პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნიკალური საშობაო სამყარო ახალი დეკორაციებითა და ბევრი სიურპრიზით სასტუმრო თბილისი მარიოტში
უნიკალური საშობაო სამყარო ახალი დეკორაციებითა და ბევრი სიურპრიზით სასტუმრო თბილისი მარიოტში

გრან­დი­ო­ზუ­ლი და უნი­კა­ლუ­რი სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას ნამ­დვილ ზრაპ­რულ სივ­რცედ გა­და­აქ­ცევს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ფე­ხით მო­სე­ირ­ნე ტუ­რისტსა თუ ად­გი­ლობ­რივ მა­ცხოვ­რე­ბელს - არც ერთ მათ­განს გულ­გრილს არ ტო­ვებს. ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ გამ­ზირ­ზე, სა­დაც სი­ცო­ცხლე მუდ­მი­ვად ჩქეფს, იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი გუ­ლან­თე­ბულ­ნი ელო­დე­ბი­ან სა­ა­ხალ­წლო ნაძ­ვის ხისა და გა­ნა­თე­ბე­ბის გრან­დი­ო­ზულ ან­თე­ბას, იქ, სა­დაც უამ­რა­ვი მო­ზარ­დი თუ ბავ­შვი ერ­თად იყ­რის თავს და ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რებს სით­ბოს და სი­ხა­რულს, რა­საც წინა სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა ჰქვია, სას­ტუმ­რო თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­მა გა­და­წყვი­ტა სა­კუ­თა­რი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნოს და ადა­მი­ა­ნე­ბი ნამ­დვილ ზღა­პარ­ში ამოგ­ზა­უ­როს.

გა­ნა­თე­ბე­ბი თბილ ფე­რებ­ში გა­და­უ­წყვი­ტავს, სა­ნამ მა­რი­ოტ­ში შე­ა­ბი­ჯებთ თქვენს გა­ო­ცე­ბას უზარ­მა­ზა­რი წი­თე­ლი ბურ­თე­ბი და ფე­რა­დი მაკ­ნა­ტუ­ნე­ბი გა­მო­იწ­ვე­ვენ. თით­ქოს რა­ღა­ცას გი­ამ­ბო­ბენ, თით­ქოს თა­ვის გუ­ლის კარს გი­ღე­ბენ და გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მო­ში გე­პა­ტი­ჟე­ბი­ან. სას­ტუმ­რო­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე უზარ­მა­ზა­რი - 5 მეტ­რი­ა­ნი ნაძ­ვის ხე გე­გე­ბე­ბათ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია რამ­დე­ნი­მე წუ­თით არ გა­ჩერ­დე და უამ­რა­ვი სა­მახ­სოვ­რო ფოტო არ გა­და­ი­ღო, ისე­თია, მო­გინ­დე­ბა მთე­ლი წელი იქ და­ი­დოს ბინა და თვალს ატ­კბობ­დეს. გვერ­დით არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ზო­მის სა­ა­ხალ­წლო ჯან­ჯა­ფი­ლის სახ­ლი და­უდ­გამთ, შე­ხე­დავ და იფიქ­რებ, მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა უკი­დე­გა­ნოდ ნი­ჭი­ერ კონ­დი­ტერს თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში მო­უყ­რია თა­ვიო, თან გა­გი­ხარ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნის ხელ­მა შექ­მნა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­დია, თუ მა­რი­ო­ტის „პარ­ნა­სის“ უგემ­რი­ე­ლე­სი სე­ზო­ნუ­რი მე­ნი­უს და­გე­მოვ­ნე­ბას გა­და­წყვი­ტავთ, სა­ო­ცა­რი ცხე­ლი შო­კო­ლა­დი­თა და ლა­ტე­თი, და ეს­ტუმ­რე­ბით მას, აქ კი­დევ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­გიქ­მი­ან ამაღ­ლე­ბულ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას ნაძ­ვის ხე­ე­ბით, სა­თა­მა­შო­ე­ბი­თა და მომ­ღე­რა­ლი ლამ­პი­ო­ნე­ბით. მა­რი­ო­ტის ღია ეზო­ში თქვენს ყუ­რა­დღე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­პყრობს ნაძ­ვის ხე­ებ­თან მდგა­რი ოქ­როს­ფე­რი ირ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ლაპ­ლან­დი­ელ სან­ტას ელი­ან ბავ­შვე­ბის გუ­ლე­ბის გა­სა­ხა­რებ­ლად.

თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტის დე­კო­რა­ცი­ებ­ზე რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ იზ­რუ­ნა - „Ukchristmasworld“, „Balsamhill“, „Frontgate“, „Christmastimeuk“. გე­მოვ­ნე­ბით შექ­მნი­ლი თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტის სა­ა­ხალ­წლო სამ­ყა­რო 2019-2020 წლებ­ში სრუ­ლად გა­ნახ­ლე­ბულ სივ­რცე­ებს სა­ო­ცარ ელ­ფ­ფერს სძენს და თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ზღაპ­რულ სამ­ყა­რო­ში გვა­მოგ­ზა­უ­რებს.

მა­რი­ო­ტი თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რებ­ლებს, რო­გორც ყო­ველ­თვის, სა­ინ­ტე­რე­სო სა­ა­ხალ­წლო სი­ახ­ლე­ებს და სა­ჩუქ­რებს ჰპირ­დე­ბა. იგი მუ­დამ სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი წო­დე­ბის „Majestic”-ის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა, მის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს და მუდ­მი­ვად აო­ცებს სტუმ­რებს.

Photos by Lasha Ghughunishvili

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

უნიკალური საშობაო სამყარო ახალი დეკორაციებითა და ბევრი სიურპრიზით სასტუმრო თბილისი მარიოტში

უნიკალური საშობაო სამყარო ახალი დეკორაციებითა და ბევრი სიურპრიზით სასტუმრო თბილისი მარიოტში

გრანდიოზული და უნიკალური საახალწლო დეკორაციები, რომელიც ისტორიულ შენობას ნამდვილ ზრაპრულ სივრცედ გადააქცევს, რუსთაველის გამზირზე ფეხით მოსეირნე ტურისტსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებელს - არც ერთ მათგანს გულგრილს არ ტოვებს. ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, სადაც სიცოცხლე მუდმივად ჩქეფს, იქ, სადაც ადამიანები გულანთებულნი ელოდებიან საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების გრანდიოზულ ანთებას, იქ, სადაც უამრავი მოზარდი თუ ბავშვი ერთად იყრის თავს და ერთმანეთს უზიარებს სითბოს და სიხარულს, რასაც წინა საახალწლო განწყობა ჰქვია, სასტუმრო თბილისი მარიოტმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილიც შეიტანოს და ადამიანები ნამდვილ ზღაპარში ამოგზაუროს.

განათებები თბილ ფერებში გადაუწყვიტავს, სანამ მარიოტში შეაბიჯებთ თქვენს გაოცებას უზარმაზარი წითელი ბურთები და ფერადი მაკნატუნები გამოიწვევენ. თითქოს რაღაცას გიამბობენ, თითქოს თავის გულის კარს გიღებენ და განსაკუთრებულ გარემოში გეპატიჟებიან. სასტუმროში შესვლისთანავე უზარმაზარი - 5 მეტრიანი ნაძვის ხე გეგებებათ, წარმოუდგენელია რამდენიმე წუთით არ გაჩერდე და უამრავი სამახსოვრო ფოტო არ გადაიღო, ისეთია, მოგინდება მთელი წელი იქ დაიდოს ბინა და თვალს ატკბობდეს. გვერდით არაამქვეყნიური ზომის საახალწლო ჯანჯაფილის სახლი დაუდგამთ, შეხედავ და იფიქრებ, მსოფლიოს ყველა უკიდეგანოდ ნიჭიერ კონდიტერს თბილისი მარიოტში მოუყრია თავიო, თან გაგიხარდება, რომ ეს ადამიანის ხელმა შექმნა.

ეს ყველაფერი როდია, თუ მარიოტის „პარნასის“ უგემრიელესი სეზონური მენიუს დაგემოვნებას გადაწყვიტავთ, საოცარი ცხელი შოკოლადითა და ლატეთი, და ესტუმრებით მას, აქ კიდევ სრულიად განსხვავებულად შეგიქმიან ამაღლებულ საახალწლო განწყობას ნაძვის ხეებით, სათამაშოებითა და მომღერალი ლამპიონებით. მარიოტის ღია ეზოში თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ნაძვის ხეებთან მდგარი ოქროსფერი ირმები, რომლებიც ლაპლანდიელ სანტას ელიან ბავშვების გულების გასახარებლად.

თბილისი მარიოტის დეკორაციებზე რამდენიმე უცხოურმა კომპანიამ იზრუნა - „Ukchristmasworld“, „Balsamhill“, „Frontgate“, „Christmastimeuk“. გემოვნებით შექმნილი თბილისი მარიოტის საახალწლო სამყარო 2019-2020 წლებში სრულად განახლებულ სივრცეებს საოცარ ელფფერს სძენს და თითოეულ ჩვენგანს ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.

მარიოტი თავის ერთგულ მომხმარებლებს, როგორც ყოველთვის, საინტერესო საახალწლო სიახლეებს და საჩუქრებს ჰპირდება. იგი მუდამ საკუთარი უნიკალური წოდების „Majestic”-ის ერთგული რჩება, მის ირგვლივ ტრიალებს და მუდმივად აოცებს სტუმრებს.

Photos by Lasha Ghughunishvili

R