პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის ოფისში  მისი მობილური ტელეფონი  და წერილი იპოვეს -   რა წერია წერილში
სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის ოფისში  მისი მობილური ტელეფონი  და წერილი იპოვეს -   რა წერია წერილში

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტის, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის წე­რილ­სა და მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონს მი­აკ­ვლი­ეს. წე­რი­ლიც და ტე­ლე­ფო­ნით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ოფი­სი­დან ამო­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ბი­ლურს, რო­მე­ლიც მის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე იდო, მარ­კე­რით მი­წე­რი­ლი ჰქონ­და პა­რო­ლი, რი­თაც პო­ლი­ცი­ას გერ­ლი­ა­ნის ტე­ლე­ფო­ნის გახ­სნა შე­უძ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა წე­რილს, მოკ­ლე წე­რილ­ში რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი აცხა­დებს, რომ "ბევ­რი ით­მი­ნა“ და "და­ი­ღა­ლა". ასე­ვე, მი­მარ­თავს შვი­ლებს, რომ უყ­ვარს, ღმერ­თს კი პა­ტი­ე­ბას თხოვს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ახ­ლობ­ლე­ბის ცნო­ბით, "ეკო­ნო­მი­კუ­რი ტრანსფორ­მა­ცი­ის ცენ­ტრის“ დი­რექ­ტო­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი ექ­სპერ­ტი რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გერ­ლი­ა­ნის ავ­ტო­მო­ბი­ლი ბო­ლოს ავ­ჭა­ლის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან შე­ნიშ­ნეს. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რა­მაზ გერ­ლი­ანს 2 დღეა ვერ უკავ­შირ­დე­ბი­ან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რა­მაზ გერ­ლი­ან­მა გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქ“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც შსს-ს თა­ნამ­შრო­მელ გი­ორ­გი გოგ­ნი­აშ­ვილს შან­ტაჟ­სა და კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გერ­ლი­ა­ნის ცნო­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი 14 ნო­ემ­ბერს სა­კუ­თარ ბი­ნა­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დახ­ვდა და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხა. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს 35 დღის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია.

"ამ ნა­გავ­მა პო­ლი­ცი­ელ­მა ჩე­მი­ვე ყო­ფი­ლი ოჯა­ხის წევ­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მო­ა­ხერ­ხა, ჩემს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში, ჩემს სა­მუ­შაო და ჩემი შვი­ლე­ბის სამ­ყო­ფელ სივ­რცე­ში ვირ­თხა­სა­ვით შე­მოღ­წე­ვა. 14 ნო­ემ­ბერს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ხვდა ჩემს ბი­ნა­ში თავ­ხე­დუ­რად და ცრუ მო­ტი­ვით და­კი­თხვა მო­მი­წყო, მო­მა­ყე­ნე შე­უ­რა­ცხყო­ფა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ!

რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ის მუნ­დი­რის გა­მო­ყე­ნე­ბით აგ­რო­ვებ­და პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მით, ასე­ვე სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბით, ჩემი და ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოქ­მე­დებს და­ვა­ლე­ბა/დაკ­ვე­თით. სა­ფუძ­ვლი­ა­ნია ეჭ­ვია, რომ ჩემ მო­ნა­ცე­მებს გა­და­ცემ­და/ყი­დი­და მე­სა­მე პირ­ზე (ებზე). არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ჩემს მი­მართ იყე­ნებ­და თვალ­თვა­ლის, მი­ყუ­რა­დე­ბის და კონ­ტრო­ლის სხვა სის­ტე­მებს...

და­მარ­ცხე­ბა გინ­დო­დათ, მე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ვარ.

დის­კრე­დი­ტა­ცია გინ­დო­დათ - ფსკერ­ზე ვარ.

ჩემ­ზე ზე­გავ­ლე­ნა და მარ­თვა გინ­დო­დათ - ვერ მი­ი­ღებთ.

კა­ნო­ნი დუმს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი სუ­ლერ­თია. ისე ვარ, მინ­და მეც დავ­დუმ­დე, ოღონდ სა­მუ­და­მოდ“, - წერს რა­მაზ გერ­ლი­ა­ნი.

ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რა­მაზ გერ­ლი­ა­ნის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლია, თუმ­ცა უწყე­ბა­ში კო­მენ­ტა­რი ჯერ­ჯე­რო­ბით არ კეთ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

მოიძებნება ყველაფერი კარგად იქნება

tngh
1

ყოფილი ცოლი... უცხო მამაკაცი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის ოფისში  მისი მობილური ტელეფონი  და წერილი იპოვეს -   რა წერია წერილში

სამართალდამცველებმა რამაზ გერლიანის ოფისში  მისი მობილური ტელეფონი  და წერილი იპოვეს -   რა წერია წერილში

სამართალდამცავებმა "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლიეს. წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია.

რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ "ბევრი ითმინა“ და "დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს.

შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.

აღსანიშნავია, რომ რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე "ფეისბუქ“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებს. გერლიანის ცნობით, სამართალდამცველი 14 ნოემბერს საკუთარ ბინაში შეიარაღებული დახვდა და ცრუ მოტივით დაკითხა. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციის სამმართველოს 35 დღის წინ მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

"ამ ნაგავმა პოლიციელმა ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის გამოყენებით მოახერხა, ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად და ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენე შეურაცხყოფა, განადგურებული ვარ!

როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა პერსონალურ ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით, ასევე სხვადასხვა საშუალებით, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ, მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვია, რომ ჩემ მონაცემებს გადაცემდა/ყიდიდა მესამე პირზე (ებზე). არ არის გამორიცხული, რომ ჩემს მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და კონტროლის სხვა სისტემებს...

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ.

დისკრედიტაცია გინდოდათ - ფსკერზე ვარ.

ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ - ვერ მიიღებთ.

კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ“, - წერს რამაზ გერლიანი.

ახლობლების ინფორმაციით, რამაზ გერლიანის გაუჩინარების საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ინფორმირებული და პროცესში ჩართულია, თუმცა უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.