პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე
"ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

"ეს არ არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი, საქ­მი­ა­ნი მი­ღე­ბა, ეს არის პა­ტა­რა დის­კო­თე­კა, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქვას" - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ პრე­ზი­დენ­ტის სა­ა­ხალ­წლო მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მი­ან ფორ­მატ­ში მი­ი­ღე­ბენ.

"ესაა წვე­უ­ლე­ბა, რო­მელ­საც ატა­რებს პრე­ზი­დენ­ტი ახალ წელს, სა­შო­ბა­ოდ, სა­აღ­დგო­მოდ და კი­დევ რა­ღაც დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ შე­ნო­ბა­ში, რო­მელ­საც ბოქ­ლო­მი ადევს და მი­ლი­ო­ნო­ბით ფული იხარ­ჯე­ბა მის შე­ნახ­ვა­ზე, დაც­ვა­ზე, გათ­ბო­ბა­ზე და ა.შ. ეს არის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც და­ი­ცა­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ახი­რე­ბის გამო და წე­ლი­წად­ში ერთხელ ასე­თი ალა­ფურ­შე­ტი იმარ­თე­ბა იქ. როცა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა იქ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტთან, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დაჯ­დე­ბა მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­თან ერ­თად, ჯერ საქ­მი­ა­ნი ფორ­მა­ტი და შემ­დეგ სა­ა­ხალ­წლო ტაშ-ფან­დუ­რი”, - გა­ნა­ხა­და გო­ცი­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა შე­რი­გე­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვის პერ­სპექ­ტი­ვას, გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, რომ არ სურს სკეპ­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბით სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა გა­უ­ფუ­ჭოს.

"ახლა რომ შე­ვა­ფა­სო პრე­ზი­დენ­ტის მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კრი­ზი­სის გან­მუხ­ტვის სა­კი­თხი, არ მინ­და ჩემი სკეპ­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბით ეს მისი წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო ინი­ცი­ა­ტი­ვა თუ ხა­სი­ა­თი გა­ვუ­ფუ­ჭო მას. დიდი იმე­დე­ბი არ მაქვს, მაგ­რამ მას აქვს გარ­კვე­უ­ლი შან­სი, რომ იმ ბა­ტა­ლი­ე­ბის ფონ­ზე, რო­გორც მოხ­და მისი არ­ჩე­ვა და ახლა რო­გორ არის შე­ფა­სე­ბუ­ლი მისი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რის­ხი, რე­პუ­ტა­ცია აღიდ­გი­ნოს, ვნა­ხოთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებს ამ შანსს. შე­რი­გე­ბა არის მო­მა­ვა­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პრინ­ცი­პებ­ზე აგე­ბუ­ლი პრო­ცე­სი, რომ­ლის და­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რე­შე. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა იმი­ტომ აქვს და იმი­ტომ მი­ა­ნი­ჭა ხალ­ხმა, რომ ის გა­მო­ი­ყე­ნოს მა­შინ, როცა ქვე­ყა­ნას ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს, თუ კრი­ზი­სის ნა­წი­ლობ­რი­ვი გან­მუხ­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ეს ბერ­კე­ტი უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს, ამი­ტომ არის ამით აღ­ჭურ­ვი­ლი და არა იმი­ტომ, რომ თა­ვის ნაც­ნო­ბე­ბი შე­ი­წყა­ლოს,"- გა­ნა­ცხა­და გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

გოცირიძე ჩვენი ლიბერმანია, ვინც არ იცით ასეთი პიროვნება გახლდათ კოსიგინის ფინანსური მრჩეველი , მოგეხსენებათ ხორცი, კარაქი, თევზი , კარტოფილიც და პურიც მზარდ დეფიციტში იყო , ლიბერმანმა ურჩია პოლიტბიუროს ნიანგებს გავაძვიროთო რაც დეფიციტშია და მოთხოვნა შემცირდებაო ! გოცირიძემ გააძვირა აქ ფული, დეფიციტშია კრედიტი , ამიტომაა ძვირი ! ნუ კიდევ მრავალი უმსგავსოების ავტორია , მაგრამ პოლიტბიუროაა არაკომპეტენტური, ისე შიშველია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

"ეს არ არის საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა" - რომან გოცირიძე პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

"ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრეზიდენტის საახალწლო მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი მონაწილეობას საქმიან ფორმატში მიიღებენ.

"ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ. როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური”, - განახადა გოცირიძემ.

რაც შეეხება შერიგებაზე პრეზიდენტის ინიციატივის პერსპექტივას, გოცირიძე აცხადებს, რომ არ სურს სკეპტიკური განცხადებით საახალწლო განწყობა გაუფუჭოს.

"ახლა რომ შევაფასო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კრიზისის განმუხტვის საკითხი, არ მინდა ჩემი სკეპტიკური განცხადებით ეს მისი წინასაახალწლო ინიციატივა თუ ხასიათი გავუფუჭო მას. დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ მას აქვს გარკვეული შანსი, რომ იმ ბატალიების ფონზე, როგორც მოხდა მისი არჩევა და ახლა როგორ არის შეფასებული მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეპუტაცია აღიდგინოს, ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შანსს. შერიგება არის მომავალი თანაცხოვრების პრინციპებზე აგებული პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება იმიტომ აქვს და იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ ის გამოიყენოს მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს, თუ კრიზისის ნაწილობრივი განმუხტვის საშუალება აქვს, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს, ამიტომ არის ამით აღჭურვილი და არა იმიტომ, რომ თავის ნაცნობები შეიწყალოს,"- განაცხადა გოცირიძემ.