საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხოლოდ წელს,  ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ
"მხოლოდ წელს,  ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ

დღეს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. აღ­ნიშ­ნულ დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი მისი მე­უღ­ლე, ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დეგ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახ­ლოს, ხან ძა­ლი­ან შორს და ხან ძა­ლი­ან ახ­ლოს გა­ვა­ტა­რე და მხო­ლოდ წელს, კი­დევ ერთხელ ძვე­ლი საყ­ვარ­ლე­ბი­ვით რომ გა­ვი­პა­რეთ ერთ ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში და ვლა­პა­რა­კობ­დით სხვის­თვის სიკ­ვდილ­ზე, სი­ცო­ცხლე­ზე, გმი­რო­ბა­ზე, სულ ყვე­ლა­ფერ­ზე და მათ შო­რის ჩვენს აკ­ვი­ა­ტე­ბულ ერ­თმა­ნეთ­თან მუდ­მივ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ომზე, ტკი­ვილ­ზე და რომ დავ­თვე­რით თით­ქმის უგო­ნოდ, პირ­ვე­ლად მი­თხრა, ხან­და­ხან, ახ­ლაც, წა­მით, ფი­ზი­კუ­რად ვგრძნობ ავ­ტო­მა­ტის ჯერს, მა­მა­ჩემს რომ გა­და­ა­ტა­რეს და მტკი­ვაო.

ზუს­ტად ნა­ტყვი­ა­რე­ბის ად­გი­ლას და წა­მი­თო, - წა­მის გან­სა­ზღვრა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, რომ არ გა­მე­ბე­და ჭარ­ბი თა­ნაგ­რძნო­ბა. არც სიმ­თვრა­ლე­ში ავი­წყდე­ბა, რომ უკად­რი­სია ცრემ­ლი მოგ­ვა­რო ვინ­მეს და ეს სი­ტყვა "მტკი­ვა" ერ­თა­დერ­თხელ გა­მოვ­ძა­ლე ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა და­ბა­დე­ბუ­ლი, ხე­ტი­ა­ლის­თვის, მძაფ­რი გრძნო­ბე­ბის­თვის და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ვის­ზეც გა­და­უ­ჭარ­ბებ­ლად ვი­ტყვი, რომ ასეთ მომ­ხიბ­ლავს არა­ვის ვიც­ნობ, ზურ­გის ქარს და ძლი­ერ იალ­ქნებს ვუ­სურ­ვებ­დი მხო­ლოდ და მე­გო­ნა ასე­თი იქ­ნე­ბო­და სულ, სულ, სულ... ვე­რა­ფე­რი შეც­ვლი­და და მი­თუ­მე­ტეს, გა­მოჩ­ნდე­ბო­და ვინ­მე მისი სრუ­ლად მომ­ხელ­თე­ბე­ლი.

აი ეს ადა­მი­ა­ნი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ნად ჩა­ბარ­და. მოკ­ლედ, გმი­რის და კა­რა­ტის­ტის კი არა, თი­ნას მო­ნას და­ბა­დე­ბის დღეა დღეს. ხოდა მო­ნებ­თან საქ­მე არ მაქვს. ეს უკვე სა­ბო­ლო­ოა", - წერს ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
12

izi-ს რა მაგარი ქალია, ძალიან მაგარი ფსიქოლოგი და მგონი ბევრ ქართველ მწერალზე უკეთესი მწერალიც. თვითონ არ აღიარებს საკუთარ მწერლობას თორე ჩვეულებრივად მაგარი ესეისტია. 15:56 / 21-12-2021>>>>>>>>>>>ვიზიარებ, მაგრამ ამას დიდი გამბედაობა უნდა, მწერლობას, დებ ყველაფერს ღიად ლანგარზე და თანაც არ იცი ამას რანაირი მიღება და შედეგი ექნება. არტისტიზმი ადამიანისა, ეს გამბედაობაა მისი. 

nino
0

izi-სგეთანხმებით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მხოლოდ წელს,  ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ

"მხოლოდ წელს,  ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე ირაკლი ალასანიას შესახებ

დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას დაბადების დღეა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით კი მისი მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს.

"ადამიანი, რომელთანაც 30 წელი, ხან შორს და ხან ახლოს, ხან ძალიან შორს და ხან ძალიან ახლოს გავატარე და მხოლოდ წელს, კიდევ ერთხელ ძველი საყვარლებივით რომ გავიპარეთ ერთ ულამაზეს ქალაქში და ვლაპარაკობდით სხვისთვის სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გმირობაზე, სულ ყველაფერზე და მათ შორის ჩვენს აკვიატებულ ერთმანეთთან მუდმივ დაბრუნებაზე, ომზე, ტკივილზე და რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა, ხანდახან, ახლაც, წამით, ფიზიკურად ვგრძნობ ავტომატის ჯერს, მამაჩემს რომ გადაატარეს და მტკივაო.

ზუსტად ნატყვიარების ადგილას და წამითო, - წამის განსაზღვრა აუცილებელი იყო, რომ არ გამებედა ჭარბი თანაგრძნობა. არც სიმთვრალეში ავიწყდება, რომ უკადრისია ცრემლი მოგვარო ვინმეს და ეს სიტყვა "მტკივა" ერთადერთხელ გამოვძალე ამდენი წლის განმავლობაში.

ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვისაა დაბადებული, ხეტიალისთვის, მძაფრი გრძნობებისთვის და სიყვარულისთვის, ვისზეც გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ასეთ მომხიბლავს არავის ვიცნობ, ზურგის ქარს და ძლიერ იალქნებს ვუსურვებდი მხოლოდ და მეგონა ასეთი იქნებოდა სულ, სულ, სულ... ვერაფერი შეცვლიდა და მითუმეტეს, გამოჩნდებოდა ვინმე მისი სრულად მომხელთებელი.

აი ეს ადამიანი ერთ მშვენიერ დღეს მონად ჩაბარდა. მოკლედ, გმირის და კარატისტის კი არა, თინას მონას დაბადების დღეა დღეს. ხოდა მონებთან საქმე არ მაქვს. ეს უკვე საბოლოოა", - წერს ნათია ფანჯიკიძე.