მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს
მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს

თაგო, უჩხო, კაპ­ნის­თა­ვი, ჩხუ­ტუ­ნე­თი - იმ 10 სო­ფელს შო­რი­საა, სა­დაც აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც გი­დე­ბი, ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბია ჩარ­თუ­ლი, თი­თო­ე­ულ სო­ფელ­ში ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ტე­ბის გა­მოკ­ვე­თას, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ტუ­რის­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ის გარ­და არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა, სა­ა­გენ­ტო­ებს, გი­დებ­სა და სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლებს შო­რის ურ­თი­ერ­თა­ნამ­შრომ­ლო­ბას უწყობს ხელს.

სოფ­ლად არ­სე­ბუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს წინ უძღო­და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვე­ბი, რო­მელ­ზე დაყ­რდნო­ბი­თაც სა­ო­ჯა­ხო-სას­ტუმ­რო სახ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ტრე­ნინ­გე­ბი ჩა­უ­ტარ­დათ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში კვლე­ვე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი აჭა­რის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და. მო­ნა­წი­ლე­ებს სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი, მყარ დის­კზე ჩა­წე­რი­ლი სატ­რე­ნინ­გო მა­სა­ლე­ბი და სოფ­ლის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სა­რეკ­ლა­მო ბუკ­ლე­ტე­ბი გა­და­ე­ცათ.

ავტორი:

მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს

მთიან აჭარაში ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს

თაგო, უჩხო, კაპნისთავი, ჩხუტუნეთი - იმ 10 სოფელს შორისაა, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციები მიმდინარეობს. პროექტი, რომელშიც გიდები, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებია ჩართული, თითოეულ სოფელში ძირითადი ტურისტული სერვისებისა და პროდუქტების გამოკვეთას, განვითარებასა და ტურისტებისთვის შეთავაზების მომზადებას ითვალისწინებს. ის გარდა არსებული ტურისტული სერვისების გამრავალფეროვნებისა, სააგენტოებს, გიდებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლებს შორის ურთიერთანამშრომლობას უწყობს ხელს.

სოფლად არსებული ტურისტული პროდუქტების ფორმირების პროცესს წინ უძღოდა ტურისტული პოტენციალის კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში კვლევები და ტრენინგები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდა. მონაწილეებს სერტიფიკატები, მყარ დისკზე ჩაწერილი სატრენინგო მასალები და სოფლის ტურისტული პროდუქტების ამსახველი სარეკლამო ბუკლეტები გადაეცათ.