პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია 12 პირი
შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია 12 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ფარ­გლებ­ში, მხო­ლოდ დე­კემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 12 პირი და­ა­კა­ვეს. კერ­ძოდ, თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად 9 პირი, აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 2, ხოლო თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1 პირი და­ა­კა­ვეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე თვე­ში 5 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი“ და 2 კი­ლოგ­რა­მი "კო­კა­ი­ნი“ ამო­ი­ღეს.

"ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი. ჯ., 1967 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს. შ., 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კ. ქ., აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე - 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. მ., 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. გ., 1973 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ. ა. და 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ. ა., თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ გ. და 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა. კ. და­ა­კა­ვეს.

ჩა­მოთ­ვლი­ლი პი­რე­ბის გარ­და, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ქ. - თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ხოლო 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ბ. და 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.გ. აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

მათ ბრა­ლად ედე­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკა­ნო­ნოდ შე­მო­ტა­ნა და ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე თვე­ში 5 კი­ლოგ­რამ­ზე მეტი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი“ და 2 კი­ლოგ­რა­მი "კო­კა­ი­ნი“ ამო­ი­ღეს.

2021 წლის 21 დე­კემ­ბერს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის მე­ბა­ჟე-ოფიც­რებ­მა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში, თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. მისი კუთ­ვნი­ლი ბარ­გის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში მო­წყო­ბილ სა­მა­ლავ­ში 2 კი­ლოგ­რა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "კო­კა­ი­ნია“ იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლი ტრან­ზი­ტუ­ლი გა­და­ზიდ­ვის გზით ცდი­ლობ­და ნარ­კო­ტი­კის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ტა­ნას.

გარ­და ამი­სა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, 15 დე­კემ­ბერს, თბი­ლის­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის პი­რა­დი და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას 1 კილო და 600 გრა­მი "ჰე­რო­ი­ნი“ ამო­ი­ღეს. ხოლო, 16 დე­კემ­ბერს, ლა­გო­დეხ­ში, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 2 კილო და 200 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნია" ამო­ღე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტად კვლავ რჩე­ბა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის აღ­მო­ფხვრა და ნარ­კო­ტი­კე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის მი­მართ მკაც­რი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა. ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მეტი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი მიმ­დი­ნა­რე წელს და­ვა­კა­ვეთ.

მინ­და გა­გაც­ნოთ 2021 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მე­ბი.

მიმ­დი­ნა­რე წლის 22 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სულ და­კა­ვე­ბუ­ლია 136 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რი.

ამო­ღე­ბუ­ლია: 19 კი­ლოგ­რა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნი“, 4 კი­ლოგ­რა­მი "კო­კა­ი­ნი", 5 ათა­სი აბი "სუ­ბუ­ტექ­სი", 3 კი­ლოგ­რა­მი "ალფა-პვპ“, 26 კი­ლოგ­რა­მი "ბიო" და სხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კე­ბი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის კუ­თხი­თაც იმუ­შა­ვა.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გამ­კაცრ­და სას­ჯე­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამ­სა­ღებ­ლე­ბის მი­მართ.

ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის­თვის მი­ნი­მა­ლურ სას­ჯე­ლად გა­ნი­სა­ზღვრა 10 წლი­დან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, ხოლო მაქ­სი­მა­ლურ ზღვა­რად 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა დად­გინ­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი აგ­რეთ­ვე შე­ე­ხო ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო გა­სა­ღე­ბას და იგი გა­ი­მიჯ­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბის­გან და შე­ძე­ნი­სა - შე­ნახ­ვის­გან“, - გა­ნა­ცხა­და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მა­მუ­კა ჭე­ლი­ძემ.

იკა
0

 მერეე? ჭიკაიძემ ვანადგურებო! მალევე წავიდა და მილიონერი კი გახდა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია 12 პირი

შსს-მ 5 კილოგრამზე მეტი "ჰეროინი" და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღო - დაკავებულია 12 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მხოლოდ დეკემბრის თვეში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 12 პირი დააკავეს. კერძოდ, თბილისსა და რეგიონებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 9 პირი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2, ხოლო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღეს.

"ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს.

ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა.

სამართალდამცველებმა მიმდინარე თვეში 5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“ და 2 კილოგრამი "კოკაინი“ ამოიღეს.

2021 წლის 21 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. მისი კუთვნილი ბარგის შემოწმების შედეგად სამგზავრო ჩანთაში მოწყობილ სამალავში 2 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება "კოკაინია“ იქნა აღმოჩენილი. ბრალდებული ტრანზიტული გადაზიდვის გზით ცდილობდა ნარკოტიკის საქართველოში შემოტანას.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა, 15 დეკემბერს, თბილისში დაკავებული პირის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 1 კილო და 600 გრამი "ჰეროინი“ ამოიღეს. ხოლო, 16 დეკემბერს, ლაგოდეხში, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინია" ამოღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ.

მინდა გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები.

მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.

ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი“, 4 კილოგრამი "კოკაინი", 5 ათასი აბი "სუბუტექსი", 3 კილოგრამი "ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი "ბიო" და სხვა სახის ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა.

მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ.

ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვარად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა.

საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა - შენახვისგან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.