მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ" - მიხეილ სააკაშვილი
"ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ" - მიხეილ სააკაშვილი

"ვწუხ­ვარ ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის ბევ­რი სა­კი­თხის გამო, მაგ­რამ ამ­გვა­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა არას­დროს შემ­რცხვე­ბა და არას­დროს ვი­ნა­ნებ. ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და ჩემი ამ ხნის ოც­ნე­ბა ახლა საფრ­თხე­შია" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­დამ გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ გა­აც­ნო.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წე­რილ­ში აცხა­დებს, არა­ფე­რი ისე არ აახ­ლო­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლა.

"ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან ოც­ნე­ბა, რო­მე­ლიც მა­მოძ­რა­ვებ­და და მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც გვქონ­და, იყო მე­ხი­ლა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, და­სავ­ლუ­რი ოჯა­ხის სრულ­ფა­სო­ვან და გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად, სა­ქარ­თვე­ლო შე­უქ­ცე­ვა­დად შემ­დგა­რი­ყო და­სავ­ლუ­რი რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე. სწო­რედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ამ ოც­ნე­ბამ მიგ­ვიყ­ვა­ნა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე“, წარ­მო­უდ­გე­ნელ რე­ფორ­მე­ბამ­დე და შე­უმ­დგა­რი ქვეყ­ნის არ­ნა­ხულ აღმშე­ნებ­ლო­ბამ­დე, რე­გი­ო­ნის ლი­დე­რო­ბამ­დე და სა­მა­გა­ლი­თო ქვეყ­ნად ქცე­ვამ­დე. მთელ პოსტსაბ­ჭო­თა სის­ტე­მა­ში პირ­ვე­ლად იმგვარ დე­მოკ­რა­ტი­ამ­დე, სა­დაც მმარ­თვე­ლი პარ­ტია შე­იძ­ლე­ბო­და და­მარ­ცხე­ბუ­ლი­ყო და ლი­დერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ე­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის­თვის. ვწუხ­ვარ ჩემი მმარ­თვე­ლო­ბის ბევ­რი სა­კი­თხის გამო, მაგ­რამ ამ­გვა­რი ქვეყ­ნის აშე­ნე­ბა არას­დროს შემ­რცხვე­ბა და არას­დროს ვი­ნა­ნებ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი წყა­რო ჩვე­ნი ხალ­ხია და ის წყვეტს, მოგ­ვიყ­ვა­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ან გაგ­ვიშ­ვას ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან. ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია და ჩემი ამ ხნის ოც­ნე­ბა ახლა საფრ­თხე­შია და ამი­ტო­მაც, ახლა ჩვენს გუ­ლებ­ში, კვლავ ისე­თი­ვე სიმ­ძლავ­რით აენ­თო ეს ოც­ნე­ბა და ის­ტო­რი­უ­ლი სურ­ვი­ლი, რო­გორც 2003 წელს“, - აცხა­დებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი. 69 წლის
0

იტყუილები როგორც ყოველთვის!

საქართველოს წინამორბედი ორი პრეზიდენტი თურმე დასავლეთზე არ იყვნენ ორიენტირებულები!

- ზვიად გამსახურდია ალბათ საფლავში ამოტრიალდებოდა. თურმე შენ გამოიყვანე საქართველო საბჭოთა კავშირის რიგებიდან;

- ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანა თურმე არა ედუარდ შევარდნაძის, არამედ შენი დამსახურება ყოფილა. ნატოსთან ურთიერთობაც თურმე შენ დაგიწყია.

შენც განახორციელე მნიშვნელოვანი რეფორმები, მაგრამ ნუ იბრალებ, რომ ქვეყანა შენი აშენებულია!

- რატომ ატყუილებ ხალხს, რომ თითქოსდა ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია ახლა საფრ­თხე­შია?

იყენებ რა იმ მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, რომელიც პანდემიითაა შექმნილი გინდა ისევ თავზე დააჯდე ქვეყანას.

შენი ხუშტურებისა და ახირებების გამო დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი.

შენი მმართველობის პერიოდში ციხეებში აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და კლავდნენ ასობით პატიმარს, ბიზნესს ავიწროებდნენ და ფულს აწერდნენ. კიდევ სხვა მრავალი უბედურება ხდებოდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო!

ნანაარ
0

არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა. რამხელა ამპარტავანია, რა გახდა ერთი ბოდიში იმ ხალხის წინაშე ვინც ეგრე გაამ წარე შენი მმართველობის დროს. თუ იმ საწყლებს ადამიანებად არ თვლი. თუ ადამიანები არიან ისინი რომლებიც ფულზე გეთაყვანებიან მათ არ აინტერესებთ ეგ ფული საიდან გაქვს ასე ულევი ჩრდილოეთიდან თუ საქართველოდან წაღებული თავის დროზე მათთვის შენ არა ხარ მთავარი , მთავარია შენი ულევი ფული. მაგ ცოდვიან ფულს თუნდაც ჯოჯოხეთში ჩაყვებიან შენი მომხრეები. რა კარგია რომ ცოტანი ხართ სატანის მიციქულები.

ავტორი:

"ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ" - მიხეილ სააკაშვილი

"ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ" - მიხეილ სააკაშვილი

"ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერილში აცხადებს, არაფერი ისე არ აახლოებს საზოგადოებას, როგორც სამშობლოსთვის ბრძოლა.

"ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან ოცნება, რომელიც მამოძრავებდა და მთავარი მიზანი, რომელიც გვქონდა, იყო მეხილა ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, დასავლური ოჯახის სრულფასოვან და განუყოფელ ნაწილად, საქართველო შეუქცევადად შემდგარიყო დასავლური რეინტეგრაციის გზაზე. სწორედ ქართველი ხალხის ამ ოცნებამ მიგვიყვანა "ვარდების რევოლუციამდე“, წარმოუდგენელ რეფორმებამდე და შეუმდგარი ქვეყნის არნახულ აღმშენებლობამდე, რეგიონის ლიდერობამდე და სამაგალითო ქვეყნად ქცევამდე. მთელ პოსტსაბჭოთა სისტემაში პირველად იმგვარ დემოკრატიამდე, სადაც მმართველი პარტია შეიძლებოდა დამარცხებულიყო და ლიდერს ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცა გამარჯვებულისთვის. ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ. ხელისუფლების ერთადერთი წყარო ჩვენი ხალხია და ის წყვეტს, მოგვიყვანოს ხელისუფლებაში ან გაგვიშვას ხელისუფლებიდან. ევროპული ინტეგრაცია და ჩემი ამ ხნის ოცნება ახლა საფრთხეშია და ამიტომაც, ახლა ჩვენს გულებში, კვლავ ისეთივე სიმძლავრით აენთო ეს ოცნება და ისტორიული სურვილი, როგორც 2003 წელს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.