მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო - მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ" - დავით ბაქრაძე
"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო - მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ" - დავით ბაქრაძე

პრე­ზი­დენ­ტი მზად არის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას შეხ­ვდეს კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ -კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამ დე­ტა­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის პრო­ცე­სი, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წლო მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბაქ­რა­ძე გან­მარ­ტავს, პრე­ზი­დენ­ტი საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რი იყო ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

“და­ვი­წყებ იმით, რომ შე­ფა­სე­ბით ნა­წილ­ში, მთელ რიგ შე­ფა­სე­ბებს ვი­ზი­ა­რებ, რაც მო­ვის­მი­ნე, თუ რამ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ქევ­ყა­ნა­ში, რამ­დე­ნად დიდი უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის გან­ცდაა, რო­გორ ხდე­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნად დიდ პრობ­ლე­მას ქმნის და­პი­რის­პი­რე­ბა. ამ ნა­წილ­ში, რაც შე­ე­ხე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბის შე­ფა­სე­ბას, დიახ, მი­მაჩ­ნია, რომ პრე­ზი­დენ­ტი საკ­მა­ოდ ადეკ­ვა­ტუ­რი იყო.

მთა­ვა­რი რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელო­და და რისი პა­სუ­ხი მინ­დო­და, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რა უნდა გა­კეთ­დეს. დღეს ჩვენ კონ­კრე­ტი­კა ვერ მო­ვის­მი­ნეთ. პრე­ზი­დენ­ტთან მქონ­და სა­უ­ბა­რი, და­ვუს­ვი ის კი­თხვე­ბი, რა­ზეც ვსა­უბ­რობ­დი, რომ რა უნდა გა­კეთ­დეს კონ­კრე­ტუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის და­სას­რუ­ლებ­ლად, იმის­თვის, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი არ იყ­ვნენ ცი­ხე­ში. მისი მხრი­დან სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა, რომ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს. მზად არის ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას შეხ­ვდეს კონ­კრე­ტულ დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ. იმე­დი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა იყო, ჩავ­თვა­ლოთ, რომ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის გამო, დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შედ­გა. კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ ამ დე­ტა­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის პრო­ცე­სი“,- აღ­ნიშ­ნავს ბაქ­რა­ძე.

ბაქ­რა­ძის თქმით, არ სურს, რომ კარი და­ხუ­როს.

"ჩემ პო­ზი­ცი­ას ვი­მე­ო­რებ, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის დას­რუ­ლე­ბის გა­რე­შე ეროვ­ნუ­ლი თან­ხმო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. დღეს ამა­ზე პა­სუ­ხი და პრე­ზი­დენ­ტის შე­ფა­სე­ბა ვერ მო­ვის­მი­ნე. მისი მხრი­დან არ­სე­ბობს მზა­ო­ბა, რომ ყვე­ლა ეს სა­კი­თხი დე­ტა­ლუ­რად გა­ი­ა­როს პარ­ტი­ებ­თან შეხ­ვედ­რის დროს. მე არ მინ­და, რომ კარი დავ­ხუ­რო, არ მინ­და ვთქვა, რომ სა­ბო­ლოო იყო რაც მო­ვის­მი­ნე. არა, ეს იყო და­სა­წყი­სი, იმე­დი მაქვს, რო­დე­საც ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა შედ­გე­ბა ყვე­ლა­ფერს დე­ტა­ლუ­რად გა­ვივ­ლით", - გა­ნა­ცხა­და მან.

ალექს
2

თქვენ პარტია ხართ, ერთ ავტობუსში ეტევით , დასაჯდომებზე ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო - მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ" - დავით ბაქრაძე

"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო - მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ" - დავით ბაქრაძე

პრეზიდენტი მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ -კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებისას.

“დავიწყებ იმით, რომ შეფასებით ნაწილში, მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქევყანაში, რამდენად დიდი უპერსპექტივობის განცდაა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. ამ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო.

მთავარი რასაც საზოგადოება ელოდა და რისი პასუხი მინდოდა, კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, დავუსვი ის კითხვები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად პოლიტიკური დევნის დასასრულებლად, იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს. მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, ჩავთვალოთ, რომ პირველი შეხვედრის გამო, დეტალებზე საუბარი არ შედგა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი“,- აღნიშნავს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, არ სურს, რომ კარი დახუროს.

"ჩემ პოზიციას ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა წარმოუდგენელია. დღეს ამაზე პასუხი და პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე. მისი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად გაიაროს პარტიებთან შეხვედრის დროს. მე არ მინდა, რომ კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ საბოლოო იყო რაც მოვისმინე. არა, ეს იყო დასაწყისი, იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი შეხვედრა შედგება ყველაფერს დეტალურად გავივლით", - განაცხადა მან.