მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები
ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ომიკ­რო­ნის 2 შემ­თხვე­ვა უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტურ­და. ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და სულ მალე, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნანტ ვა­რი­ან­ტად იქ­ცე­ვა.

რო­გორ უნდა და­ვიც­ვათ თავი ომიკ­რო­ნის­გან და სხვა შტა­მე­ბის­გან - "იუ­ნი­სე­ფი" ოჯა­ხებს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვას სთა­ვა­ზობს :

  • ატა­რეთ ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც ფა­რავს ცხვირ­სა და პირს. დარ­წმუნ­დით, რომ ხე­ლე­ბი გაქვთ სუფ­თა, რო­დე­საც ნი­ღაბს იკე­თებთ, ან იხ­სნით;
  • და­ი­ცა­ვით 1-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია სხვე­ბის­გან;
  • მო­ე­რი­დეთ შიდა სივ­რცე­ებს, რომ­ლე­ბიც სა­თა­ნა­დოდ არ ნი­ავ­დე­ბა;
  • გახ­სე­ნით ფან­ჯრე­ბი, რო­დე­საც შე­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბით;
  • და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად;
  • რო­გორც კი თქვე­ნი აც­რის ჯერი დად­გე­ბა, გა­ი­კე­თეთ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ აღი­ა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნია;

რო­გორ ვე­სა­უბ­როთ ბავ­შვებს ომიკ­რო­ნი­სა და კო­ვი­დის სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის შე­სა­ხებ

ყო­ველ­დღი­უ­რად კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ზღვა ინ­ფორ­მა­ცი­ას ვი­ღებთ, ბუ­ნებ­რი­ვია, ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი კი­თხვა აქვთ ბავ­შვებ­საც. "იუ­ნი­სე­ფი" მშობ­ლებს ურ­ჩევს, და­ეხ­მა­რონ შვი­ლებს სწო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში, მათი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად, რომ ბავ­შვებ­მა ზედ­მე­ტი შფო­თი აი­რი­დონ.

"სთხო­ვეთ თქვენს შვილს, გა­გი­ზი­ა­როთ, რა იცი­ან კო­ვი­დის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათი შიში აღიქ­ვათ სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით. მოთ­მი­ნე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, პან­დე­მია და დე­ზინ­ფორ­მა­ცია შფოთვის მი­ზე­ზი გახ­და ყვე­ლას­თვის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ თა­ვად იცო­დეთ ბოლო ინ­ფორ­მა­ცია კო­ვი­დის შე­სა­ხებ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ვებგ­ვერ­დებ­ზე - მათ შო­რის, "იუ­ნი­სე­ფის" და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ი­ტებ­ზე პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ დიდი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ.

თუ არ იცით ზუს­ტი პა­სუ­ხი ბავ­შვე­ბის მიერ დას­მულ კი­თხვა­ზე, სა­ვა­რა­უ­დო პა­სუხს ნუ ეტყვით, მო­ძებ­ნეთ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მათ­თან ერ­თად.

გახ­სოვ­დეთ, რომ ბავ­შვებ­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებს ზრდას­რუ­ლე­ბის ემო­ცი­ე­ბი, სცა­დეთ, თქვე­ნი შიში ზედ­მე­ტად არ გა­უ­ზი­ა­როთ შვი­ლებს," - აღ­ნიშ­ნა­ვენ "იუ­ნი­სეფ­ში".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
1

ომიკრონამდე რა ხდებოდა მოსკოვ, ბრიუსელ-ლონდონ-ვაშინგტონის კოვიდსტატისტიკაში. რატომ არ ხდებოდა ეს ჩინეთ-წყნაირი ოკეანეთის კოვიდსტატისტიკაში, ან პაპუა გვინეაში!? გიხაროდეთ!

xx
2

უნისეფმა თუ თქვა მაშინ კი კაცო მისაღებია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები

ომიკრონი უკვე საქართველოშია - როგორ დავიცვათ თავი და ოჯახის წევრები ვირუსისგან, UNICEF-ის რჩევები

საქართველოში ომიკრონის 2 შემთხვევა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და სულ მალე, ყველა ქვეყანაში დომინანტ ვარიანტად იქცევა.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ომიკრონისგან და სხვა შტამებისგან - "იუნისეფი" ოჯახებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს :

  • ატარეთ ნიღაბი, რომელიც ფარავს ცხვირსა და პირს. დარწმუნდით, რომ ხელები გაქვთ სუფთა, როდესაც ნიღაბს იკეთებთ, ან იხსნით;
  • დაიცავით 1-მეტრიანი დისტანცია სხვებისგან;
  • მოერიდეთ შიდა სივრცეებს, რომლებიც სათანადოდ არ ნიავდება;
  • გახსენით ფანჯრები, როდესაც შენობაში იმყოფებით;
  • დაიბანეთ ხელები რეგულარულად;
  • როგორც კი თქვენი აცრის ჯერი დადგება, გაიკეთეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია;

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომიკრონისა და კოვიდის სხვა ვარიანტების შესახებ

ყოველდღიურად კორონავირუსის შესახებ ზღვა ინფორმაციას ვიღებთ, ბუნებრივია, ინფექციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ ბავშვებსაც. "იუნისეფი" მშობლებს ურჩევს, დაეხმარონ შვილებს სწორი ინფორმაციის მიღებაში, მათი ასაკის შესაბამისად, რომ ბავშვებმა ზედმეტი შფოთი აირიდონ.

"სთხოვეთ თქვენს შვილს, გაგიზიაროთ, რა იციან კოვიდის შესახებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი შიში აღიქვათ სრული სერიოზულობით. მოთმინება გამოიჩინეთ, პანდემია და დეზინფორმაცია შფოთვის მიზეზი გახდა ყველასთვის.

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თავად იცოდეთ ბოლო ინფორმაცია კოვიდის შესახებ. საერთაშორისო ორგანიზაციების ვებგვერდებზე - მათ შორის, "იუნისეფის" და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტებზე პანდემიის შესახებ დიდი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.

თუ არ იცით ზუსტი პასუხი ბავშვების მიერ დასმულ კითხვაზე, სავარაუდო პასუხს ნუ ეტყვით, მოძებნეთ კითხვაზე პასუხი მათთან ერთად.

გახსოვდეთ, რომ ბავშვებზე ძალიან მოქმედებს ზრდასრულების ემოციები, სცადეთ, თქვენი შიში ზედმეტად არ გაუზიაროთ შვილებს," - აღნიშნავენ "იუნისეფში".