სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება "ომიკრონის" სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება" - ბიძინა კულუმბეგოვი
"არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება "ომიკრონის" სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ო­ლო­გის, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, 23 დე­კემ­ბრის იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­საძ­ლოა იმ­სჯე­ლონ "ბუს­ტერ“ დო­ზე­ბის ინ­ტერ­ვა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხზე.

რო­გორც კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ბუს­ტე­რუ­ლი დო­ზე­ბი აძ­ლი­ე­რებს ვაქ­ცი­ნე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, რაც და­მა­ი­მე­დე­ბელ მო­ლო­დინს ქმნის.

პირ­ბა­დე კი, დაც­ვის შე­უც­ვლე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

"ერთი რამ ჩანს, რომ თუ ვირუ­სი მი­ი­ღებს ენ­დე­მურ ხა­სი­ათს და ამის დიდი მო­ლო­დი­ნი არ­სე­ბობს, თუნ­დაც 2022 წლის შემ­დგომ, ალ­ბათ იქ­ნე­ბა ვა­რი­ან­ტი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი - რო­გორც ყო­ველ­წლი­უ­რად გრი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი გვაქვს, რო­მე­ლის გა­კე­თე­ბაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მოწვყლა­დი და რის­კის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. დღეს, რა­საც ვხე­დავთ არის ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­უ­ან­სი, ვერ ეს­წრე­ბა ახა­ლი ვა­რი­ან­ტის სპე­ცი­ფი­უ­რი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა, ვი­ნა­ი­დან, მას მი­ნი­მუმ სამი თვე მა­ინც სჭირ­დე­ბა და ცოტა მე­ტიც, ძი­რი­თა­დი კომ­პა­ნი­ე­ბი ამას მარ­ტის თვის­თვის აა­ნონ­სე­ბენ. ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე რომ გა­და­ვარ­ჩი­ნოთ, აქ უკვე არის "ბუს­ტე­რუ­ლი“ დო­ზის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ვი­ცით, რომ ბუს­ტე­რი 75 პრო­ცენ­ტამ­დე ეფექ­ტუ­რო­ბას და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის­გან დაც­ვას აძ­ლი­ე­რებს. 23 დე­კემ­ბერს ჩა­ნიშ­ნუ­ლია იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს სხდო­მა. ალ­ბათ, ჩვენ ვიმ­სჯე­ლებთ "ბუს­ტე­რის“ ინ­ტერ­ვა­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხზე. ის­რა­ელ­მა მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მე­ო­რე და მე­სა­მეს შო­რის სამ­თვი­ა­ნი ვადა იყოს, მი­ი­ღო ბრი­ტა­ნეთ­მაც. ალ­ბათ, მე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, რო­გორც ერთი ექი­მი ამ შემ­თხვე­ვა­ში მხარს ვუ­ჭერ რომ შემ­ცირ­დეს ინ­ტერ­ვა­ლი, რათა მე­სა­მე დო­ზის და­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ბევრ ადა­მი­ანს მი­ე­ცეს, 35%-დან 55%-მდე ეფექ­ტუ­რო­ბა გავ­ზარ­დოთ და ამ ადა­მი­ა­ნებს მა­ინც და­ვუ­ტო­ვოთ შან­სი, რომ მა­ღა­ლი დაც­ვა ჰქონ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და კუ­ლუმ­ბე­გოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

ვინმე კიდე უსმენს ამას? 

Ghj
2

ყველამ თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი.თავისუფალი ნება ღვთისგან ბოძებული საჩუკარია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება "ომიკრონის" სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება" - ბიძინა კულუმბეგოვი

"არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება "ომიკრონის" სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, 23 დეკემბრის იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე შესაძლოა იმსჯელონ "ბუსტერ“ დოზების ინტერვალების შემცირების საკითხზე.

როგორც კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, ბუსტერული დოზები აძლიერებს ვაქცინების ეფექტურობას, რაც დამაიმედებელ მოლოდინს ქმნის.

პირბადე კი, დაცვის შეუცვლელი საშუალებაა.

"ერთი რამ ჩანს, რომ თუ ვირუსი მიიღებს ენდემურ ხასიათს და ამის დიდი მოლოდინი არსებობს, თუნდაც 2022 წლის შემდგომ, ალბათ იქნება ვარიანტი, სპეციფიკური ვაქცინები - როგორც ყოველწლიურად გრიპის ვაქცინები გვაქვს, რომელის გაკეთებაც მნიშვნელოვანი იქნება მოწვყლადი და რისკის ადამიანებისთვის. დღეს, რასაც ვხედავთ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, ვერ ესწრება ახალი ვარიანტის სპეციფიური ვაქცინის შექმნა, ვინაიდან, მას მინიმუმ სამი თვე მაინც სჭირდება და ცოტა მეტიც, ძირითადი კომპანიები ამას მარტის თვისთვის აანონსებენ. ამიტომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე რომ გადავარჩინოთ, აქ უკვე არის "ბუსტერული“ დოზის მნიშვნელობა. ვიცით, რომ ბუსტერი 75 პროცენტამდე ეფექტურობას და მძიმე დაავადებისგან დაცვას აძლიერებს. 23 დეკემბერს ჩანიშნულია იმუნიზაციის საბჭოს სხდომა. ალბათ, ჩვენ ვიმსჯელებთ "ბუსტერის“ ინტერვალების შემცირების საკითხზე. ისრაელმა მიიღო გადაწყვეტილება მეორე და მესამეს შორის სამთვიანი ვადა იყოს, მიიღო ბრიტანეთმაც. ალბათ, მე ინდივიდუალურად, როგორც ერთი ექიმი ამ შემთხვევაში მხარს ვუჭერ რომ შემცირდეს ინტერვალი, რათა მესამე დოზის დამატების საშუალება ბევრ ადამიანს მიეცეს, 35%-დან 55%-მდე ეფექტურობა გავზარდოთ და ამ ადამიანებს მაინც დავუტოვოთ შანსი, რომ მაღალი დაცვა ჰქონდეთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.