მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რთული იქნება წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი - მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მომავლისთვის" - მიხეილ სააკაშვილი
"რთული იქნება წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი - მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მომავლისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ უნდა შევ­ძლოთ სა­ერ­თო მიზ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჩვენ - მთელ­მა ქარ­თველ­მა ერმა. ალ­ბათ, ყვე­ლას­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი თუ უსა­მარ­თლო წყე­ნის და­ვი­წყე­ბა, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბა არ­ცაა მი­ზა­ნი. მი­ზა­ნია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­აც­ნო.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ჩვე­ნი ძა­ლე­ბის და­ხარ­ჯვა მტრის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს.

"ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და ჩვე­ნი მთე­ლი ამ ხნის ოც­ნე­ბა, ახლა საფრ­თხე­შია. და ამი­ტო­მაც, ახლა, ჩვენს გუ­ლებ­ში, კვლავ ისე­თი­ვე სიმ­ძლავ­რით აენ­თო ეს ოც­ნე­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი სურ­ვი­ლი, რო­გორც 2003 წელს. ამ შეგ­ნე­ბამ და ამ შეგ­რძნე­ბამ გა­და­მარ­ჩი­ნა ფი­ზი­კუ­რად და ბრძო­ლის მო­ტი­ვა­ცია კი­დევ უფრო გა­მიძ­ლი­ე­რა გლ­და­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, სა­დაც სიკ­ვდილ­თან ისე ახ­ლოს ვი­ყა­ვი, რო­გორც არას­დროს. ეს "ოც­ნე­ბა“ არას­დროს გაქ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მე მომ­კლან, მაგ­რამ მას ვე­რა­ვინ ვერ მოკ­ლავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გუ­ლებ­სა და გო­ნე­ბა­ში. ჩვენ უკვე გა­ვი­გეთ წარ­მა­ტე­ბის და მსოფ­ლიო კლა­სის მო­თა­მა­შედ ყოფ­ნის გემო, რაც ვერ აი­ტა­ნა ჩვენ­მა მტერ­მა და ცდი­ლობს, ეს წარ­მა­ტე­ბის გან­ცდა, რო­მე­ლის გე­მოც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­გეთ, შხა­მად ამოგ­ვა­დი­ნოს.

დღეს, ჩვენ დაგ­ვი­ტო­ვეს მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი - მო­ნო­ბა ან ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა. ჩვენ ამა­ზე ვპა­სუ­ხობთ ერთი წი­ნა­და­დე­ბით - ჩვენ არ ვართ მო­ნე­ბი, მო­ნე­ბი არ ვართ ჩვენ. ეს ქვე­ყა­ნა გვე­კუთ­ვნის ჩვენ და ჩვენს შვი­ლებს და მას სა­ჯიჯგნად არა­ვის და­ვუ­ტო­ვებთ.

იმი­სათ­ვის, რომ დავძლი­ოთ სი­ღა­ტა­კე და უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა, ჰა­ე­რი­ვით გვჭირ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­სა­მარ­თლო, თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ზო­გა­დად თა­ვი­სუფ­ლე­ბა. თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი! თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს და აქ! თა­ვი­სუფ­ლე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ!

რაც არ უნდა გაგ­ვა­ღა­ტა­კონ, გაგ­ვა­უ­ბე­დუ­რონ, რაც არ უნდა ქვეყ­ნი­დან გვდევ­ნიდ­ნენ, თა­ვი­სუფ­ლე­ბის ერთხელ გა­სინ­ჯულ გე­მოს ვერ დაგ­ვა­ვი­წყე­ბენ! თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეგ­რძნე­ბას ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ვერ წაგ­ვიშ­ლი­ან! სი­ა­მა­ყეს და ღირ­სე­ბას ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი კო­დი­დან ვერ ამოშ­ლი­ან!

ამი­ტო­მაც, ჩვე­ნი და­სავ­ლუ­რი ოც­ნე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბა მოქ­მე­დი რე­ჟი­მის შეც­ვლაა. სხვაგ­ვა­რად ეს მის­წრა­ფე­ბა არა­თუ ვერ გახ­დე­ბა რე­ა­ლო­ბა, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა სა­მუ­და­მოდ აუხ­დე­ნელ ოც­ნე­ბად დარ­ჩეს. დიახ, ამ რე­ჟი­მის შეც­ვლა, კო­რუფ­ცი­ის და­მარ­ცხე­ბა, შერ­ჩე­ვი­თი და უსა­მარ­თლო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის დას­რუ­ლე­ბა, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის ზრდის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ტემ­პის შე­ჩე­რე­ბა და შემ­დეგ გაქ­რო­ბა, რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის ორ­ბი­ტი­დან სა­მუ­და­მოდ მო­წყვე­ტა და ევ­რო­პულ ორ­ბი­ტა­ზე გა­დას­ვლა - ესაა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი რე­ცეპ­ტი და ჩვე­ნი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი ოც­ნე­ბაც.

ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს ამ უმ­ძი­მე­სი ის­ტო­რი­უ­ლი კრი­ზი­სი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლია: ჩვენ უნდა ვი­ყოთ ძლი­ე­რე­ბი, რო­გორც არას­დროს და რა­დაც არ უნდა დაგ­ვიჯ­დეს, ვი­მოქ­მე­დოთ უშეც­დო­მოდ, სწო­რად და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად. უნდა დავ­დგეთ ჩვენ ლე­გი­ტი­მურ ბრაზ­ზე მაღ­ლა და ემო­ცი­ებს არ მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გზა-კვა­ლი აგ­ვი­რი­ოს და ვერ და­ვა­ყე­ნოთ შე­დე­გი. ასე­ვე, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა ავ­ყვეთ რე­ჟი­მის შე­მოგ­დე­ბულ პრო­ვო­კა­ცი­ებს და მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად გვერ­დში და­ვუდ­გეთ და და­ვეხ­მა­როთ იმ ლი­დე­რებს, ვინც ახლა გა­რე­თაა და ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბით იბ­რძვის და ამარ­ცხებს კი­დეც რე­ჟიმს ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში. დღეს მათ შორი გა­მორ­ჩე­უ­ლის, შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლის, ნიკა მე­ლი­ას და­ბა­დე­ბის დღეა და მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ვუ­ლო­ცავ მას ამ დღეს და გა­მარ­ჯვე­ბას ვუ­სურ­ვებ სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლა­ში!

ჩვენ უნდა შევ­ძლოთ სა­ერ­თო მიზ­ნის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, ჩვენ - მთელ­მა ქარ­თველ­მა ერმა. ალ­ბათ, ყვე­ლას­თვის რთუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი თუ უსა­მარ­თლო წყე­ნის და­ვი­წყე­ბა, მაგ­რამ და­ვი­წყე­ბა არ­ცაა მი­ზა­ნი. მი­ზა­ნია ურ­თი­ერ­თპა­ტი­ე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს­თვის, ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის. სხვაგ­ვა­რად ჩვენ ვერ დავძლევთ იმ ჯო­ჯო­ხეთს, რო­მელ­შიც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნაც და ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ახლა იმ­ყო­ფე­ბა და რა­საც თვით­გა­ნად­გუ­რე­ბის რე­ჟი­მი ქვია. სხვაგ­ვა­რად ჩვენ ვერ შევ­ძლებთ გზის გაგ­რძე­ლე­ბას უკე­თე­სი მო­მავ­ლის­კენ!

ჩვენ არც უფ­ლე­ბა გვაქვს და ვერც ავი­ტანთ ამ­დენ ურ­თი­ერ­თზი­ზღს. ში­და­და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ჩვე­ნი ძა­ლე­ბის და­ხარ­ჯვა მტრის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს, მა­შინ როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერ­თა­დერ­თი მტე­რი ჩვენს კა­რებ­თა­ნაა მომ­დგა­რი და ამ ურ­თი­ერ­თშუღლს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მთე­ლი სი­სას­ტი­კით და დიდი ოს­ტა­ტო­ბით იყე­ნებს, უნებ­ლი­ეთ ამა­ში ხელი არ უნდა შე­ვუ­წყოთ. დღეს, მინ­და გა­მო­ვა­ცხა­დო და მწამს და მჯე­რა, რომ და­მე­თან­ხმე­ბით: ჩვენ აქ ვდგა­ვართ და გვა­ერ­თი­ა­ნებს არა შუ­რის­ძი­ე­ბის წყურ­ვი­ლი, არა­მედ სა­ერ­თო მი­ზა­ნი, გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და და­ვაბ­რუ­ნოთ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ოჯახ­ში, რომ­ლის ბუ­ნებ­რი­ვი და ის­ტო­რი­უ­ლი წევ­რი­ცაა.

დღეს ჩვენ გვე­უბ­ნე­ბი­ან და გვარ­წმუ­ნე­ბენ, რომ ბრძო­ლას აზრი არ აქვს. უი­მე­დო­ბა­ში გვაგ­დე­ბენ და ბევ­რმა სამ­წუ­ხა­როდ ხე­ლე­ბიც ჩა­მო­უშ­ვა. მაგ­რამ, ყვე­ლას შე­გახ­სე­ნებთ ჩვენ ვარ­სე­ბობთ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ და თავ­საც წი­რავ­დნენ. იმერ­ჯვებ­დნენ, აშე­ნებ­დნენ ქვე­ყა­ნას, მარ­ცხდე­ბოდ­ნენ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, კვლავ ფეხ­ზე დგე­ბოდ­ნენ და კვლავ იმარ­ჯვებ­დნენ და კვლავ აგ­რძე­ლებ­დნენ შე­ნე­ბას და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ასე მო­ვაღ­წი­ეთ დღემ­დე და ასე­ვე უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ - ფეხ­ზე დავ­დგეთ და გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს შე­ნე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა!

დღე­ი­დან ჩვე­ნი ბრძო­ლა უნდა გახ­დეს უწყვე­ტი. ჩვენ უნდა ვიბ­რძო­ლოთ ჯერ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც შეგ­ვიძ­ლია და შემ­დეგ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც სა­ჭი­როა სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბის­თვის და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­ბო­ლოო გა­მოხ­სნის­თვის ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ი­სა და მისი დამ­ქა­შე­ბის­გან.

არა­ნა­ი­რი დაღ­ლა, არა­ნა­ი­რი ხე­ლე­ბის ჩა­მოშ­ვე­ბა. ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­ში ხე­დავს სი­სუს­ტეს და რო­გორც კი და­ი­ნა­ხავს იმ თავ­გან­წირ­ვას, რო­მელ­საც ჩვენ ვა­შე­ნებთ, მათ მიერ აშე­ნე­ბუ­ლი კე­დე­ლი გარ­და­უვ­ლად ძა­ლი­ან მალე ჩა­მო­იშ­ლე­ბა.

თუ გვინ­და, ჩვე­ნი ხალ­ხი გა­მოგ­ვყვეს, უნდა ვაჩ­ვე­ნოთ თავ­გან­წირ­ვა!

თუ გვინ­და, მსოფ­ლი­ომ მხა­რი დაგ­ვი­ჭი­როს, უნდა ვაჩ­ვე­ნოთ ბრძო­ლა!

თუ გვინ­და, ჩვენ­მა შვილ­თაშ­ვი­ლებ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნით ია­მა­ყონ, გა­მარ­ჯვე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად და უპი­რო­ბოდ უნდა მო­ვი­პო­ვოთ!

მე ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვი სიკ­ვდილ­თან და ახ­ლაც მზად ვარ, თავი შევ­წი­რო ჩემი თავი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და ჩემს ოც­ნე­ბას ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. ჩემი სი­ცო­ცხლე, რო­გორც ფა­სე­უ­ლო­ბა, ვე­რაფ­რით შე­ედ­რე­ბა ამ ის­ტო­რი­უ­ლი მი­სი­ის შეს­რუ­ლე­ბას. მი­სი­ის, რო­მე­ლიც იყო, არის და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მის­წრა­ფე­ბა და ჩემი თქვენ­და­მი და­დე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პი­რო­ბა და ფიცი. ფიცი პრე­ზი­დენ­ტის და მძევ­ლის, ლი­დე­რის და თქვე­ნი მსა­ხუ­რის, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტის ფიცი.

თა­ვი­სუფ­ლე­ბა დღეს ჩვე­ნი მო­მა­ვალს უმ­ღერს დი­დე­ბას! ჩვენ უნდა ამო­ვაბრ­წყი­ნოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ცის­კრის ვარ­სკვლა­ვი! მჯე­რა და მწამს თქვე­ნი! აბა თქვენ იცით!“- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
0

ერთი ლენინმა დაწერა აპრილის თეზისები და მეორე მიშამ - დეკემბრის. ვაი, შენს პატრონს, შე მართლა გაიძვერა კაცო. როგორ გეზიზღება ქართველი ხალხი შე უნამუსო!

დათო
0

ხალხს როგორც არაფერს ეკითხებოდა არასოდეს ისევე არაფერს ეკითხება ეხლაც. ოცნებასთან შერიგება თუ მორიგება არ გიშველის მიშა. ხალხი გადაგივლით ორივეს თუ ესეთი რამე მოხდა, რაც არ მოხდება რადგან ოცნებას ჯერ ჭკუა არ დაუკარგავს. თორე ეს რა გამოდის? ჯერ ისინი შენ გაპატიებენ , მერე შენ იმათ აპატიებ და ხალხი იქნება მუდამ დაჩაგრული და მოტყუებული? ნურასუკაცრავად!!!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რთული იქნება წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი - მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მომავლისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

"რთული იქნება წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი - მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი მომავლისთვის" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება, ჩვენ - მთელმა ქართველმა ერმა. ალბათ, ყველასთვის რთული იქნება სამართლიანი თუ უსამართლო წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი. მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გააცნო.

როგორც სააკაშვილი წერს, შიდადაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.

"ევროპული ინტეგრაცია და ჩვენი მთელი ამ ხნის ოცნება, ახლა საფრთხეშია. და ამიტომაც, ახლა, ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს. ამ შეგნებამ და ამ შეგრძნებამ გადამარჩინა ფიზიკურად და ბრძოლის მოტივაცია კიდევ უფრო გამიძლიერა გლდანის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც სიკვდილთან ისე ახლოს ვიყავი, როგორც არასდროს. ეს "ოცნება“ არასდროს გაქრება. შეიძლება მე მომკლან, მაგრამ მას ვერავინ ვერ მოკლავს ქართველი ხალხის გულებსა და გონებაში. ჩვენ უკვე გავიგეთ წარმატების და მსოფლიო კლასის მოთამაშედ ყოფნის გემო, რაც ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ცდილობს, ეს წარმატების განცდა, რომელის გემოც დიდი ხნის განმავლობაში პირველად გავიგეთ, შხამად ამოგვადინოს.

დღეს, ჩვენ დაგვიტოვეს მხოლოდ ორი არჩევანი - მონობა ან ამ ქვეყნიდან წასვლა. ჩვენ ამაზე ვპასუხობთ ერთი წინადადებით - ჩვენ არ ვართ მონები, მონები არ ვართ ჩვენ. ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ და ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ.

იმისათვის, რომ დავძლიოთ სიღატაკე და უპერსპექტივობა, ჰაერივით გვჭირდება თავისუფალი ტელევიზიები, თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი არჩევნები, ზოგადად თავისუფლება. თავისუფლება დღეს ჩვენი! თავისუფლება დღეს და აქ! თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ!

რაც არ უნდა გაგვაღატაკონ, გაგვაუბედურონ, რაც არ უნდა ქვეყნიდან გვდევნიდნენ, თავისუფლების ერთხელ გასინჯულ გემოს ვერ დაგვავიწყებენ! თავისუფლების შეგრძნებას ისტორიული მეხსიერებიდან ვერ წაგვიშლიან! სიამაყეს და ღირსებას ჩვენი ეროვნული კოდიდან ვერ ამოშლიან!

ამიტომაც, ჩვენი დასავლური ოცნების აღსრულების მთავარი წინაპირობა მოქმედი რეჟიმის შეცვლაა. სხვაგვარად ეს მისწრაფება არათუ ვერ გახდება რეალობა, არამედ შეიძლება სამუდამოდ აუხდენელ ოცნებად დარჩეს. დიახ, ამ რეჟიმის შეცვლა, კორუფციის დამარცხება, შერჩევითი და უსამართლო მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური დევნის დასრულება, რუსული გავლენის ზრდის კატასტროფული ტემპის შეჩერება და შემდეგ გაქრობა, რუსული იმპერიალიზმის ორბიტიდან სამუდამოდ მოწყვეტა და ევროპულ ორბიტაზე გადასვლა - ესაა ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი რეცეპტი და ჩვენი ხალხის ისტორიული ოცნებაც.

ჩვენი სამშობლოს ამ უმძიმესი ისტორიული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია: ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, როგორც არასდროს და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვიმოქმედოთ უშეცდომოდ, სწორად და რაციონალურად. უნდა დავდგეთ ჩვენ ლეგიტიმურ ბრაზზე მაღლა და ემოციებს არ მივცეთ შესაძლებლობა გზა-კვალი აგვირიოს და ვერ დავაყენოთ შედეგი. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ რეჟიმის შემოგდებულ პროვოკაციებს და მხარი დავუჭიროთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ იმ ლიდერებს, ვინც ახლა გარეთაა და ყველა საშუალებით იბრძვის და ამარცხებს კიდეც რეჟიმს ამ უთანასწორო ბრძოლაში. დღეს მათ შორი გამორჩეულის, შეუპოვარი მებრძოლის, ნიკა მელიას დაბადების დღეა და მთელი სულით და გულით ვულოცავ მას ამ დღეს და გამარჯვებას ვუსურვებ სამშობლოსთვის ბრძოლაში!

ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება, ჩვენ - მთელმა ქართველმა ერმა. ალბათ, ყველასთვის რთული იქნება სამართლიანი თუ უსამართლო წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი. მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის. სხვაგვარად ჩვენ ვერ დავძლევთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც ახლა იმყოფება და რასაც თვითგანადგურების რეჟიმი ქვია. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ გზის გაგრძელებას უკეთესი მომავლისკენ!

ჩვენ არც უფლება გვაქვს და ვერც ავიტანთ ამდენ ურთიერთზიზღს. შიდადაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მტერი ჩვენს კარებთანაა მომდგარი და ამ ურთიერთშუღლს ჩვენს წინააღმდეგ მთელი სისასტიკით და დიდი ოსტატობით იყენებს, უნებლიეთ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. დღეს, მინდა გამოვაცხადო და მწამს და მჯერა, რომ დამეთანხმებით: ჩვენ აქ ვდგავართ და გვაერთიანებს არა შურისძიების წყურვილი, არამედ საერთო მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ ოჯახში, რომლის ბუნებრივი და ისტორიული წევრიცაა.

დღეს ჩვენ გვეუბნებიან და გვარწმუნებენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. უიმედობაში გვაგდებენ და ბევრმა სამწუხაროდ ხელებიც ჩამოუშვა. მაგრამ, ყველას შეგახსენებთ ჩვენ ვარსებობთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ და თავსაც წირავდნენ. იმერჯვებდნენ, აშენებდნენ ქვეყანას, მარცხდებოდნენ უთანასწორო ბრძოლაში, კვლავ ფეხზე დგებოდნენ და კვლავ იმარჯვებდნენ და კვლავ აგრძელებდნენ შენებას და ქვეყნის განვითარებას. ასე მოვაღწიეთ დღემდე და ასევე უნდა გავაგრძელოთ - ფეხზე დავდგეთ და გავაგრძელოთ ჩვენი სამშობლოს შენება და განვითარება!

დღეიდან ჩვენი ბრძოლა უნდა გახდეს უწყვეტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჯერ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისთვის და ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამოხსნისთვის ბოროტების იმპერიისა და მისი დამქაშებისგან.

არანაირი დაღლა, არანაირი ხელების ჩამოშვება. ჩვენი მოწინააღმდეგე იმდენად ძლიერია, რამდენადაც ჩვენში ხედავს სისუსტეს და როგორც კი დაინახავს იმ თავგანწირვას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მათ მიერ აშენებული კედელი გარდაუვლად ძალიან მალე ჩამოიშლება.

თუ გვინდა, ჩვენი ხალხი გამოგვყვეს, უნდა ვაჩვენოთ თავგანწირვა!

თუ გვინდა, მსოფლიომ მხარი დაგვიჭიროს, უნდა ვაჩვენოთ ბრძოლა!

თუ გვინდა, ჩვენმა შვილთაშვილებმა დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ჩვენით იამაყონ, გამარჯვება აუცილებლად და უპირობოდ უნდა მოვიპოვოთ!

მე ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან და ახლაც მზად ვარ, თავი შევწირო ჩემი თავი ქართველი ხალხის და ჩემს ოცნებას ევროპულ მომავალს. ჩემი სიცოცხლე, როგორც ფასეულობა, ვერაფრით შეედრება ამ ისტორიული მისიის შესრულებას. მისიის, რომელიც იყო, არის და იქნება ჩვენი მთავარი მისწრაფება და ჩემი თქვენდამი დადებული მთავარი პირობა და ფიცი. ფიცი პრეზიდენტის და მძევლის, ლიდერის და თქვენი მსახურის, საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი ქართველი პატრიოტის ფიცი.

თავისუფლება დღეს ჩვენი მომავალს უმღერს დიდებას! ჩვენ უნდა ამოვაბრწყინოთ ჩვენი ქვეყნის ცისკრის ვარსკვლავი! მჯერა და მწამს თქვენი! აბა თქვენ იცით!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.