საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შერიგებას ქრისტიანული მოძღვრება  ასე განსაზღვრავს: უნდა შენდობა ითხოვო და ეს უნდა იყოს გულწრფელი" - ანდრია ჯაღმაიძე
"შერიგებას ქრისტიანული მოძღვრება  ასე განსაზღვრავს: უნდა შენდობა ითხოვო და ეს უნდა იყოს გულწრფელი" - ანდრია ჯაღმაიძე

რო­დე­საც გა­ვა­ნა­წყე­ნებთ ადა­მი­ანს და რა­ღა­ცას და­ვუ­შა­ვებთ, იმის­თვის, რომ კვლავ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი ვი­ყოთ და შევ­რიგ­დეთ, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბა მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრავს, რაც არის ეს - ეს არის: უნდა აღი­ა­რო, რომ არ გინ­დო­და ამ ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, შენ­დო­ბა ითხო­ვო და ეს იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლი უნდა იყოს, რომ მის­გან მი­ი­ღო ეს შენ­დო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა შე­რი­გე­ბა­ზე დას­მულ შე­კი­თხვას.

ჯაღ­მა­ი­ძის თქმით, ზო­გა­დად შე­რი­გე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა კარ­გია.

„შე­თან­ხმე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნა­ბიჯ­ზე, რო­დე­საც ვის­მენთ ისეთ არ­გუ­მენ­ტებს, რო­მელ­ზეც ვე­რაფ­რით შე­თან­ხმდე­ბა ორი მხა­რე, წინ, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან დიდი გზა გვაქვს.

მე მსჯე­ლო­ბებ­ში შე­ვეც­დე­ბი, რომ არ შე­ვი­დე, მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­ტყვი - ჩვენ, რო­გორც ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში ვართ მიჩ­ვე­უ­ლი, რო­დე­საც გა­ვა­ნა­წყე­ნებთ ადა­მი­ანს და რა­ღა­ცას და­ვუ­შა­ვებთ, იმის­თვის, რომ კვლავ ერ­თსუ­ლო­ვა­ნი ვი­ყოთ და შევ­რიგ­დეთ, ამას სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­ძღვრე­ბა მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღი­ა­რო, რომ არ გინ­დო­და ამ ადა­მი­ა­ნის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა თუ წყე­ნი­ნე­ბა, შენ­დო­ბა ითხო­ვო და ეს იმ­დე­ნად გულ­წრფე­ლი უნდა იყოს, რომ მის­გან მი­ი­ღო ეს შენ­დო­ბა. ეს უნდა იყოს სა­ფუძ­ვე­ლი და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლაფ­რის, თო­რემ ისე, ინი­ცი­ა­ტი­ვა, რა თქმა უნდა, კარ­გია. უბ­რა­ლოდ, ვთქვი ის, რომ პირ­ვე­ლი­ვე ეტაპ­ზე ჩანს, რომ გზა საკ­მა­ოდ გრძე­ლია და პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი, რო­გორც ჩანს“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მოხ­დეს ეროვ­ნუ­ლი შე­რი­გე­ბა.

„ვერ გე­ტყვით, ვი­სურ­ვებ­დი, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით, რო­გორ იქ­ნე­ბა. ეს არის თი­თო­ე­ულ ადა­მი­ან­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვინც მო­ნა­წი­ლე­ობს შე­სა­რი­გე­ბელ ამ ორ მხა­რე­ში“, - გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ.

კი­თხვა­ზე, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პა­ტი­ე­ბა რომ ითხო­ვოს, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მისი შე­წყა­ლე­ბა, ჯაღ­მა­ი­ძე პა­სუ­ხობს, რომ „მო­დით, ვა­რა­უ­დებს თავი და­ვა­ნე­ბოთ“.

„მე ამას ვერ შე­ვა­ფა­სებ, ეს არის ვა­რა­უ­დი. თუ რა­ღაც იქ­ნე­ბა, მერე რა იქ­ნე­ბა - არ შე­ვალ ამ მსჯე­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჯაღ­მა­ი­ძემ.

იონა
1

ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება, შენდობა კი უფლისაგანაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"შერიგებას ქრისტიანული მოძღვრება  ასე განსაზღვრავს: უნდა შენდობა ითხოვო და ეს უნდა იყოს გულწრფელი" - ანდრია ჯაღმაიძე

"შერიგებას ქრისტიანული მოძღვრება  ასე განსაზღვრავს: უნდა შენდობა ითხოვო და ეს უნდა იყოს გულწრფელი" - ანდრია ჯაღმაიძე

როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის ეს - ეს არის: უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც უპასუხა შერიგებაზე დასმულ შეკითხვას.

ჯაღმაიძის თქმით, ზოგადად შერიგების ინიციატივა კარგია.

„შეთანხმების პირველივე ნაბიჯზე, როდესაც ვისმენთ ისეთ არგუმენტებს, რომელზეც ვერაფრით შეთანხმდება ორი მხარე, წინ, როგორც ჩანს, ძალიან დიდი გზა გვაქვს.

მე მსჯელობებში შევეცდები, რომ არ შევიდე, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ჩვენ, როგორც ყოფით ცხოვრებაში ვართ მიჩვეული, როდესაც გავანაწყენებთ ადამიანს და რაღაცას დავუშავებთ, იმისთვის, რომ კვლავ ერთსულოვანი ვიყოთ და შევრიგდეთ, ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ქრისტიანული მოძღვრება მკაფიოდ განსაზღვრავს, რაც არის, ეს არის - უნდა აღიარო, რომ არ გინდოდა ამ ადამიანისთვის ზიანის მიყენება თუ წყენინება, შენდობა ითხოვო და ეს იმდენად გულწრფელი უნდა იყოს, რომ მისგან მიიღო ეს შენდობა. ეს უნდა იყოს საფუძველი დანარჩენი ყველაფრის, თორემ ისე, ინიციატივა, რა თქმა უნდა, კარგია. უბრალოდ, ვთქვი ის, რომ პირველივე ეტაპზე ჩანს, რომ გზა საკმაოდ გრძელია და პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი, როგორც ჩანს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ვერ იტყვის, შეიძლება თუ არა მოხდეს ეროვნული შერიგება.

„ვერ გეტყვით, ვისურვებდი, მაგრამ ვერ გეტყვით, როგორ იქნება. ეს არის თითოეულ ადამიანზე დამოკიდებული, ვინც მონაწილეობს შესარიგებელ ამ ორ მხარეში“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატიება რომ ითხოვოს, შესაძლებელია თუ არა მისი შეწყალება, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ „მოდით, ვარაუდებს თავი დავანებოთ“.

„მე ამას ვერ შევაფასებ, ეს არის ვარაუდი. თუ რაღაც იქნება, მერე რა იქნება - არ შევალ ამ მსჯელობაში“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.