სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა
გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა

ბრი­ტა­ნე­თის სა­სა­მარ­თლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ გან­ქორ­წი­ნე­ბის საქ­მედ შე­ვი­და არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის შეიხ მუ­ჰა­მედ ბინ რა­შიდ ალ მა­კტუ­მის და მისი მე­უღ­ლის - პრინ­ცე­სა ჰაია ბინ ალ ჰუ­სე­ი­ნის გაყ­რა. სა­უ­ბა­რია 500 მი­ლი­ონ ფუნტზე, რო­მე­ლიც პრინ­ცე­სას შე­იხ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად გაყ­რის შემ­დეგ გა­და­ე­ცე­მა.

47 წლის პრინ­ცე­სა 72 წლის შეიხ მუ­ჰა­მე­დის ექვს ცოლს შო­რის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა.

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრინ­ცე­სას უნდა გა­და­ე­ცეს თან­ხა სხვა­დას­ხვა ხარ­ჯე­ბის და­სა­ფა­რად და მათ შო­რის, ლონ­დონ­ში, კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის გვერ­დით მდე­ბა­რე სა­ცოვ­რებ­ლის­თვის.

გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია "უსაფრ­თხო­ე­ბის ბი­უ­ჯე­ტიც", დამ­ხმა­რე მედ­დე­ბის, ძი­ძე­ბის ხელ­ფა­სის ხარ­ჯე­ბი, ოჯა­ხის და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის შე­ნახ­ვის ხარ­ჯე­ბი. ასე­ვე მათი ორი შვი­ლის­თვის ყო­ველ­წლი­უ­რად 5.6 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი. პრინ­ცე­სას 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი და 9 წლის ვაჟი ჰყავს. ბავ­შვებს, სა­ერ­თო ჯამ­ში, 290 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ოდე­ნო­ბის თან­ხა აქვთ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

პრინ­ცე­სა ჰაია დუ­ბა­ი­დან ბრი­ტა­ნეთ­ში შვი­ლებ­თან ერ­თად, 2019 წელს, მას შემ­დეგ გა­იქ­ცა, რაც გა­ი­გო, რომ წარ­სულ­ში შე­იხს თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი - ლა­ტი­ფა და შამ­სა და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და.

სა­სა­მარ­თლომ ისიც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შე­იხ­მა მუ­ჰა­მედ­მა პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას და მისი მცვე­ლე­ბის, ასე­ვე მისი იუ­რის­ტე­ბის გუნ­დის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ჰა­კე­რუ­ლი პროგ­რა­მით გა­ა­ტე­ხი­ნა. მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პრინ­ცე­სა და მისი შვი­ლე­ბი ნამ­დვი­ლად სა­ჭი­რო­ე­ბენ დახ­მა­რე­ბას და დაც­ვას ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

პრინ­ცე­სა ჰა­ი­ას იუ­რის­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მას არ ჰქონ­და პრე­ტენ­ზია სა­მო­მავ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე ჰაია გა­აკ­რი­ტი­კეს და "მფლან­გვე­ლო­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. მა­გა­ლი­თად, მის შვილს, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც 9 წლი­საა, უკვე სამი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აჩუ­ქეს, რად­გან ჰა­ი­ას თქმით, "ის მიჩ­ვე­უ­ლი იყო მან­ქა­ნე­ბის სა­ჩუქ­რად მი­ღე­ბას". მო­სა­მარ­თლემ მი­იჩ­ნია, რომ ქა­ლი­სად­მი ეს ლე­გი­ტი­მუ­რი კრი­ტი­კა იყო.

ამას­თან, შე­იხ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პრინ­ცე­სა ყვე­ლა­ფერს მი­ი­ღებს და ის ჰა­ი­ას­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას არ აპი­რებს.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

იაგო
4

რა სასურველი პრინცესააააა!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა

გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა

ბრიტანეთის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ განქორწინების საქმედ შევიდა არაბთა გაერთიანებული საემიროების შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის და მისი მეუღლის - პრინცესა ჰაია ბინ ალ ჰუსეინის გაყრა. საუბარია 500 მილიონ ფუნტზე, რომელიც პრინცესას შეიხთან ოფიციალურად გაყრის შემდეგ გადაეცემა.

47 წლის პრინცესა 72 წლის შეიხ მუჰამედის ექვს ცოლს შორის ყველაზე ახალგაზრდაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრინცესას უნდა გადაეცეს თანხა სხვადასხვა ხარჯების დასაფარად და მათ შორის, ლონდონში, კენსინგტონის სასახლის გვერდით მდებარე საცოვრებლისთვის.

გათვალისწინებულია "უსაფრთხოების ბიუჯეტიც", დამხმარე მედდების, ძიძების ხელფასის ხარჯები, ოჯახის და შინაური ცხოველების შენახვის ხარჯები. ასევე მათი ორი შვილისთვის ყოველწლიურად 5.6 მილიონი ფუნტი. პრინცესას 14 წლის ქალიშვილი და 9 წლის ვაჟი ჰყავს. ბავშვებს, საერთო ჯამში, 290 მილიონი ფუნტის ოდენობის თანხა აქვთ გარანტირებული.

პრინცესა ჰაია დუბაიდან ბრიტანეთში შვილებთან ერთად, 2019 წელს, მას შემდეგ გაიქცა, რაც გაიგო, რომ წარსულში შეიხს თავისი ქალიშვილები - ლატიფა და შამსა დატყვევებული ჰყავდა.

სასამართლომ ისიც დაადასტურა, რომ შეიხმა მუჰამედმა პრინცესა ჰაიას და მისი მცველების, ასევე მისი იურისტების გუნდის მობილური ტელეფონები ჰაკერული პროგრამით გაატეხინა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრინცესა და მისი შვილები ნამდვილად საჭიროებენ დახმარებას და დაცვას ბრიტანეთში ცხოვრების განმავლობაში.

პრინცესა ჰაიას იურისტები ამტკიცებდნენ, რომ მას არ ჰქონდა პრეტენზია სამომავლო საჭიროებებზე. საინტერესოა, რომ სასამართლო სხდომებზე ჰაია გააკრიტიკეს და "მფლანგველობაში" დაადანაშაულეს. მაგალითად, მის შვილს, რომელიც სულ რაღაც 9 წლისაა, უკვე სამი ძვირადღირებული მანქანა აჩუქეს, რადგან ჰაიას თქმით, "ის მიჩვეული იყო მანქანების საჩუქრად მიღებას". მოსამართლემ მიიჩნია, რომ ქალისადმი ეს ლეგიტიმური კრიტიკა იყო.

ამასთან, შეიხმა განაცხადა, რომ პრინცესა ყველაფერს მიიღებს და ის ჰაიასთვის ზიანის მიყენებას არ აპირებს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა