თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, "3+ 3" პლატფორმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და იმედი გამოთქვა, რომ მასში მონაწილეობას საქართველოც მიიღებს.
"ჩვენ შეხვედრა გვქონდა მოსკოვში, მაგრამ საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. შემდეგი შეხვედრა ანკარაში გაიმართება და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველო ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
"3+3" ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა, თუმცა მასში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. ექვსეულის (რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო) პლატფორმა, "3+3" ფორმატი, გულისხმობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატს და მისი შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ფორმატში, რომელშიც ჩართულია რუსეთი, მონაწილეობას არ განიხილავს.
რომ არ მივიღოთ მონაწილეობა, რას იზამთ?ეს კავშირი იქნება წმინდა წყლის ფარისევლობა,რადგან რუსეთი და თურქეთი ვერასოდეს გამონახავენ საერთო ენას, ასევე ირანი და თურქეთი... ჩვენ კი კოზაკივით გავიჭყლიტებით, როცა ეს აქლემები დაეტაკებიან ერთმანეთს.
სამეზობლო 3+3 ფორმატში მონაწილეობა საქართველოს განვითარებისა და გამთლინებისათვის აუცილებელია... წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო სამუდამოდ მოწყდება სამეზობლოს და რეალობას. ამ ფორმატით საქართველო შეიძლება გადაიქცეს რეგიონის შვეიცარიად...