სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის
"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

პა­ტა­რა ბიჭი სო­ფელ რუ­ი­სი­დან უკვე წლე­ბია, რაც თა­ვი­სი მიღ­წე­ვე­ბით სამ­შობ­ლოს აო­ცებს. ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლის მო­რი­გი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში 21 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­გეთ. ბიჭი ამე­რი­კუ­ლი "ნი­ჭი­ე­რის“ ფი­ნა­ლის­ტია. ის ოქ­როს ღი­ლა­კით პირ­და­პირ ფი­ნალ­ში მოხ­ვდა. ფი­ნა­ლუ­რი შოუ დღეს, 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო უგულ­შე­მატ­კივ­რებს ალექ­სან­დრეს, რო­მელ­მაც უკვე არა­ერ­თხელ გვა­სა­ხე­ლა.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვო­ი­სი"- ს. მომ­ღერ­ლის დედა გუ­ლი­კო ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი ფი­ნა­ლის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილ­ზე და ოჯახ­ზე სა­უბ­რობს.

- ქალ­ბა­ტო­ნო გუ­ლი­კო თქვე­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გო­რი ბი­ჭია ალექ­სან­დრე, რო­დის აღ­მო­ა­ჩი­ნეთ მას­ში მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი...

- ამ­ჟა­მად ვცხოვ­რობ სო­ფელ რუ­ის­ში, ჩემს ოთხ შვი­ლო­ბილ­თან და ჩემს უფ­როს გო­გო­ნა ნა­ი­კოს­თან ერ­თად. ალექ­სან­დრე ჩემი მე­ო­რე შვი­ლია, ორი შვი­ლი მყავს, ნა­ი­კო 19 წლის და ალექ­სან­დრე 15 წლის. ალექ­სან­დრე 4 წლის ასაკ­ში მი­ვიყ­ვა­ნე მუ­სი­კა­ზე თა­ვი­დან ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის გუნ­დზე დამ­ყავ­და, სა­დაც სო­ლოს შეს­რუ­ლე­ბით მღე­რო­და და ასე გაგ­რძელ­და ბავ­შვის კა­რი­ე­რა. ალექ­სან­დრე შემ­დეგ გორ­ში ვო­კა­ლის პე­და­გოგ­თან ნანა სამ­ხა­რა­ძეს­თან გა­და­ვიყ­ვა­ნე, მას ხში­რად გაჰ­ყავ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­კურ­სებ­ზე, სა­ი­და­ნაც ყო­ველ­თვის გრან პრით და პირ­ვე­ლი ად­გი­ლით ბრუნ­დე­ბო­და.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი დე­დას­თან ერ­თად

- თქვენ გყავთ ოჯახ­ში ნაშ­ვი­ლე­ბი შვი­ლე­ბი, მათ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რო­გორ მოხ­და, რომ ოჯახ­მა ერ­თდრო­უ­ლად ოთხი ბავ­შვი იშ­ვი­ლეთ?

- დიახ, ოჯახ­ში მყავს ოთხი შვი­ლო­ბი­ლი რომ­ლე­ბიც უკვე 10 წე­ლია ჩემს ოჯახ­ში იზ­რდე­ბი­ან, ეს ალექ­სან­დრეს დიდი სურ­ვი­ლი იყო. მო­ნას­ტერ­ში დავ­დი­ო­დით და იქ ვნა­ხეთ ერთი ბავ­შვი, რო­მელ­საც მა­მაო ზრდი­და, მა­შინ გა­და­წყვი­ტა ალექ­სან­დრემ, რომ თუ ვინ­მე ერთ ბავ­შვს მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, ჩვენც დავ­ხმა­რე­ბო­დით. სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნეთ, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე მო­ვი­და პა­სუ­ხი ოთხ დედ­მა­მიშ­ვილს დრო­ე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ დახ­მა­რე­ბა და თავ­შე­სა­ფა­რი. თა­ვი­დან დავ­ფიქ­რდი თუ რო­გო­რი რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და სხვის შვი­ლებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა, მაგ­რამ მე და ალექ­სან­დრემ მათი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ ვნა­ხეთ, და­უ­ფიქ­რებ­ლად წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და უკვე ათი წე­ლია ვზრდი. ბავ­შვებს ავად­მყო­ფო­ბის გამო, დედა მალე გარ­და­ეც­ვა­ლათ. ოთხი­ვე დე­დას მე­ძა­ხის, ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, ვერ ვარ­ჩევ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, მე სულ მათ გვერ­დით ვარ.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრეს ცხოვ­რე­ბა­ში იყო უკ­რა­ი­ნუ­ლი „ვო­ი­სი“ და დიდი წარ­მა­ტე­ბა. რო­გორ ახერ­ხებთ უზ­რუნ­ველ­ყოთ შვი­ლის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა?

- ალექ­სან­დრეს უკ­რა­ი­ნულ „ვო­ის­ში“ გა­მოს­ვლა ჩემი ერთ-ერთი დიდი სურ­ვი­ლი იყო. მარ­თა­ლია, ოჯახს მა­შინ არ გვქონ­და საკ­მა­რი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თი­ა­ნი ძა­ლე­ბით შევ­ძე­ლით რომ სა­ბავ­შვო „ვო­ი­სის“ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე გაგ­ვეგ­ზავ­ნა. პირ­ვე­ლი­ვე წას­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, რა­მაც ეს უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა.

- ამე­რი­კა­ში რო­გორ მოხ­ვდა, ვინ ეხ­მა­რე­ბა ალექ­სან­დრეს ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, სა­დაც "ნი­ჭი­ერ" ბავ­შვებს ამე­რი­კა­ში წა­საყ­ვა­ნად ეძებ­დნენ. ალექ­სან­დრემ ვო­კალ­ში გა­ი­მარ­ჯვა და აქი­დან და­ი­წყო ალექ­სან­დრეს ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბე­ბი. თა­ვი­დან და­ვით ღვი­ნი­ა­ნის ფონდმა წა­იყ­ვა­ნა, შემ­დეგ იქ ვო­კა­ლისტ შე­როლ პორ­ტერ­თან გა­აგ­რძე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა და ის უდ­გას გვერ­დით და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეხ­მა­რე­ბა.

- თქვენ ალ­ბათ ვერ ახერ­ხებთ გამ­გზავ­რე­ბას...

- მე ჩემი შვი­ლო­ბი­ლე­ბის გამო, ვერ ვა­ხერ­ხებ ალექ­სან­დრეს ყო­ველ­თვის გავ­ყვე სხვა ქვე­ყა­ნა­ში. მის გვერ­დით ჩემი მე­უღ­ლეა. ჩემი შვი­ლო­ბი­ლე­ბი ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან და ფი­ზი­კუ­რად არ შე­უძ­ლი­ათ დე­დის, ჩემს გა­რე­შე ყოფ­ნა და ამი­ტომ ისევ ჩემი მე­უღ­ლე მიდ­გას გვერ­დში. შვი­ლე­ბის გამო, ერ­თმა­ნე­თის­გან შორს გვი­წევს ცხოვ­რე­ბა. დღეს ამე­რი­კა­ში „ნი­ჭი­ე­რის“ ფი­ნა­ლია და ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა ხალ­ხის გვერ­დში დგო­მა. მინ­და, ყვე­ლას ვთხო­ვო, რომ ამ ლინკზე გა­და­ვიდ­ნენ და მხა­რი და­უ­ჭი­რონ ალექ­სან­დრეს.

https://www.aleksandrezazarashvili.art/news?fbclid=IwAR32w6pJi6UtE8G8h2LQ4Z9r3z2pwRa6EYJ9N9HjzqWqVi8w-lszcJAgweg

ალექ­სან­დრე სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევრ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­დაც არ აძ­ლევ­დნენ თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას და ყო­ველ­თვის გულს სტკენ­დნენ.

ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი მა­მას­თან ერ­თად

მახ­სოვს, ერთხელ ალექ­სან­დრე ერთ-ერთ პრო­ექ­ტი­დან რომ და­ი­თხო­ვეს. იქ მყოფ­მა ერ­თმა ადა­მი­ან­მა უთხრა, შენ ისე­დაც ისე­თი ძლი­ე­რი ხარ ყველ­გან პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბი, წადი სხვა ქვე­ყა­ნა­ში, და­ა­ცა­დე სხვებ­საც, მა­თაც ხომ უნ­დათ გა­მარ­ჯვე­ბაო. ძა­ლი­ან მტკი­ვა გული, იმი­ტომ რომ ალექ­სან­დრეს ჰყავს უბ­რა­ლო მშობ­ლე­ბი და ყო­ველ­თვის ვხე­დავ­დი, რო­გორ აფა­სებ­დნენ ბავ­შვებს მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და არა ნი­ჭით სა­ქარ­თვე­ლო­ში. სხვა ქვე­ყა­ნა­ში კი ასე­თი რამ არ ხდე­ბა.

ახლა ჩემი შვი­ლი ამე­რი­კა­ში ჯორჯ ვა­შინგტო­ნის სკო­ლა­ში სწავ­ლობს. თან სა­ბუთს ელო­დე­ბა, რომ დრო­ე­ბით ჩემს სა­ნა­ხა­ვად დაბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას და ცხოვ­რე­ბას აპი­რებს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამუნა
0

წარმატებები ამ მართლაც და უნიჭიერეს ბიჭუნას.....აბა რაააააა.. ეჭვიც არ გვეპარებოდა ნიჭი გზას რომ იპივიდა....საქართველოში ნიჭს ფინანსებში ხედავენ მხოლოდ......

ნათია
1

ამეტირა, ყოჩაღ ამ ქალბატონს შენ და შენს შვილებს ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ, გაიხარეთ და იბედნიერეთ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

"რადგან ალექსანდრეს უბრალო მშობლები ჰყავს, საქართველოში არ აფასებდნენ" - რას ჰყვება ზაზარაშვილის დედა, რომელიც ალექსანდრეს გარდა 4 ნაშვილებ ბავშვს ზრდის

პატარა ბიჭი სოფელ რუისიდან უკვე წლებია, რაც თავისი მიღწევებით სამშობლოს აოცებს. ალექსანდრე ზაზარაშვილის მორიგი წარმატების შესახებ საქართველოში 21 ოქტომბერს გავიგეთ. ბიჭი ამერიკული "ნიჭიერის“ ფინალისტია. ის ოქროს ღილაკით პირდაპირ ფინალში მოხვდა. ფინალური შოუ დღეს, 18 დეკემბერს გაიმართება და მთელი საქართველო უგულშემატკივრებს ალექსანდრეს, რომელმაც უკვე არაერთხელ გვასახელა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის უკრაინული "ვოისი"- ს. მომღერლის დედა გულიკო ეგნატაშვილი ფინალის დღეს AMBEBI.GE-სთან შვილზე და ოჯახზე საუბრობს.

- ქალბატონო გულიკო თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით, როგორი ბიჭია ალექსანდრე, როდის აღმოაჩინეთ მასში მუსიკალური ნიჭი...

- ამჟამად ვცხოვრობ სოფელ რუისში, ჩემს ოთხ შვილობილთან და ჩემს უფროს გოგონა ნაიკოსთან ერთად. ალექსანდრე ჩემი მეორე შვილია, ორი შვილი მყავს, ნაიკო 19 წლის და ალექსანდრე 15 წლის. ალექსანდრე 4 წლის ასაკში მივიყვანე მუსიკაზე თავიდან ხალხური სიმღერების გუნდზე დამყავდა, სადაც სოლოს შესრულებით მღეროდა და ასე გაგრძელდა ბავშვის კარიერა. ალექსანდრე შემდეგ გორში ვოკალის პედაგოგთან ნანა სამხარაძესთან გადავიყვანე, მას ხშირად გაჰყავდა საქართველოში კონკურსებზე, საიდანაც ყოველთვის გრან პრით და პირველი ადგილით ბრუნდებოდა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი დედასთან ერთად

- თქვენ გყავთ ოჯახში ნაშვილები შვილები, მათზე მოგვიყევით, როგორ მოხდა, რომ ოჯახმა ერთდროულად ოთხი ბავშვი იშვილეთ?

- დიახ, ოჯახში მყავს ოთხი შვილობილი რომლებიც უკვე 10 წელია ჩემს ოჯახში იზრდებიან, ეს ალექსანდრეს დიდი სურვილი იყო. მონასტერში დავდიოდით და იქ ვნახეთ ერთი ბავშვი, რომელსაც მამაო ზრდიდა, მაშინ გადაწყვიტა ალექსანდრემ, რომ თუ ვინმე ერთ ბავშვს მაინც დასჭირდებოდა დახმარება, ჩვენც დავხმარებოდით. სოციალურ სააგენტოში განცხადება შევიტანეთ, საიდანაც მალევე მოვიდა პასუხი ოთხ დედმამიშვილს დროებით ესაჭიროებოდათ დახმარება და თავშესაფარი. თავიდან დავფიქრდი თუ როგორი რთული იქნებოდა სხვის შვილებზე პასუხისმგებლობის აღება, მაგრამ მე და ალექსანდრემ მათი მდგომარეობა რომ ვნახეთ, დაუფიქრებლად წამოვიყვანეთ და უკვე ათი წელია ვზრდი. ბავშვებს ავადმყოფობის გამო, დედა მალე გარდაეცვალათ. ოთხივე დედას მეძახის, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, ვერ ვარჩევ საკუთარი შვილების სიყვარულისგან, მე სულ მათ გვერდით ვარ.

- საქართველოში რამდენიმე კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრეს ცხოვრებაში იყო უკრაინული „ვოისი“ და დიდი წარმატება. როგორ ახერხებთ უზრუნველყოთ შვილის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება?

- ალექსანდრეს უკრაინულ „ვოისში“ გამოსვლა ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილი იყო. მართალია, ოჯახს მაშინ არ გვქონდა საკმარისი შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთიანი ძალებით შევძელით რომ საბავშვო „ვოისის“ შესარჩევ ტურზე გაგვეგზავნა. პირველივე წასვლის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, რამაც ეს უდიდესი გამარჯვება და სიხარული მოგვიტანა.

- ამერიკაში როგორ მოხვდა, ვინ ეხმარება ალექსანდრეს ამერიკული ოცნების ასრულებაში?

- საქართველოში ჩატარდა კონკურსი, სადაც "ნიჭიერ" ბავშვებს ამერიკაში წასაყვანად ეძებდნენ. ალექსანდრემ ვოკალში გაიმარჯვა და აქიდან დაიწყო ალექსანდრეს ამერიკული ცხოვრება და წარმატებები. თავიდან დავით ღვინიანის ფონდმა წაიყვანა, შემდეგ იქ ვოკალისტ შეროლ პორტერთან გააგრძელა ურთიერთობა და ის უდგას გვერდით და ყველანაირად ეხმარება.

- თქვენ ალბათ ვერ ახერხებთ გამგზავრებას...

- მე ჩემი შვილობილების გამო, ვერ ვახერხებ ალექსანდრეს ყოველთვის გავყვე სხვა ქვეყანაში. მის გვერდით ჩემი მეუღლეა. ჩემი შვილობილები ჯერ პატარები არიან და ფიზიკურად არ შეუძლიათ დედის, ჩემს გარეშე ყოფნა და ამიტომ ისევ ჩემი მეუღლე მიდგას გვერდში. შვილების გამო, ერთმანეთისგან შორს გვიწევს ცხოვრება. დღეს ამერიკაში „ნიჭიერის“ ფინალია და ძალიან გვჭირდება ხალხის გვერდში დგომა. მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ამ ლინკზე გადავიდნენ და მხარი დაუჭირონ ალექსანდრეს.

https://www.aleksandrezazarashvili.art/news?fbclid=IwAR32w6pJi6UtE8G8h2LQ4Z9r3z2pwRa6EYJ9N9HjzqWqVi8w-lszcJAgweg

ალექსანდრე საქართველოში ბევრ სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობდა, სადაც არ აძლევდნენ თავის შესაძლებლობების გამოჩენის საშუალებას და ყოველთვის გულს სტკენდნენ.

ალექსანდრე ზაზარაშვილი მამასთან ერთად

მახსოვს, ერთხელ ალექსანდრე ერთ-ერთ პროექტიდან რომ დაითხოვეს. იქ მყოფმა ერთმა ადამიანმა უთხრა, შენ ისედაც ისეთი ძლიერი ხარ ყველგან პირველი იქნები, წადი სხვა ქვეყანაში, დააცადე სხვებსაც, მათაც ხომ უნდათ გამარჯვებაო. ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ ალექსანდრეს ჰყავს უბრალო მშობლები და ყოველთვის ვხედავდი, როგორ აფასებდნენ ბავშვებს მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობებით და არა ნიჭით საქართველოში. სხვა ქვეყანაში კი ასეთი რამ არ ხდება.

ახლა ჩემი შვილი ამერიკაში ჯორჯ ვაშინგტონის სკოლაში სწავლობს. თან საბუთს ელოდება, რომ დროებით ჩემს სანახავად დაბრუნდეს საქართველოში. მომავალში ამერიკაში მოღვაწეობას და ცხოვრებას აპირებს.