ნა­ში საპ­რო­ტეს­ტო ხმა გაძ­ლი­ერ­დეს

11.ზო­გი­ერთს ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნა ეს­მის მხო­ლოდ რო­გორც კო­ლე­გა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის კრი­ტი­კა და მუდ­მი­ვად ექ­სპერ­ტუ­ლი პი­ე­დეს­ტა­ლი­დან მოგ­ვმარ­თავს. ჩვენ არ ვართ პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტე­ბი და კო­მენ­ტა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­რე­დან უყუ­რე­ბენ პრო­ცე­სებს - ჩვენ ყო­ველ­თვის ვიბ­რძვით და ვმოქ­მე­დებთ", - წერს მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკა მელიას
3

შენ რატომ არ შიმშილობ? საკუთარ თავს უფრთხილდები და სხვები ჯანდაბაში, არა? შენ გინდა გადარჩე და სხვები დაავადმყოფო? ეგ რა კაცობაა ?!!

ედიკა
2

მელიავ! შეეცოდებით თუ არა ბიძინას,ეგ არ აინტერესბს; იმ ათასობით ყოფილ პრობაციონერებს, არ აინტერესებთ იმ ხალხს, ვინც ნაცების ზეობისას, სიცოცხლე ან თავისუფლებაზე ყოფნა; წლების მონაგარის, დათმობის ფასად შეინარჩუნა; აღარაფერს ვამბობ, მათ ახლობლებზე ვინც ცოცხალი აღარაა, მხოლოდა მხოლოდ, იმ რეჟიმის ხუშტურების გამო. შეეცოდებით ვინმეს და რაპასუხს აძლევენ, ამ ხალხს??? მათთვის საქართველოში მოქმედი ყველა კანონი ხომ არარაობა გახდება? ხოდა შეეცოდებით ვინმეს და მიიღებენ ისინც ხალხისაგან, დამიჯერე ნიკა ქოცების ან ზურაბიშვილის შეცოდების შემთხვევაში, თვით ქოცები გახდებიან, შესაბრალებელნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ბიძინას შევეცოდებით" - ნიკა მელია

"არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ბიძინას შევეცოდებით" - ნიკა მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს.

ნიკა მელია შიმშილობის პროტესტის არსს განმარტავს და აცხადებს, რომ არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა და მისი მიზანია, გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ინდეფერენტული ძილიდან საზოგადოება გამოიყვანოს.

ნიკა მელიას მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი:

1.სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა

2.თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას - გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა

3.მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო

4.პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით

5.არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ "ბიძინას შევეცოდებით" - შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის - გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც

6.რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!

7.განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს - ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ

8.მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო "სტრატეგიულ არაფრისკეთებას" და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა - პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!

9.არჩევნებს უარვყოფთ? არა - პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ

10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს

11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს - ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ", - წერს მელია.