სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი,  ან თავისუფლება... საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება" - მიხეილ სააკაშვილი
"ჩემთვის არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი,  ან თავისუფლება... საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება" - მიხეილ სააკაშვილი

"პი­რა­დად ჩემ­თვის, არ­ჩე­ვა­ნი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია - ან სიკ­ვდი­ლი, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე მოკ­ვდე­ბა და მა­შინ ჩემს სი­ცო­ცხლე­საც აზრი ეკარ­გე­ბა",- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­რიგ მი­მარ­თვა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის პი­რად გვერ­დზე გავ­რცელ­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ერ­თია - და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლა გა­უ­ცხო­ე­ბის კედ­ლის გან­გრე­ვა.

"მო­გე­სალ­მე­ბით ცი­ხის საკ­ნი­დან, სა­დაც ჩამ­სვეს იმის­თვის, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო შევ­ქმე­ნით, ახა­ლი ქა­ლა­ქე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რუს ინ­ტერ­ვენ­ტებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ეთ და ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქი არ ჩა­ვა­ბა­რეთ.

მე აქ ჩამ­სვეს და მკლა­ვენ იმი­სათ­ვის, რომ ეკო­ნო­მი­კა ოთხჯერ გავ­ზარ­დეთ, ბი­უ­ჯე­ტი 12-ჯერ, პენ­სი­ე­ბი ათ­ჯერ. იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სი­ა­მა­ყე და ბრწყინ­ვა­ლე­ბა და­ვუბ­რუ­ნეთ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის შემ­დეგ და კე­თი­ლი შუ­რის ობი­ექ­ტად ვი­ქე­ცით მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის. მე მსჯი­ან იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო, პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­ა­ში, მსოფ­ლიო კლა­სის მო­თა­მა­შე გახ­და და ჩვენ არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თარ ბედს გან­ვსა­ზღვრავ­დით, არა­მედ რო­გორც თა­ნას­წო­რი, იმ მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქით, სა­დაც წყდე­ბო­და მსოფ­ლი­ოს ბედი და იქ ჩვენს სი­ტყვას წონა ჰქონ­და. ეს ვერ აი­ტა­ნა ჩვენ­მა მტერ­მა და ჩვენ­მა შუ­რით, ღვარ­ძლით აღ­სავ­სე შიდა გამ­ყიდ­ველ­მა.

მე მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­და­ვე­ცი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და გა­ვე­ცა­ლე აქა­უ­რო­ბას იმი­სათ­ვის, რომ არა­ვის­თვის ხელი არ შე­მე­შა­ლა და ქარ­თველ ხალ­ხს თა­ვად გა­ნე­სა­ზღვრა სა­კუ­თა­რი ბე­დიც და არ­ჩე­ვა­ნიც.

მე წა­ვე­დი და დავ­ტო­ვე მყა­რი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არ­დი ხა­ზი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბის­თვის, ძა­ლი­ან სწრა­ფად მოძ­რა­ვი ეკო­ნო­მი­კა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წელი ინერ­ცი­ით მა­ინც გაძ­ლო.

მე დავ­ბრუნ­დი იმი­ტომ, რომ და­ვი­ნა­ხე, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­და. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მო­ცე­მუ­ლო­ბა ისე­თი­ვეა, რო­გორც 2012 წელს. ფა­სე­ბი სამ­ჯერ გაზ­რდი­ლია, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი ორ­ჯერ შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ქვე­ყა­ნა იც­ლე­ბა. და რაც მთა­ვა­რია, ჩვენს ხალ­ხს წა­არ­თვეს არ­ჩე­ვა­ნი და უთხრეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით უკვე ვე­ღა­რა­ფერს შეც­ვლი­ან. რომ ქარ­თვე­ლებს აქვთ მხო­ლოდ ორი არ­ჩე­ვა­ნი - უსი­ტყვო მო­ნო­ბა ან მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან სა­მუ­შაო ძა­ლად წას­ვლა უცხო­ეთ­ში.

პი­რა­დად ჩემ­თვის, არ­ჩე­ვა­ნი დღე­სა­ვით ნა­თე­ლია - ან სიკ­ვდი­ლი, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბა, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე მოკ­ვდე­ბა და მა­შინ ჩემს სი­ცო­ცხლე­საც აზრი ეკარ­გე­ბა.

გა­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ ერ­თია - და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლა გა­უ­ცხო­ე­ბის კედ­ლის გან­გრე­ვა, ყვე­ლა თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს­თან თუნ­დაც მცი­რე­დი სა­ერ­თოს პოვ­ნა და ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის, სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნოს შიგ­ნით და გარ­შე­მო ბრძო­ლით შე­დე­გის მიღ­წე­ვა. მხო­ლოდ ეს აი­ძუ­ლებს მათ დი­ა­ლოგ­ზე წა­მოს­ვლას და ნამ­დვი­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა.

"ამ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, ჩვენ მი­ვი­ღებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა არა ერთი კა­ცის, არა­მედ მსოფ­ლი­ო­ში გაბ­ნე­უ­ლი 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ქარ­თვე­ლის ყვე­ლა­ნა­ი­რი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ტე­რე­სის გა­მომ­ხატ­ვე­ლი. ჩვენს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ში და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­შია ჩვე­ნი ძალა და გა­დარ­ჩე­ნის სა­ი­დუმ­ლო.

სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბა. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავა­შე­ნებთ ლა­ზი­კას და თი­თო­ე­ულ ქარ­თველს ექ­ნე­ბა უფრო მეტი შე­მო­სა­ვა­ლი, ვიდ­რე დღეს ჩვენს თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს აქვთ პო­ლო­ნეთ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში ან იტა­ლი­ა­ში.

გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ პრო­ტეს­ტი ხელს უშ­ლის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს იგი­ვეა, რომ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ჭა­ობ­ში იძი­რე­ბა, უთხრას, რომ ხელი არ გა­ან­ძრი­ოს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, რომ რუ­სეთ­თან ავან­ტუ­რის­ტულ პო­ლი­ტი­კა­ზე უა­რის თქმა მთა­ვა­რი დამ­სა­ხუ­რე­ბაა უზურ­პა­ტო­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. იმა­ვე დღეს სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ა­სა­ჯა­რო­ეს თა­ვი­ან­თი გეგ­მე­ბი. თრუ­სოს ხე­ო­ბის და ზემო რა­ჭის მით­ვი­სე­ბის და კი­დევ 200 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ის, რაც ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლებ­ში უფრო მეტი ტე­რი­ტო­რია წაგ­ვარ­თვეს, ვიდ­რე 2008-ში. ოღონდ, თუ 2008-ში გვერ­დით გვედ­გა მთე­ლი მსოფ­ლიო, ახლა პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ვინ ამ­ბობს სი­ტყვას ჩვენს და­სა­ცა­ვად.

და რა­ტომ არ გვიდ­გას გვერ­დით? იმი­ტომ რომ იმა­ვე გა­მოს­ვლა­ში ოლი­გარ­ქის "რაც გინ­და ის უწო­დებ"-მა თქვა, რომ ჩვენ თავს არ და­ვუხ­რით ევ­რო­პას. ეს ით­ქვა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ევ­რო­პა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ხალ­ხის ძარ­ცვა, გა­ღა­რი­ბე­ბა, უფ­ლე­ბე­ბის წარ­თმე­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი უსა­მარ­თლო სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­უ­ღე­ბე­ლია. ევ­რო­პა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთი ცალ­კე აღე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა, არა­მედ ყვე­ლა მის თა­ვი­სუ­ფალ ადა­მი­ანს უნდა ეკუთ­ვნო­დეს.

მე, რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის აღ­მო­სავ­ლე­თის პარტნი­ო­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ იმი­სათ­ვის, რომ ერთ-ერთ მშე­ნე­ბა­რე მა­გის­ტრალს რუ­სეთ­ში არ მივ­ყავ­დეთ. არა­მედ იყოს ლა­ზი­კა, ახა­ლი აე­რო­პორ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, პირ­ველ რიგ­ში, გაგ­ვიხ­სნი­ან გზას და­სავ­ლეთ­ში და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. თუ ერთ-ერთ მა­გის­ტრალს რუ­სეთ­ზე აშე­ნებ, შენ შენს მტერს აძ­ლევ გა­სა­ღებს ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ჩა­გი­კე­ტოს სა­სუნ­თქი წყა­რო­ე­ბი, რაც წარ­სულ­ში არა­ერ­თხელ გა­უ­კე­თე­ბია.

ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მყარ კურსს არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს - ახლა სა­ქარ­თვე­ლო არ მი­დის არ­სა­ით ე.ი. მი­დის რუ­სეთ­ში. რუ­სეთ­მა ჩა­ნერ­გა თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვენს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. ყველ­გან სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატ­ში და ეკ­ლე­სი­ის ნა­წილ­შიც კი.

ჩვე­ნი გზა არის ევ­რო­პა და მხო­ლოდ ევ­რო­პა. მე რო­გორც ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ვამ­კვიდ­რე და ავ­წიე ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა, რომ­ლის და­წე­ვას მე­ხუ­თე კო­ლო­ნა ცდი­ლობს და ორ­ჯერ მო­ა­ხერ­ხეს კი­დეც, ვამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლად არ­ჩე­ულ პარ­ლა­მენ­ტში, სა­დაც იქ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­უ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, ყვე­ლა კა­ნონ­მა უნდა გა­ი­ა­როს ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის ფილტრი. ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ნიშ­ნულ ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ეყა­როს კენ­ჭი.

უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში კლა­ნი თუნ­დაც მხო­ლოდ 5 წლით უნდა ჩა­ა­ნაც­ვლონ მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა ევ­რო­პელ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, მა­გა­ლი­თად - ჰო­ლან­დი­ი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, და­ნი­ი­დან, ეს­ტო­ნე­თი­დან და მათ­ვე უნდა შექ­მნან დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კო­ლე­გია ქვემ­დგო­მი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის. უცხო­ე­ლე­ბი და­ამ­კვიდ­რე­ბენ სა­სა­მარ­თლოს ახალ მო­სა­მარ­თლე­თა კორ­პუ­სის­თვის“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სა­ა­კაშ­ვი­ლი არ­ჩევ­ნებ­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა დო­ნის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს ელექტრო­ნუ­ლად მთელს მსოფ­ლი­ო­ში გაბ­ნე­ულ ქარ­თველ­თა შო­რის და არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა უნდა მოხ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­სა­ღე­ბია ჭეშ­მა­რი­ტი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც არ­ცერ­თი თეთ­რი არ და­ი­ხარ­ჯე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ კონ­ტრო­ლის გა­რე­შე. პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სე­ბი უნდა აირ­ჩეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ და მათ წი­ნა­შე უნდა იყ­ვნენ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბი. მა­შინ ისი­ნი სა­კუ­თარ ხალ­ხზე ხელს ვე­ღარ აღ­მარ­თა­ვენ.

ყვე­ლა დო­ნის არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ტარ­დეს ელექტრო­ნუ­ლად მთელს მსოფ­ლი­ო­ში გაბ­ნე­ულ ქარ­თველ­თა შო­რის და არ­ჩევ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა უნდა მოხ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია ში­რა­ქის აე­რო­პორ­ტი და სა­ზღვაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რომ მი­ვაღ­წი­ოთ ამე­რი­კულ და ნატო-ს ძა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ათა­სი­ა­ნი კონ­ტი­გენ­ტის გან­თავ­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვის სურ­ვი­ლი და­სავ­ლეთს გა­უჩ­ნდე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ჩვენ თვი­თონ ვაჩ­ვე­ნებთ, რომ ვიბ­რძვით დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან, აღა­რა­ვის მო­უნ­დე­ბა წას­ვლა, ვი­ნა­ი­დან გა­ნუ­ზომ­ლად გა­იზ­რდე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა შე­მო­სა­ვა­ლი, მოხ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­ნა­წი­ლე­ბა და შე­იქ­მნე­ბა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ახა­ლი თა­ო­ბე­ბის კომ­ფორ­ტუ­ლად და უზ­რუნ­ვე­ლად გაზ­რდის გა­რე­მო.

მე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ, რომ ის გა­და­მერ­ჩი­ნა და მე მჯე­რა, ჩემი ქვეყ­ნის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მავ­ლის, მაგ­რამ ეს მო­მა­ვა­ლი მი­იღ­წე­ვა მხო­ლოდ ბრძო­ლით და მე თქვენ­თან ვრჩე­ბი სრულ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე!“,- წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინორე
0

მიშა დაიჯერე სიკვდილი გირჩევნია შენც დაისვენებ და ქვეყანაც

ლელა
0

ნეტა იმას,ვისაც ამის სჯერა, ამ ავანტიურისტ-აფერისტის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ჩემთვის არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი,  ან თავისუფლება... საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩემთვის არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი,  ან თავისუფლება... საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება" - მიხეილ სააკაშვილი

"პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ, რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა.

"მოგესალმებით ციხის საკნიდან, სადაც ჩამსვეს იმისთვის, რომ თანამედროვე სახელმწიფო შევქმენით, ახალი ქალაქები აღმოვაჩინეთ, რუს ინტერვენტებს წინააღმდეგობა გავუწიეთ და ჩვენი დედაქალაქი არ ჩავაბარეთ.

მე აქ ჩამსვეს და მკლავენ იმისათვის, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გავზარდეთ, ბიუჯეტი 12-ჯერ, პენსიები ათჯერ. იმისათვის, რომ საქართველოს სიამაყე და ბრწყინვალება დავუბრუნეთ საუკუნეების შემდეგ და კეთილი შურის ობიექტად ვიქეცით მთელი რეგიონისთვის. მე მსჯიან იმიტომ, რომ საქართველო, პირველად ისტორიაში, მსოფლიო კლასის მოთამაშე გახდა და ჩვენ არამხოლოდ საკუთარ ბედს განვსაზღვრავდით, არამედ როგორც თანასწორი, იმ მაგიდას მივუჯექით, სადაც წყდებოდა მსოფლიოს ბედი და იქ ჩვენს სიტყვას წონა ჰქონდა. ეს ვერ აიტანა ჩვენმა მტერმა და ჩვენმა შურით, ღვარძლით აღსავსე შიდა გამყიდველმა.

მე მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება და გავეცალე აქაურობას იმისათვის, რომ არავისთვის ხელი არ შემეშალა და ქართველ ხალხს თავად განესაზღვრა საკუთარი ბედიც და არჩევანიც.

მე წავედი და დავტოვე მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენიმე მილიარდი ხაზინაში განვითარებისთვის, ძალიან სწრაფად მოძრავი ეკონომიკა, რომელმაც რამდენიმე წელი ინერციით მაინც გაძლო.

მე დავბრუნდი იმიტომ, რომ დავინახე, რომ ყველაფერი გაჩერდა. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოცემულობა ისეთივეა, როგორც 2012 წელს. ფასები სამჯერ გაზრდილია, სამუშაო ადგილები ორჯერ შემცირებული, ქვეყანა იცლება. და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს წაართვეს არჩევანი და უთხრეს, რომ საქართველოში დემოკრატიული გზით უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. რომ ქართველებს აქვთ მხოლოდ ორი არჩევანი - უსიტყვო მონობა ან მეორეხარისხოვან სამუშაო ძალად წასვლა უცხოეთში.

პირადად ჩემთვის, არჩევანი დღესავით ნათელია - ან სიკვდილი, ან თავისუფლება, იმიტომ რომ საქართველო თავისუფლების გარეშე მოკვდება და მაშინ ჩემს სიცოცხლესაც აზრი ეკარგება.

გამოსავალი მხოლოდ ერთია - დაუღალავი ბრძოლა გაუცხოების კედლის განგრევა, ყველა თანამემამულესთან თუნდაც მცირედი საერთოს პოვნა და ქუჩის პროტესტის, სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოს შიგნით და გარშემო ბრძოლით შედეგის მიღწევა. მხოლოდ ეს აიძულებს მათ დიალოგზე წამოსვლას და ნამდვილი არჩევნების დანიშვნას“,- წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება.

"ამ არჩევნების შედეგად, ჩვენ მივიღებთ ხელისუფლებას, რომელიც იქნება არა ერთი კაცის, არამედ მსოფლიოში გაბნეული 5 მილიონზე მეტი ქართველის ყველანაირი მრავალფეროვანი ინტერესის გამომხატველი. ჩვენს მრავალფეროვნებაში და თავისუფლების სიყვარულშია ჩვენი ძალა და გადარჩენის საიდუმლო.

საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარება. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და თითოეულ ქართველს ექნება უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე დღეს ჩვენს თანამემამულეებს აქვთ პოლონეთში, საბერძნეთში ან იტალიაში.

გვეუბნებიან, რომ პროტესტი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანს, რომელიც ჭაობში იძირება, უთხრას, რომ ხელი არ გაანძრიოს.

რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, რომ რუსეთთან ავანტურისტულ პოლიტიკაზე უარის თქმა მთავარი დამსახურებაა უზურპატორული ხელისუფლების. იმავე დღეს საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს თავიანთი გეგმები. თრუსოს ხეობის და ზემო რაჭის მითვისების და კიდევ 200 კვადრატული კილომეტრი ქართული ტერიტორიის ოკუპაციის, რაც ნიშნავს, რომ ბოლო წლებში უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვეს, ვიდრე 2008-ში. ოღონდ, თუ 2008-ში გვერდით გვედგა მთელი მსოფლიო, ახლა პრაქტიკულად არავინ ამბობს სიტყვას ჩვენს დასაცავად.

და რატომ არ გვიდგას გვერდით? იმიტომ რომ იმავე გამოსვლაში ოლიგარქის "რაც გინდა ის უწოდებ"-მა თქვა, რომ ჩვენ თავს არ დავუხრით ევროპას. ეს ითქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ევროპა გვეუბნება, რომ ხალხის ძარცვა, გაღარიბება, უფლებების წართმევა, პოლიტიკური რეპრესიები უსამართლო სასამართლოს მიერ მიუღებელია. ევროპა გვეუბნება, რომ ევროპული ქვეყანა არ შეიძლება იყოს ერთი ცალკე აღებული ადამიანის კერძო საკუთრება, არამედ ყველა მის თავისუფალ ადამიანს უნდა ეკუთვნოდეს.

მე, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ერთ-ერთ მშენებარე მაგისტრალს რუსეთში არ მივყავდეთ. არამედ იყოს ლაზიკა, ახალი აეროპორტები, რომლებიც, პირველ რიგში, გაგვიხსნიან გზას დასავლეთში და სხვა მიმართულებებით. თუ ერთ-ერთ მაგისტრალს რუსეთზე აშენებ, შენ შენს მტერს აძლევ გასაღებს ნებისმიერ მომენტში ჩაგიკეტოს სასუნთქი წყაროები, რაც წარსულში არაერთხელ გაუკეთებია.

ევროატლანტიკურ მყარ კურსს არანაირი ალტერნატივა არ აქვს - ახლა საქართველო არ მიდის არსაით ე.ი. მიდის რუსეთში. რუსეთმა ჩანერგა თავის წარმომადგენლები ჩვენს სპეცსამსახურებში, შეიარაღებულ ძალებში. ყველგან სახელმწიფო აპარატში და ეკლესიის ნაწილშიც კი.

ჩვენი გზა არის ევროპა და მხოლოდ ევროპა. მე როგორც ადამიანმა, რომელმაც პირველად ოფიციალურად დავამკვიდრე და ავწიე ევროკავშირის დროშა, რომლის დაწევას მეხუთე კოლონა ცდილობს და ორჯერ მოახერხეს კიდეც, ვამბობ, რომ საქართველოს თავისუფლად არჩეულ პარლამენტში, სადაც იქნება კოალიციური მმართველობა, ყველა კანონმა უნდა გაიაროს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფილტრი. ევროკავშირის მიერ დანიშნულ ექსპერტებთან ერთად და მხოლოდ ამის შემდეგ ეყაროს კენჭი.

უზენაეს სასამართლოში კლანი თუნდაც მხოლოდ 5 წლით უნდა ჩაანაცვლონ მაღალკვალიფიციურმა ევროპელმა მოსამართლეებმა, მაგალითად - ჰოლანდიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ესტონეთიდან და მათვე უნდა შექმნან დისციპლინარული კოლეგია ქვემდგომი მოსამართლეებისთვის. უცხოელები დაამკვიდრებენ სასამართლოს ახალ მოსამართლეთა კორპუსისთვის“,- წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი არჩევნებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

"საქართველოში შემოსაღებია ჭეშმარიტი თვითმმართველობა, სადაც არცერთი თეთრი არ დაიხარჯება თითოეული მოქალაქის მიერ კონტროლის გარეშე. პირველი ინსტანციის მოსამართლეები და ადგილობრივი პოლიციის უფროსები უნდა აირჩეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ და მათ წინაშე უნდა იყვნენ ანგარიშვალდებულები. მაშინ ისინი საკუთარ ხალხზე ხელს ვეღარ აღმართავენ.

ყველა დონის არჩევნები უნდა ჩატარდეს ელექტრონულად მთელს მსოფლიოში გაბნეულ ქართველთა შორის და არჩევნების ადმინისტრირება უნდა მოხდეს ევროკავშირის მიერ.

აუცილებელია შირაქის აეროპორტი და საზღვაო ინფრასტრუქტურა, რომ მივაღწიოთ ამერიკულ და ნატო-ს ძალების რამდენიმე ათასიანი კონტიგენტის განთავსებას საქართველოში. საქართველოს დაცვის სურვილი დასავლეთს გაუჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თვითონ ვაჩვენებთ, რომ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის.

დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოდან, აღარავის მოუნდება წასვლა, ვინაიდან განუზომლად გაიზრდება მოქალაქეთა შემოსავალი, მოხდება ეროვნული სიმდიდრის სამართლიანი გადანაწილება და შეიქმნება ჩვენი შვილების, ახალი თაობების კომფორტულად და უზრუნველად გაზრდის გარემო.

მე ჩამოვედი საქართველოში იმიტომ, რომ ის გადამერჩინა და მე მჯერა, ჩემი ქვეყნის ძალიან წარმატებული მომავლის, მაგრამ ეს მომავალი მიიღწევა მხოლოდ ბრძოლით და მე თქვენთან ვრჩები სრულ გამარჯვებამდე!“,- წერს სააკაშვილი.