პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე - ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი" - თემურ ალასანია
"მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე - ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი" - თემურ ალასანია

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძის თე­მურ ალა­სა­ნი­ას გა­მო­კი­თხვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ალა­სა­ნია ჩვე­ნე­ბას მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე მის­ცემს.

რო­გორც ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, მის­თვის ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, რა­ტომ მოხ­და მისი გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა და რა შე­კი­თხვე­ბი აქვს გა­მო­ძი­ე­ბას. კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მისი და­კი­თხვა 2018 წელს უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თე­მურ ალა­სა­ნი­ას სი­ტუ­ა­ცი­ის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ესა­უბ­რე­ბა, ალა­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, არც ერთი ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტი­კუ­რი არ არის და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას არ ენ­დო­ბა.

"არ ვიცი რა შე­კი­თხვე­ბი აქვთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვარ ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე, გა­დავ­წყვი­ტე მო­ვი­დე ამ და­კი­თხვა­ზე და გა­ვი­გო, რა შე­კი­თხვე­ბი აქვთ ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვე­სა­უბ­რე ამე­რი­კის კონ­სულს და პო­ლი­ტი­კურ მრჩე­ველს, ჩემს ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მო­ვი­დე და გა­ვი­გო რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვთ, გა­მო­ძი­ე­ბა რაზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამის მი­ხედ­ვით გა­დავ­წყვი­ტავთ რო­გორ მო­ვიქ­ცეთ. არ­ცერ­თი ჩა­ნა­წე­რი ავ­თენ­ტი­კუ­რი არ არის, ამათ ექ­სპერ­ტი­ზას მე არ ვენ­დო­ბი და ში­ნა­არ­სობ­რი­ვად არა­ნა­ირ გან­ცხა­დე­ბას არ გა­ვა­კე­თებ. ჩემი გა­მო­კი­თხვა­ზე და­ბა­რე­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რი და უხე­ში მცდე­ლო­ბა გა­და­ი­ტა­ნონ ყუ­რა­დღე­ბა შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან“, - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ალა­სა­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მისი ჩა­მოს­ვლა 21 დე­კემ­ბერს ოპო­ზი­ცი­ის მიერ და­ა­ნონ­სე­ბულ აქ­ცი­ას, ალა­სა­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცია არ აინ­ტე­რე­სებს და სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვი­და.

"21 დე­კემ­ბერს ვიცი მარ­ტო ერთი აქ­ცია, ჩემი დის­შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე. ჩა­მო­ვე­დი, რომ ჩემს დას გა­ვუ­წიო დახ­მა­რე­ბა, გვერ­დით და­ვუდ­გე და აღ­ვნიშ­ნოთ ოჯახ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე, აქ­ცია არ მა­ინ­ტე­რე­სებს“, - აღ­ნიშ­ნა თე­მურ ალა­სა­ნი­ამ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალა­სა­ნია კერ­ძო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ი­ბა­რეს გა­მო­კი­თხვა­ზე. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა ეხე­ბა 2018 წელს უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერს, რო­მელ­შიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე თე­მურ ალა­სა­ნი­ას ესა­უბ­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლენსტალი
2

რამდენიც ეს კაცი საქართველოში ჩამოდის, იმდენი ძველისძველი საბჭოთა პროპაგანდისტული ლექსი მახსენდება:

Сегодня праздник у ребят - ликует Пионерия!

Сегодня в гости к ним пришёл Лаврентий Палыч Берия!

 

შიშიკო
2

ამერიკელების თავში ჩამახედა, ამ კგბ–ს თანამშრომელსა და ყველაფერი დასავლეთურის მოძულეს მოქალაქებას რომ აძლევენ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე - ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი" - თემურ ალასანია

"მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე - ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი" - თემურ ალასანია

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ალასანია ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მისთვის ამ დრომდე უცნობია, რატომ მოხდა მისი გამოკითხვაზე დაბარება და რა შეკითხვები აქვს გამოძიებას. კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი დაკითხვა 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი თემურ ალასანიას სიტუაციის რადიკალიზაციაზე ესაუბრება, ალასანიას განმარტებით, არც ერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის და ექსპერტიზის დასკვნას არ ენდობა.

"არ ვიცი რა შეკითხვები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ვარ ამერიკის მოქალაქე, გადავწყვიტე მოვიდე ამ დაკითხვაზე და გავიგო, რა შეკითხვები აქვთ ჩემთან დაკავშირებით. ვესაუბრე ამერიკის კონსულს და პოლიტიკურ მრჩეველს, ჩემს ადვოკატებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვიდე და გავიგო რა პრეტენზიები აქვთ, გამოძიება რაზე მიმდინარეობს, ამის მიხედვით გადავწყვიტავთ როგორ მოვიქცეთ. არცერთი ჩანაწერი ავთენტიკური არ არის, ამათ ექსპერტიზას მე არ ვენდობი და შინაარსობრივად არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. ჩემი გამოკითხვაზე დაბარება არის პოლიტიკური პიარი და უხეში მცდელობა გადაიტანონ ყურადღება შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან“, - აღნიშნა თემურ ალასანიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მისი ჩამოსვლა 21 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას, ალასანიას განმარტებით, აღნიშნული აქცია არ აინტერესებს და სააკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

"21 დეკემბერს ვიცი მარტო ერთი აქცია, ჩემი დისშვილის დაბადების დღე. ჩამოვედი, რომ ჩემს დას გავუწიო დახმარება, გვერდით დავუდგე და აღვნიშნოთ ოჯახში მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, აქცია არ მაინტერესებს“, - აღნიშნა თემურ ალასანიამ.

არსებული ინფორმაციით, ალასანია კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს გამოკითხვაზე. სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედება ეხება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, სააკაშვილი სიტუაციის რადიკალიზაციაზე თემურ ალასანიას ესაუბრება.