მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა
პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს კავ­ში­რის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის ნა­წი­ლი რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ეკა­ტე­რი­ნე პარ­თე­ნიშ­ვილ­მა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

სა­უ­ბა­რია პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცნო­ბილ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თან" "მღვდე­ლო­ვიჩ­თან", "წი­წა­კას­თან" და "ბო­თეს­თან" ერ­თად და­ა­კა­ვეს. ისი­ნი სხვა­დას­ხვა სა­ხის ე.წ. ქურ­დულ შეკ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე პარ­თე­ნიშ­ვი­ლი

მო­სა­მარ­თლემ და­კა­ვე­ბუ­ლებს გი­რაო შე­უ­ფარ­და და 15 დე­კემ­ბერს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. უც­ნო­ბია, რა არ­გუ­მენტს ემ­ყა­რე­ბო­და რუს­თა­ვე­ლი მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი ხუთი პირი: ს.მ., ლ. ტ. , ლ. ვ., მ.ფ. და გ. ბ

რო­გორც ცნო­ბი­ლია ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რუს­თავ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სარ­დაფ­ში გა­მარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ასე­ვე ცნო­ბი­ლია რომ სწო­რედ ამ სარ­დაფ­ში ხდე­ბო­და წარ­სულ­ში მრა­ვალ­გზის ნა­სა­მარ­თლე­ვი პი­რე­ბის მიერ კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვე­ბი, და აქვე აორ­გა­ნი­ზებ­დნენ სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებს.

მას­შტა­ბუ­რი სპე­ცო­პე­რა­ცია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 27 პირი და­ა­კა­ვეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და ქვე­მო ქარ­თლის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის რუს­თა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხულ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ჩა­ა­ტა­რეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად 100-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე და­ზა­რალ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­ვსთვი­ა­ნი კომ­პლექ­სუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სის­ტე­მა­ტუ­რად აწყობ­დნენ „ქურ­დულ გარ­ჩე­ვებს“, ახ­დენ­დნენ სხვა­დას­ხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ორ­გა­ნი­ზე­ბას ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლის, კრი­მი­ნა­ლუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის და ამ მიზ­ნით მო­ქა­ლა­ქე­ებს ფი­ზი­კუ­რა­დაც უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ე.წ. ქურ­დუ­ლი გარ­ჩე­ვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ სარ­დაფ­შიც.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დას­ტურ­დე­ბა ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის დი­ა­ლო­გე­ბის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­თაც, სა­დაც ის­მის რომ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი აგ­რო­ვებ­დნენ ე.წ. ობ­ში­აკს, ასე­ვე კავ­ში­რი ჰქონ­დათ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სხვა­დას­ხვა კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებ­თა­ნაც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მო­სა­მარ­თლე ეკა­ტე­რი­ნე პარ­თე­ნიშ­ვილ­მა ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­ში­რის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი დარ­ბა­ზი­დან გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ­მა მო­სა­მარ­თლემ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა 2019 წელს და­კა­ვე­ბუ­ლი 10 პირი, რომ­ლებ­საც გა­მო­ძი­ე­ბა ასე­ვე ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან კავ­შირს ედა­ვე­ბო­და.

ნა­ხეთ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რო­მე­ლიც შსს-მ ზა­ფხულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საშური საქმეა
0

ჰო, თელავშიც ჰყავთ ერთი მოსამართლე, რომელიც პედოფილების და ზოგადად, გამაუპატიურებლების გათავისუფლების მიმართულებით მუშაობს!..

ვოტ, ტაკ! :)
1

პირველად კი არ იქცევა ასე!.. მოკლედ, სანამ ეს მოსამართლე გვყავს - ქურდებს, ავტორიტეტებს, კაი ბიჭებს ბუზს ვერავინ აუფრენს!.. უსმინოს ფარულად, იწეროს დიალოგები და ატაროს პოლიციამ სპეცოპერაციები, რამდენიც უნდა! - დაიჭერენ - გამოუშვებს! კიდევ დაიჭერენ? - კიდევ გამოშვებს!..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

პირები, რომლებიც შსს-მ "მღვდელოვიჩთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავა, რუსთაველმა მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა

მიმდინარე წლის ზაფხულში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ქურდული სამყაროს კავშირისთვის დაკავებული პირების ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკატერინე პართენიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა.

საუბარია პირებზე, რომლებიც ცნობილ "კანონიერ ქურდებთან" "მღვდელოვიჩთან", "წიწაკასთან" და "ბოთესთან" ერთად დააკავეს. ისინი სხვადასხვა სახის ე.წ. ქურდულ შეკრებებში მონაწილეობდნენ.

მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი

მოსამართლემ დაკავებულებს გირაო შეუფარდა და 15 დეკემბერს გაათავისუფლა. უცნობია, რა არგუმენტს ემყარებოდა რუსთაველი მოსამართლის გადაწყვეტილება.

გათავისუფლებულები არიან ხმაურიანი სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ხუთი პირი: ს.მ., ლ. ტ. , ლ. ვ., მ.ფ. და გ. ბ

როგორც ცნობილია ბრალდებულები რუსთავში, სპეციალურად მოწყობილ სარდაფში გამართულ კრიმინალურ გარჩევებში მონაწილეობდნენ. ასევე ცნობილია რომ სწორედ ამ სარდაფში ხდებოდა წარსულში მრავალგზის ნასამართლევი პირების მიერ კრიმინალურ გარჩევები, და აქვე აორგანიზებდნენ სხვადასხვა სახის დანაშაულებრივ ქმედებებს.

მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც 27 პირი დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად 100-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებულები სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, ახდენდნენ სხვადასხვა დანაშაულის დაორგანიზებას ფინანსური სარგებელის, კრიმინალური ძალაუფლების მოპოვებისთვის და ამ მიზნით მოქალაქეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, მათ შორის ე.წ. ქურდული გარჩევებისთვის სპეციალურად მოწყობილ სარდაფშიც.

აღნიშნული დასტურდება ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებულების დიალოგების აუდიოჩანაწერებითაც, სადაც ისმის რომ დაკავებულები აგროვებდნენ ე.წ. ობშიაკს, ასევე კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ მყოფ სხვადასხვა კანონიერ ქურდებთანაც.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული პირები დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ აღნიშნულმა მოსამართლემ გაათავისუფლა 2019 წელს დაკავებული 10 პირი, რომლებსაც გამოძიება ასევე ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებოდა.

ნახეთ "კანონიერი ქურდების" ფარული ჩანაწერები, რომელიც შსს-მ ზაფხულში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გაასაჯაროვა: