სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო" - სალომე ზურაბიშვილი
"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო" - სალომე ზურაბიშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლა, დამ­დე­გი ახა­ლი წელი მი­უ­ლო­ცა და მო­მა­ვალ წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სიმ­შვი­დე და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა უსურ­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებს ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბის შე­სა­ხებ სა­კუ­თარ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ესა­უბ­რა.

"დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ი­ღა­ლა და­პი­რის­პი­რე­ბით და პო­ლა­რი­ზა­ცი­ით და სურ­ვი­ლი აქვთ რომ გა­მო­ვი­დეთ შექ­მნი­ლი ჩი­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. მე, რო­გორც ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი, მზად ვარ ეს პრო­ცე­სი და­ვი­წყო, მას­ში ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო და რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია მი­ვიყ­ვა­ნო იქამ­დე, რომ სულ მცი­რე, პირ­ველ რიგ­ში, ამ ქვე­ყა­ნა­ში შევ­ძლოთ ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი და შემ­დგომ შე­თან­ხმე­ბა, თუნ­დაც რიგ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ შე­რი­გე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ამა­ში ვე­თან­ხმე­ბი, რომ შე­რი­გე­ბა არ არის დღეს - ხვალ რა­ღაც ზეპ­რო­ცე­სი ამას უნდა დიდი მუ­შა­ო­ბა, დიდი მოთ­მი­ნე­ბა ყვე­ლას­გან და პირ­ველ რიგ­ში, ალ­ბათ ჩემ­გან.

ამ პრო­ცეს­ში მე თქვე­ნი იმე­დიც მაქვს, რა­მე­თუ თქვენ ასა­ხავთ სწო­რედ იმას, რომ ეს ქვე­ყა­ნა იყო და იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა შემ­წყნა­რებ­ლო­ბი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის ქვე­ყა­ნა, სა­დაც მრა­ვა­ლი კონ­ფე­სი­ე­ბი, რე­ლი­გი­უ­რი თუ არა­რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ერ­თად არ­სე­ბობ­და და ეს თა­ნა­არ­სე­ბო­ბა იყო ამ ქვეყ­ნის სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია.

რო­გორც ბევრ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა დღეს, აქაც არის ამ ტრა­დი­ცი­ის და­კარ­გვის და რა­ღაც სრულ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე გა­დას­ვლის ტენ­დენ­ცია, რო­მე­ლიც არ­ცერთ დარ­გს არ ტო­ვებს ამ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის გა­რეთ. ეს ძა­ლი­ან რტუ­ლი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე ბევ­რად ძლი­ერ, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­შიც ვრცელ­დე­ბა დღე­ვან­დელ დღეს.

მე არ მაქვს ილუ­ზია იმი­სა, რომ ეს ად­ვი­ლი პრო­ცე­სია, ან ხვალ­ვე რამე შე­დეგს დავ­დებთ, მაგ­რამ თუ არ და­ვი­წყებთ, ქვე­ყა­ნას­თან ერ­თად ჩი­ხურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­ვი­ძი­რე­ბით. ამი­ტომ, მე მინ­დო­და თქვენ­თა­ნაც ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­ზი­ა­რე­ბა და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დის გა­მო­ხატ­ვა.

მინ­და კი­დევ ერთხელ მო­გი­ლო­ცოთ ეს დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და ვი­სურ­ვო, რომ ჩვე­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბა, რაც ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რეა გაგ­რძელ­დეს, გაძ­ლი­ერ­დეს და იყოს სა­მა­გა­ლი­თო, რო­გორც იყო“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ღე­ბას ეს­წრე­ბო­და ასე­ვე, რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელი
6

ქალბატონო სალომე, აი რა მოიტანა თქვენს მიერ შეწყალებამ მელიასი,რურუასი,უგულავასი, აქეთ ქვემუქრებიან განადგურებით. ამიტომ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოში როგორ ვიცხოვროთ და არა ევროპელებმა

აკა-კა
6

ეხ მადამ, მადამ!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო" - სალომე ზურაბიშვილი

"როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა.

საქართველოს პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.

"დღეს საზოგადოება დაიღალა დაპირისპირებით და პოლარიზაციით და სურვილი აქვთ რომ გამოვიდეთ შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეს პროცესი დავიწყო, მასში ჩემი წვლილი შევიტანო და რამდენადაც შემიძლია მივიყვანო იქამდე, რომ სულ მცირე, პირველ რიგში, ამ ქვეყანაში შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი და შემდგომ შეთანხმება, თუნდაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როდესაც ამბობენ, რომ შერიგება ძალიან რთულია, ამაში ვეთანხმები, რომ შერიგება არ არის დღეს - ხვალ რაღაც ზეპროცესი ამას უნდა დიდი მუშაობა, დიდი მოთმინება ყველასგან და პირველ რიგში, ალბათ ჩემგან.

ამ პროცესში მე თქვენი იმედიც მაქვს, რამეთუ თქვენ ასახავთ სწორედ იმას, რომ ეს ქვეყანა იყო და იმედი მაქვს, მომავალშიც იქნება შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის ქვეყანა, სადაც მრავალი კონფესიები, რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებები ერთად არსებობდა და ეს თანაარსებობა იყო ამ ქვეყნის საუკუნოვანი ტრადიცია.

როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში ხდება დღეს, აქაც არის ამ ტრადიციის დაკარგვის და რაღაც სრულ პოლარიზაციაზე გადასვლის ტენდენცია, რომელიც არცერთ დარგს არ ტოვებს ამ პოლარიზაციის გარეთ. ეს ძალიან რტული პროცესია, რომელიც ჩვენზე ბევრად ძლიერ, დემოკრატიულ ქვეყნებშიც ვრცელდება დღევანდელ დღეს.

მე არ მაქვს ილუზია იმისა, რომ ეს ადვილი პროცესია, ან ხვალვე რამე შედეგს დავდებთ, მაგრამ თუ არ დავიწყებთ, ქვეყანასთან ერთად ჩიხურ სიტუაციაში ჩავიძირებით. ამიტომ, მე მინდოდა თქვენთანაც ამ ინიციატივის გაზიარება და თქვენი მხარდაჭერის იმედის გამოხატვა.

მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დღესასწაულები და ვისურვო, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება, რაც ამ პატარა ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა გაგრძელდეს, გაძლიერდეს და იყოს სამაგალითო, როგორც იყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიღებას ესწრებოდა ასევე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი.