მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“ ? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან" - ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს
"ამ ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“ ? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან" - ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

"თუ შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, ამ ბი­უ­ჯეტ­ში თქვენ სად ხე­დავთ "შე­მო­ჭე­რილ ქამ­რებს“? ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს წელი სწყდე­ბა ისე­თი შე­მო­ჭე­რი­ლი აქვთ ქამ­რე­ბი გა­ჭირ­ვე­ბი­სა­გან და ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­სა და მთავ­რო­ბას "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის“ არა­ფე­რი ეტყო­ბა" - ასე მი­მარ­თა "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე ფი­ნანსთა მი­ნისტრს, ლაშა ხუ­ციშ­ვილს, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტებს 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექტს აც­ნობს.

მი­სი­ვე თქმით, თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი არა­საკ­მა­რი­სა­დაა გაზ­რდი­ლი.

"ადრე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ვე­ლი ბი­უ­ჯე­ტის გან­ხილ­ვის დროს ამ­ბობ­და ხოლ­მე "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რას“, იყო ასე­თი ტერ­მი­ნი, ახლა სა­ერ­თოდ ლექ­სი­კა­შიც აღა­რაა. თუ შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ, ამ ბი­უ­ჯეტ­ში თქვენ სად ხე­დავთ "შე­მო­ჭე­რილ ქამ­რებს“? ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს წელი სწყდე­ბა ისე­თი შე­მო­ჭე­რი­ლი აქვთ ქამ­რე­ბი გა­ჭირ­ვე­ბი­სა­გან და ბი­უ­როკ­რა­ტი­ა­სა და მთავ­რო­ბას "ქამ­რე­ბის შე­მო­ჭე­რის“ არა­ფე­რი ეტყო­ბა. ერთი კარ­გი რაც არის, ეს არის ვე­ტე­რა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბის ზრდა. არც 100 ლარი არის ის ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა და თან­ხა, რაც ვე­ტე­რან­მა თა­ვი­სი თავ­გან­წირ­ვის­თვის უნდა მი­ი­ღოს, მაგ­რამ ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა ვართ და 22 ლარ­თან შე­და­რე­ბით ზრდა არის. მაგ­რამ ასე­ვე, რა­საც არაფ­რით არ ვე­თან­ხმე­ბი, ეს არის თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი. პირ­ველ ვერ­სი­ას­თან შე­და­რე­ბით, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ი­ზარ­და, მაგ­რამ მე ვი­ტყო­დი, რომ აღ­მაშ­ფო­თებ­ლად არა­საკ­მა­რი­სად. ვხე­დავთ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბით რა­საც აკე­თებს, მისი მე­ო­რე საკბი­ლო ჩვენ ვართ. ჩემი აზ­რით, ეს ბი­უ­ჯე­ტი არ არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტის­თვის სა­კად­რი­სი. რე­ა­ლუ­რად საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­ში ვართ. კი ვართ გა­ჩე­რე­ბუ­ლი და გა­ყი­ნუ­ლი, მაგ­რამ აქ არი­ან სრულ საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში და ჯარი არ არის სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მხო­ლოდ ხელ­ფა­სე­ბი რომ ვა­რი­გოთ. არც ხელ­ფა­სე­ბია ბევ­რი, თუმ­ცა, შე­ი­ა­რა­ღე­ბა თუ არ შე­ის­ყი­და ჯა­რის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, გვე­ყო­ლე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში. ფიქ­რობთ თუ არა, არის თუ არა რე­სურ­სი, რომ სად­მე გა­მო­ი­წუ­როს ეს თან­ხა და გა­ი­ზარ­დოს გარ­კვე­ულ­წი­ლად ისევ თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტი?“- გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ilo
1

biujeti raa tu ici saertod?

tngh
5

მაინც ამოხეთქავს ხოლმე "დილეტანტ-პოპულისტობა" ღრმად პატივცემულ ალ. ელისაშვილში.

ავტორი:

"ამ ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“ ? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან" - ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

"ამ ბიუჯეტში სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“ ? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან" - ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს

"თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას "ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა" - ასე მიმართა "მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს.

მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი.

"ადრე, "ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში, ყოველი ბიუჯეტის განხილვის დროს ამბობდა ხოლმე "ქამრების შემოჭერას“, იყო ასეთი ტერმინი, ახლა საერთოდ ლექსიკაშიც აღარაა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ "შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას "ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა. ერთი კარგი რაც არის, ეს არის ვეტერანების დახმარების ზრდა. არც 100 ლარი არის ის ღირსეული ანაზღაურება და თანხა, რაც ვეტერანმა თავისი თავგანწირვისთვის უნდა მიიღოს, მაგრამ ღარიბი ქვეყანა ვართ და 22 ლართან შედარებით ზრდა არის. მაგრამ ასევე, რასაც არაფრით არ ვეთანხმები, ეს არის თავდაცვის ბიუჯეტი. პირველ ვერსიასთან შედარებით, გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აღმაშფოთებლად არასაკმარისად. ვხედავთ რუსეთი უკრაინასთან მიმართებით რასაც აკეთებს, მისი მეორე საკბილო ჩვენ ვართ. ჩემი აზრით, ეს ბიუჯეტი არ არის ოკუპირებული ქვეყნის ბიუჯეტისთვის საკადრისი. რეალურად საბრძოლო მოქმედებაში ვართ. კი ვართ გაჩერებული და გაყინული, მაგრამ აქ არიან სრულ საბრძოლო მზადყოფნაში და ჯარი არ არის სოციალური პროექტი მხოლოდ ხელფასები რომ ვარიგოთ. არც ხელფასებია ბევრი, თუმცა, შეიარაღება თუ არ შეისყიდა ჯარისთვის ხელისუფლებამ, გვეყოლება ანაზღაურებადი ადამიანები სახელმწიფო სამსახურში. ფიქრობთ თუ არა, არის თუ არა რესურსი, რომ სადმე გამოიწუროს ეს თანხა და გაიზარდოს გარკვეულწილად ისევ თავდაცვის ბიუჯეტი?“- განაცხადა ელისაშვილმა.